მარგერიტ დიურასი (Marguerite Duras), ნამდვილი სახელი მარგერიტ დონადიე (Marguerite Donnadieu) დ. 4 აპრილი, 1914, ინდოჩინეთი — გ. 3 მარტი, 1996, პარიზი) — ფრანგი მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი.

მარგერიტ დიურასი
ფრანგ. Marguerite Duras
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1914(1914-04-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი Gia Định[16] [17]
გარდაცვალების თარიღი 3 მარტი, 1996(1996-03-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზის VI რაიონი[16] [18]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო[19]
ფსევდონიმი Marguerite Duras
საქმიანობა მწერალი[15] , კინორეჟისორი[20] , სცენარისტი[21] , რომანისტი[21] , დრამატურგი[21] [15] , ავტობიოგრაფი, ჟურნალისტი, ქალთა უფლებების დამცველი, ფილოსოფოსი და რეჟისორი[22]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთი
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი და Q3578527?
Magnum opus საყვარელი, Moderato Cantabile, The Sea Wall, The Ravishing of Lol Stein, Le Vice-Consul, India Song, La Douleur და The North China Lover
ჯილდოები გონკურის პრემია, Grand prix du théâtre და ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის[23]
მეუღლე დიონის მასკოლო და რობერ ანტელმი
შვილ(ებ)ი ჟან მასკოლო
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარგერიტ დიურასი პარიზში 1927 წელს ჩადის და უნივერსიტეტში იურისპრუდენციასა და მათემატიკას სწავლობს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იგი წინააღმდეგობის მოძრაობაში შედის და აქვეყნებს თავის პირველ წიგნებს. ომის შემდეგ მარგარეტი კომუნისტური პარტიის წევრი ხდება, მაგრამ 1995 წელს პარტიიდან გარიცხავენ. მოგვიანებით იგი იწყებს ალჟირის ომის წინააღმდეგ გამოსვლებს. პარალელურად აქვეყნებს თავის პირველ პიესებს. 1959 წლიდან კი სცენარების წერას იწყებს.

შემოქმედება

რედაქტირება

ინდოჩინეთში დაბადებული და გაზრდილი მარგერიტ დიურასის პირველი რომანები (წინდაუხედავნი, 1943; მშვიდი ცხოვრება, 1944) პროვინციულ გარემოსა და ოჯახურ ვნებებზე კონცენტრირებული ყურადღებით მორიაკისეულ სამყაროს უახლოვდება. ჯერ კიდევ ტრადიციული ფორმის ქვეშ ჩნდება დიურასის მთელი შემდგომი შემოქმედებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თემები: მოწყენილობა, დედა-შვილის დაძაბული ურთიერთობა. 1950 წელს გამოსულ რომანში კაშხალი წყნარი ოკეანის წინააღმდეგ უკვე იჩენს თავს ავტობიოგრაფიული ელემენტები და პირველად ჩნდება კოლონიალური ინდოჩინეთის ატმოსფერო. 1953-1958 წლები ფორმალური განვითარებისა და სიმბოლური მნიშვნელობის ზრდის ხანაა, ძირითად თემას კი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა წარმოადგენს (მეზღვაური გიბრალტარიდან, 1952; ტარკვინიის პატარა ცხენები, 1953).

ფორმალური გარდატეხა ხდება 1955 წელს დაწერილ მცირე ზომის რომანში სკვერი, სადაც მოცემულია ახალგაზრდა მოსამსახურე გოგოსა და მოგზაურ კომერსანტს შორის საუბარი. ერთდროულად ცერემონიალური და ბანალური დიალოგის მიღმა ერთმანეთს უპირისპირდება ორი განსხვავებული მსოფლმხედველობა. რაც მთავარია, ამ მოთხრობაში ყალიბდება ის სამწერლობო ტექნიკა, რომელიც დამახასიათებელი გახდება დიურასის შემდგომი ნაწარმოებებისთვის: ინტრიგის უკიდურესი შემჭიდროება და დიალოგიზირებული ფორმა. ამ პერიოდს უკავშირდება დიურასის პირველი ყველაზე დიდი წარმატება, რომანი Moderato cantabile, რომელიც 1960 წელს პიტერ ბრუკის მიერ ფილმად იქნა გადაღებული (მთ როლებში ჟანა მორო და ჟან-პოლ ბელმონდო).

1968 წლის მაისის მოვლენების შემდეგ მარგარეტ დიურასის შემოქმედება უფრო პოლიტიკურ და სოციალურ ხასიათს იღებს და კინოსცენარებსა და რეჟისორობაზე ორიენტირდება (დაანგრიეთ – ამბობს ის, 1969; სატვირთო მანქანა, 1977). 1980 წლიდან მწერალი ისევ ავტობიოგრაფიულ რომანებს უბრუნდება (საყვარელი, 1984; ტკივილი, 1985; სასიკვდილო დაავადება, 1982; ცისფერი თვალები, შავი თმა, 1986) და გონკურის პრემიასაც იღებს რომანისთვის საყვარელი, რომელიც ჟან-ჟაკ ანოს მიერ იქნა გადაღებული 1992 წელს.

დიურასი და ახალი რომანი

რედაქტირება

ხშირად მარგერიტ დიურასს 50-იან წლებში საფრანგეთში ჩამოყალიბებულ ლიტერატურულ მიმდინარეობას, ახალ რომანს აკუთვნებენ, რასაც თავად მწერალი კატეგორიულად უარყოფს. დიურასი ახალ რომანს დოქტრინაზე დაფუძნებულობასა და ინტელექტუალიზმში გადავარდნას უსაყვედურებს. დიურასი კატეგორიულ უარს ამბობს ჯგუფის მიერ ორგანიზებულ კოლოქვიუმებში მონაწილეობაზე.

მარგერიტ დიურასის პრემია

რედაქტირება

მარგერიტ დიურასის პრემია 2001 წელს წელს დაარსდა დიურასის ასოციაციის მიერ. პრემია გადაეცემა მაისის თვეში საუკეთესო წიგნს, თეატრალურ პიესას ან კინემატოგრაფიულ ნაწარმოებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან ლიტერატურის, თეატრისა და კინოს წარმომადგენლები.

რომანები

რედაქტირება
  • წინდაუხედავნი, 1943
  • წყნარი ცხოვრება, 1944
  • კაშხალი წყნარი ოკეანის წინააღმდეგ, 1950
  • მეზღვაური გიბრალტარიდან, 1952
  • ტარკვინიის პატარა ცხენები, 1953
  • სკვერი, 1955
  • Moderato cantabile, 1958
  • ზაფხულის საღამოს თერთმეტის ნახევარი, 1960
  • ლოლ ვ. სტეინის გატაცება, 1964
  • ვიცე კონსული, 1966
  • ინგლისელი საყვარელი, 1967
  • დაანგრიეთ - ამბობს ის, 1969
  • სასიკვდილო დაავადება, 1982
  • საყვარელი, 1984
  • ტკივილი, 1985
  • ცისფერი თვალები, შავი თმები, 1986
  • ზაფხულის წვიმა, 1990
  • საყვარელი ჩრდილოეთ ჩინეთიდან, 1991
  • იან ანდრეა სტეინერი, 1992
  • წერა, 1993
  • გარე სამყარო, 1993
  • სენ-ე-უაზის ხიდები, 1960
  • ცხოველი და ჯუნგლი, 1962
  • ვერა ბაქსტერი, 1983
  • ჰიროსიმა ჩემი სიყვარული, 1959
  • ასეთი ხანგრძლივი არყოფნა, 1961
  • ინდია სონგი, 1975
  • სატვირთო მანქანა, 1977

ასოციაციები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Nationalencyklopedin — 1999.
  6. 6.0 6.1 filmportal.de — 2005.
  7. 7.0 7.1 FemBio database
  8. 8.0 8.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 GeneaStar
  11. 11.0 11.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  12. 12.0 12.1 AlKindi
  13. 13.0 13.1 Babelio — 2007.
  14. 14.0 14.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 The Fine Art Archive — 2003.
  16. 16.0 16.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118528254 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  17. საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა — 1537.
  18. Fichier des personnes décédées
  19. https://www.landrucimetieres.fr/spip/spip.php?article861
  20. https://seventh-row.com/a-history-of-women-directors-at-the-cannes-film-festival/
  21. 21.0 21.1 21.2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 320.
  22. www.acmi.net.au
  23. https://www.kunstkultur.bka.gv.at/staatspreis-fur-europaische-literatur