მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება

სრულიად მართლმადიდებელთა დიდი და წმინდა კრება[1][2][3] (ბერძ. Η αγία και μεγάλη σύνοδος της ορθοδόξου Εκκλησίας) — მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა კრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა აღიარებული ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია. 2014 წლის 6-9 მარტს, კონსტანტინოპოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შეკრებილმა ადგილობრივი ეკლესიის მეთაურებმა და წარმომადგენლებმა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად დაგეგმილია „მსოფლიო კრების მოწვევა 2016 წელს თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა“[4]. 2016 წლის იანვარში შამბეზიში გამართულმა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრამ დაადგინა, რომ მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმათება 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე[5].

მართლმადიდებელი ეკლესია ამჟამად აღიარებს შვიდ საეკლესიო კრებას, რომელთაგანაც უკანასკნელი გაიმართა 787 წელს (ნიკეის მეორე საეკლესიო კრება[შენიშვნა 1]). დაგეგმილი კრება დე-იურე არაა გამოცხადებული მსოფლიო კრებად[6], მაგრამ დე-ფაქტო, მონაწილეთა შემადგენლობის გამო პრაქტიკულად მსოფლიო კრებაა.

კრების მომზადების ისტორია

რედაქტირება

მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის იდეა წამოაყენა კონსტანტინოპოლის პატრიარქატმა 1860-იან წლებში ბერძნულ-ბულგარული სქიზმის პერიოდში, მაგრამ უარყო რუსეთის მთავრობამ. 1923 წელს კონსტანტინოპოლში გაიმართა სრულიად მართლმადიდებლური კონგრესი, რომელიც არ აღიარეს მსოფლიო კრებად, რადგან მასში არ მონაწილეობდა იმ პერიოდში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიების თითქმის ნახევარი. პატრიარქმა კონსტანტინე VII-მ წამოაყენა წინადადება 1925 წელს იერუსალიმში მსოფლიო კრების მოწვევის შესახებ, მაგრამ იდეას მხარი არ დაუჭირეს სხვა ადგილობრივმა ეკლესიებმა.

1930 წლის ივნისში ვატოპედის მონასტერში შედგა მართლმადიდებელი ეკლესიების მოსამზადებელი კომისია, რომელიც მოწვეული იყო რუსეთის ეკლესიის მიერ, მაგრამ 1932 წლისათვის დაგეგმილი წინასწარი შეხვედრა არ შედგა. პრაქტიკულად მსოფლიო კრებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები შესვენებებით გაგრძელდა 1961 წლამდე, როდესაც გაიმართა როდოსის პირველი მართლმადიდებლური თათბირი. ამის შემდეგ მსოფლიო კრების მოსწავევად გაიმართა ოთხი მართლმადიდებლური თათბირი (შამბეზი, 1976; 1982; 1986; 2009[7]) და ექვსი მოსამზადებელი კომისია (ჟენევა, 1971; შამბეზი, 1986; 1990; 1993; 1999 და 2009).

2008 წლის ოქტომბერში სტამბოლში გაიმართა ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც შეთანხმდნენ აღდგენილიყო თანამშრომლობა მსოფლიო კრების მოწვევის შესახებ. 2010 წლის მაისში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე I-მა რუსეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ „საჭიროა დაჩქარდეს მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრების მოწვევა“[8].

2014 წლის მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირი

რედაქტირება

2014 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე I-მა, როგორც პირველმა მართლმადიდებლურ იერარქიაში, მოიწვია ეკლესიათა წარმომადგენლები, რათა განეხილათ მსოფლიო კრების მოსამზადებელი კომისიის მუშაობა. 2014 წლის 6-9 მარტს კონსტანტინოპოლში შეიკრიბა 13 ეკლესიის: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ელადის, ალბანეთისა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

თათბირის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება შექმნილიყო ეკლესიათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევიდოდა ერთი ეპისკოპოსი და ერთი მრჩეველი ყველა ავტოკეფალური ეკლესიიდან. კომისიის მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის აღდგომამდე. კომისის დანიშნულება იქნებოდა საჭიროების შემთხვევაში გადაეხედა და ემუშავა გარკვეულ დოკუმენტებზე.

გარდა ამისა, კომისიას უნდა განეხილა ორი საკითხი: „ავტოკეფალია მართლმადიდებლურ ეკლესიაში და მისი გამოცხადების წესი“ და „დიპტიქი“. კონსესუსის შემთხვევაში ეს საკითხები განიხილებოდა ჯერ მოსამზადებელ ეტაპზე, ხოლო შემდეგ საეკლესიო კრებაზე.

თათბირის ბოლოს მიიღეს ეპისტოლე[9], რომელსაც ხელი მოაწერეს კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპრისის, ელადის, ალბანეთისა და პოლონეთის ეკლესიების მეთაურებმა.

შემოთავაზებული საკითხები

რედაქტირება

ეკლესიათა წარმომადგენლებმა მომავალ მსოფლიო კრებაზე განსახილველად წამოაყენეს რამდენიმე საკითხი:

  1. მართლმადიდებლური დიასპორა. საზღვარგარეთ მდებარე მართლმადიდებლური გაერთიანებების იურისდიქციის განსაზღვრა.
  2. ეკლესიის ავტოკეფალიის სტატუსის აღიარების პროცედურა.
  3. ეკლესიის ავტონომიის სტატუსის აღიარების პროცედურა.
  4. დიპტიქი. მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების წესები
  5. ერთიანი სადღესასწაულო კალენდრის შემოღება.
  6. ქორწინების საიდუმლოს წესები და დაბრკოლებები.
  7. მარხვის საკითხები თანამედროვე მსოფლიოში
  8. კავშირი სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან.
  9. ეკუმენური მოძრაობა.
  10. მართლმადიდებლობის წვლილი მშვიდობის, ძმობისა და თავისუფლების განმტკიცების საქმეში.

2016 წლის შეხვედრა

რედაქტირება

2016 წლის 21-28 იანვარს შვეიცარიაში, შამბეზიში, გაიმართა მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა, რომელზეც წმინდა და დიდი კრების ჩატარების ადგილად განისაზღვრა კუნძული კრეტა, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სამთავარეპისკოპოსო დიოცეზია. კრება ჩატარდება 16-27 ივნისს. მასზე ადრე შეთანხმებული ათი საკითხიდან წარდგენილი იქნება შემდეგი საკითხები:

  1. მართლმადიდებლური დიასპორა,
  2. ადგილობრივი ეკლესიის ავტონომიის ცნობისა და მინიჭების საკითხი,
  3. მარხვა და მისი მნიშვნელობა დღეს,
  4. მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართება მსოფლიოსთან და სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან და კონფესიებთან
  5. მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში.

განსახილველ საკითხთაგან ამოღებულია დიპტიქის, კალენდარის, ავტოკეფალიის მინიჭების და პრობლემატური (შერეული) ქორწინების საკითხები[5].

მსოფლიო კრების ფორმატი

რედაქტირება

ყველა ადგილობრივი ეკლესიიდან მსოფლიო კრებაზე წარდგენილი იქნება 24 იერარქი[10] და ყველა გადაწყვეტილებას მიიღებენ საყოველთაო კონსესუსის საფუძველზე[11]. ყველა ეკლესიას ექნება ერთი ხმა[12].

მსოფლიო საეკლესიო კრების თავმჯდომარე იქნება კონსტანტინოპოლის პატრიარქი „პირველი თანასწორთა შორის“ ბართლომე I, თუმცა იგი სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებთან ერთად დაჯდება[13].

მოწვეული მართლმადიდებელი ეკლესიები

რედაქტირება

ეკლესიები რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა

რედაქტირება

ეკლესიები რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა

რედაქტირება

წმინდა და დიდ კრებაზე მიღებული დოკუმენტები

რედაქტირება

შენიშვნა

რედაქტირება
  1. გარდა ამისა, ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს საეკლესიო კრებად აღიარებს კონსტანტინოპოლის IV-ს (879—880), ასევე ზოგჯერ კონსტანტინოპოლის V-ს (1341—1351)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Message of the Primates of the Orthodox Churches См. п. 6-й «The Holy and Great Synod of the Orthodox Church will be convened by the Ecumenical Patriarch in Constantinople in 2016».
  2. В день Торжества Православия Предстоятели Поместных Православных Церквей совершили Литургию в кафедральном Георгиевском соборе на Фанаре Патриархия. Ru
  3. ეკლესიათა მეთაურების დიდი და წმინდა კრების წინა შეხვედრა ჟენევაში - პატრიარქი შვეიცარიაში გაემგზავრა
  4. Synaxis of the Primates of the Orthodox Churches (Phanar, March 6-9, 2014) Message
  5. 5.0 5.1 მსოფლიო საეკლესიო კრება კუნძულ კრეტაზე ჩატარდება
  6. В. Р. Легойда: Называть предстоящий Всеправославный собор Вселенским некорректно
  7. Возобновляется практика Всеправославных совещаний по подготовке к Вселенскому собору NEWSru, 26 мая 2009.
  8. Главы Русской и Константинопольской Церквей обсудили подготовку к созыву Всеправославного собора NEWSru, 31 мая 2010.
  9. Послание Предстоятелей Православных Церквей (6-9 марта 2014 года, Фанар)
  10. СВЯТЕЙШИЙ ПАТРИАРХ КИРИЛЛ: ПРЕДСТОЯЩИЙ ВСЕПРАВОСЛАВНЫЙ СОБОР – СОБЫТИЕ ИСТОРИЧЕСКОЙ ВАЖНОСТИ
  11. მომავალი მსოფლიო საეკლესიო კრებისათვის მზადების ისტორია
  12. პირველიერარქები შეთანხმდნენ - 12 საუკუნის შემდეგ დიდი და წმინდა კრება შედგება
  13. Иерархи договорились о проведении в Стамбуле первого в истории Всеправославного собора