ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარიკა  როკი (უნგრ. Rökk Marika, გერმ. Marika Rökk; დ. 3 ნოემბერი, 1913, კაირო - 2004 წლის 16 მაისი, ბადენი, ავსტრია) — უნგრული წარმოშობის გერმანელ-ავსტრიელი კინომსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი.

მარიკა როკი

მარიკა როკი .თაყვანისმცემლების წერილებით- 1940 წ.
დაბადების სახელი მარიკა კაროლინა როკი
დაბადების თარიღი 3 ნოემბერი, 1913
კაირო, ეგვიპტე
გარდაცვალების თარიღი 16 მაისი, 2004 (90 წლის)
ბადენი, ავსტრია
ეროვნება უნგრელი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
საფოსტო ბარათი-მარიკა როკი-1939 წ.

მარია კაროლინა როკი დაიბადა 1913 წლის 3 ნოემბერს კაიროში, უნგრელი არქიტექტორის და მშენებლის ედუარდ როკისა და მისი მეუღლის მარია კაროლინა შარლოტეს ოჯახში. მშობლები მალე ბუდაპეშტში დაბრუნდნენ, ხოლო 1924 წელს საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ, სადაც მარიკა პროფესიონალურად ეუფლებოდა ქორეოგრაფიას რუს ბალერინა რუდკოვსკაიასთან.  იგი გამოდიოდა გერტრუდ ჰოფმანის Hoffman Girls  საბალეტო დასის შემადგენლობაში,  Moulin Rouge კაბარეში. 1925-1929 წლებში  ჯგუფი საგასტროლოდ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ნიუ-იორკში გამოვიდა ბროდვეიზე. 1929 წელს იგი ევროპაში დაბრუნდა, სადაც წარმატებით გამოდიოდა  ოპერეტასა და მრავალფეროვან შოუებში: მონტე კარლოში, ბერლინში, ლონდონში, პარიზში, კანში, ბუდაპეშტსა და ვენაში.[1]


1930 წელს შედგა მარიკას  კინო დებიუტი ინგლისელი რეჟისორის მონტი ბენქსის მუსიკალურ კომედიაში, სადაც ეპიზოდური როლი შეასრულა.  ხოლო 1933 წელს მან მიიღო პირველი დიდი როლი კომედიურ მუსიკალურ ფილმში "მოჩვენებათა მატარებელი" (უნგრ. Kísértetek vonata).

1934 წელს გერმანიის კინოსტუდია UFA-მ მსახიობთან გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი. 1935 წელს მარიკა როკმა ითამაშა თავის პირველ გერმანულ ფილმში “ მსუბუქი კავალერია“, ფრანც ფონ ზუპეს ამავე სახელწოდების ოპერეტის მიხედვით. ფილმის სიუჟეტი აგებული იყო ცირკის მხატვრების ცხოვრებაზე. აქედან დაიწყო მარიკა როკის თავბრუდამხვევი კარიერა მესამე რაიხის კინოში. 1939 წელს, სარა ლეანდერთან ერთად ითამაშა ფილმში „ხმაურიანი წვეულების ფონზე“ (რეჟ. კ. ფრეჰლიხი), რომელიც ეფუძნებოდა შეთხზულ ისტორიას პეტრე ჩაიკოვსკისა და მისი მეცენატის,  რუსი არისტოკრატის უიღბლო სიყვარულზე. ფილმში გამოვლინდა მსახიობის ნიჭის დრამატული მხარე.

 

1940 წელს მარიკა როკი ცოლად გაჰყვა  გერმანელ რეჟისორ გეორგ იაკობს (1882-1965), რომელმაც მისი მონაწილეობით დაიწყო ფილმების გადაღება. 1941 წელს მსახიობმა უილი ფრიტშთან ერთად ითამაშა მთავარი როლი პირველ ფერად გერმანულ ფილმში "ქალები მართლაც საუკეთესო დიპლომატები არიან" (Frauen sind doch bessere Diplomaten; რეჟ. გ. იაკობი). მისი კინოკარიერის მწვერვალი იყო ფერადი მუსიკალური კომედია "ჩემი ოცნების ქალიშვილი" (Frau meiner Träume, 1944; რეჟ. გ. იაკობი).

 
მარიკა როკის საფლავი ბადენში

ომის შემდეგ, პრესაში გავრცელდა ჭორები, რომ მსახიობი თანამშრომლობდა საბჭოთა დაზვერვასთან, ეკუთვნოდა იან ჩერნიაკის დაზვერვის ჯგუფს, რომელმაც იგი გადაიბირა 1937 წელს. 1945 წელს,  ნაცისტების სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის, ამერიკის საოკუპაციო ადმინისტრაციამ აუკრძალა მას გერმანიასა და ავსტრიაში გამოჩენა და ფილმებში მონაწილეობა (მოგვიანებით ჯაშუშობის ბრალდება გაუქმდა). მიუხედავად იმისა, რომ მარიკა როკის მიერ შექმნილი ჯანმრთელი, ენერგიული, მეწარმე ქალის იმიჯი ნამდვილად მოთხოვნადი იყო ნაცისტურ გერმანიაში, მსახიობი არასდროს მონაწილეობდა პროპაგანდისტულ ფილმებში.[2]

ომის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ, როკმა განაახლა სამსახიობო კარიერა და ითამაშა ავსტრიულ ფილმებში Fregola (1948) და The Danube Child (1950, პირველი ავსტრიული ფერადი ფილმი), ორივე წარმოებული Wien-Film Rosenhügel– ის მიერ, რომელიც 1955 წლამდე ოფიციალურად საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. 1951 წლიდან თამაშობდა მეუღლის მიერ გადაღებულ გერმანულ ფილმებში.  ("ჩარდაშის დედოფალი", 1951 და ა.შ.). 1958 წელს იგი დაბრუნდა სცენაზე. 1986 წლამდე თამაშობდა და მღეროდა ოპერეტებში ვენაში, მიუნხენში, ჰამბურგში და დასავლეთ ბერლინში. იგი იყო ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი ოპერეტის მომღერალი.

მარიკა როკი გარდაიცვალა 2004 წლის 16 მაისს  გულის შეტევით 90 წლის ასაკში, ბადენში, ვენის მახლობლად. დაკრძალულია ადგილობრივ სასაფლაოზე.

პრემიები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Greulich A. Hitlers nützliche Idole. München, 2007, S.115
  2. Marika Rökk: War die Schauspielerin eine Spionin der Sowjetunion?[მკვდარი ბმული] (გერმ.), FOCUS Online. მიმართვის თარიღი 5 სექტემბერი 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარიკა_როკი“-დან