მარიუს კატილიშკისი
სმარიუს კატილიშსკისი ( ლიეტ. Marius Katiliškis, დაბად. ალბინას მარიუს ვაიტკუსი ( ლიეტ. Albinas Marius Vaitkus ); დ. 15 სექტემბერი , 1914 — გ. 17 დეკემბერი , 1980 ) — ლიეტუველი მწერალი.[2]
მარიუს კატილიშკისი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 სექტემბერი, 1914 |
დაბადების ადგილი | Gruzdžiai |
გარდაცვალების თარიღი | 17 დეკემბერი, 1980[1] (66 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Lemont |
დასაფლავებულია | Lithuanian National Cemetery |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა | ლიტვა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკატილიშკისის მშობლები ლიეტუვის ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე სოფელ ჟაგარისკაიას მკვიდრნი იყვნენ. მომავალი მწერალი დაიბადა გრუზჯაეში , მაგრამ ბავშვობა და ადრეული ახალგაზრდობა გაატარა გრუზჯაედან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სოფელ კატილიშკესში. სწორედ აქედან აიღო მან შემდგომში ფსევდონიმი კატილიშკისი. მარიუსი ოჯახში თერთმეტი შვილიდან მეცხრე იყო.
სასწავლებლად დადიოდა ჟაგარში და ამავე დროს, მამამისის ფერმაში მუშაობდა. 1931 წელს გაიწვიეს ლიეტუვის შეიარაღებულ ჯარებში რადიოოპერატორად. დემობილიზაციის შემდეგ მარიუსმა მუშაობა დაიწყო ქალაქ პასვალისის ბიბლიოთეკაში, რომელსაც 1994 წელს მისი სახელი ეწოდა. 1941 წელს იგი დაქორწინდა მათემატიკის მასწავლებელ ელზა ავიჟონიტზე.[3]
1944 წელს კატილიშკისი სამშობლოს თავდაცვის ძალებს შეუერთდა და ლიეტუვის ვერმახტის ფორმირების რიგებში იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ ქალაქ სედასთან ახლოს. განცდები, რომლებიც უკავშირდებოდა ლიეტუვიდან გერმანიაში დახევას, საფუძვლად დაედო მის ბიოგრაფიულ რომანს Išėjusiems negrįžti (წასულები არ ბრუნდებიან). სსრკ-ში დეპორტაციის შიშით მან სახელი შეცვალა და გახდა მარიუს კატილიშკისი.
კატილიშკისმა გარკვეული დრო გაატარა დევნილთა სხვადასხვა ბანაკებში. სწავლობდა ხელოვნებას ფრაიბურგში, რომელიც დევნილი ლიეტუველების კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. იქ გაიცნო პოეტი ქალი ზინაიდა ნაგიტე, რომელიც ლუნე სუტემას ფსევდონიმით მოღვაწეობდა და მასზე დაინიშნა. 1949 წელს კატილიშკისი ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ცხოვრობდა ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში. იგი იძულებული იყო ემუშავა ქარხნებში და შავი სამუშაო შეესრულებინა ჩიკაგოს რეგიონში, მათ შორის Kimball Piano-ს ფაბრიკაში. მან მოახერხა საკუთარი სახლის აშენება ლემონტის (ილინოისის შტატი) დასახლების გარეუბანში, სადაც ცხოვრობდა გარდაცვალებამდე 1980 წელს.[4]
შრომები
რედაქტირებაკატილიშკასი დიდი ინტერესს ავლენდა ენების მიმართ. იგი ხშირად თან ატარებდა რვეულს და ფანქარს, რათა ჩაეწერა გაგონილი სიტყვები და ფრაზები. ენის გამოყენების მისეულ მეთოდზე დაიწერა რამდენიმე სამეცნიერო სტატია.
კატილიშკისი მხოლოდ 17 წლის იყო, როდესაც 1931 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები შიაულიაის ყოველკვირეულ გაზეთ Naujienos- ში. ამის შემდეგ მისი პოეზია და პროზა რეგულარულად ქვეყნდებოდა სხვადასხვა ლიეტუვურ გამოცემაში. მისი მოთხრობების კრებულის ხელნაწერი, რომელიც გადაეცა ერთ-ერთ გამომცემლობას, ომის დროს დაიკარგა. ის მხოლოდ 2003 წელს იპოვეს და გამოსცეს.
კატილიშკისის შრომების დიდი ნაწილი პირველად გამოიცა ჩიკაგოში, ხოლო მისი ყველაზე ცნობილი რომანი Miškais ateina ruduo (1957), ხელახლა გამოიცა 1969 წელს საბჭოთა ლიტვაში, რაც იშვიათობა იყო ემიგრანტი მწერლებისთვის. 1990 მოხდა ნაწარმოების ეკრანიზაცია. ზოგიერთი ლიტერატურის კრიტიკოსი მას ასახელებს ლიეტუვურ ენაზე დაწერილ საუკეთესო პროზაულ ნაწარმოებებს შორის. პირველი კრიტიკოსები კატილიშკისის რომანს ფლამანდურ მხატვრობას ადარებდნენ.[5]
კატილიშკისის წიგნებს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო ამერიკულ-ლიეტუვური ორგანიზაციებისგან, მათ შორის ლიეტუვის ენციკლოპედიური პრესის, სანტარა-შვის ფედერაციისა და ლიეტუველ მწერალთა საზოგადოებისგან.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bukelienė, Elena (2005). „Marius Katiliškis. Biografijos bruožai“. Žemgala (ლიეტუვური). I. ISSN 1648-7230. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-11. ციტირების თარიღი: 2022-05-18.
- ↑ Cidzikaitė, Dalia (2018). „(Ne)Kasdieniški liudijimai apie bendraamžius ir save“ (PDF). Darbai ir dienos (ლიეტუვური). 69: 120. ISSN 2335-8769. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 2019-04-29. ციტირების თარიღი: 2022-05-18.
- ↑ Kalnius, Petras (2015). „Etnografiniai pavadinimai Mariaus Katiliškio kūryboje - regioninės kultūros liudininkai“. Žiemgala (ლიეტუვური). I. ISSN 1392-3781. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-27. ციტირების თარიღი: 2022-05-18.
- ↑ Bibliotekos istorija lt. Pasvalio M. Katiliškio viešoji biblioteka. ციტირების თარიღი: 2022-05-18
- ↑ Sprindytė, Jūratė. Katiliškis lt. Šaltiniai. Lietuvių literatūros ir tautosakos institutas, Vilniaus universitetas. ციტირების თარიღი: 2022-05-18