მარგარიტა ლუიზა ორლეანელი

მარგარიტა ლუიზა ორლეანელი (ფრანგ. Marguerite Louise d'Orléans; დ. 28 ივლისი, 1645, ბლუა, საფრანგეთი – გ. 17 სექტემბერი, 1721, პარიზი, საფრანგეთი) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონისა და მისი მეორე ცოლის, ჰერცოგინია მარგარიტა ლოთარინგიელის პირველი შვილი. ტოსკანის დიდი ჰერცოგინია 1670-1721 წლებში როგორც კოზიმო III მედიჩის მეუღლე.

მარგარიტა ლუიზა ორლეანელი
Marguerite Louise d'Orléans
ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 23 მაისი, 1670
მმართ. დასასრული: 17 სექტემბერი, 1721
წინამორბედი: ვიტორია დელა როვერე
მემკვიდრე: ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლაუენბურგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 ივლისი, 1645
დაბ. ადგილი: ბლუა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 17 სექტემბერი, 1721, (76 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: კოზიმო III, ტოსკანის დიდი ჰერცოგი
შვილები: 1. ფერდინანდო, ტოსკანის პრინცი
2. ანა მარია, პფალცის კურფიურსტი
3. ჯან გასტონი, ტოსკანის დიდი ჰერცოგი
დინასტია: ბურბონები
მამა: გასტონი, ორლეანის ჰერცოგი
დედა: მარგარიტა ლოთარინგიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მისი თავისუფალი და ურჩი ბუნებიდან გამომდინარე მისი ურთიერთობა ქმართან და მისი ოჯახის წევრებთან ხშირად კონფლიქტური და მწვავე იყო, რის გამოც მარგარიტა ლუიზამ თავის ბიძაშვილ ლუი XIV-ს მიმართა შუამდგომლობისთვის. მიუხედავად ამისა, მათი ხანგრძლივი ქორწინებიდან სამი ბავშვი გაჩნდა: ტოსკანის დიდი პრინცი ფერდინანდო, პფალცის კურფიურსტი ანა მარია ლუიზა და ტოსკანის დიდი ჰერცოგი ჯან გასტონი.

1675 წლის ივლისში, ხუთი წლის შემდეგ რაც მისი ქმარი ტოსკანის ტახტზე ავიდა და ოთხი წლის შემდეგ რაც მათი ქალიშვილი ანა მარია ლუიზა დაიბადა, მარგარიტა ლუიზა ქმარს განშორდა და პარიზში დასახლდა, თუმცაღა ქორწინება არ გაუქმებულა. იგი პარიზის გარეუბანში დასახლდა და სამეფო კარზე იშვიათად ჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები მას პატივს არ სცემდნენ, მან დაამტკიცა რომ ჭეშმარიტი ფრანგი იყო და ტოსკანაშიც მხოლოდ ფრანგულ ინტერესებს ატარებდა.

მოგვიანებით იგი ძალიან ტრადიციული და ღვთისმოსავი გახდა, რამაც იგი პარიზის გარეუბანში მდებარე მონასტერში მიიყყვანა, რომელიც მის მეორე სახლად იქცა. მან სიცოცხლის ბოლო წლები ლოცვასა და თავისი ვაჟის, ფერდინანდოს გლოვაში გაატარა, რომელიც მისი ერთადერთი საყვარელი ადამიანი იყო. მისი მემკვიდრეობიდან გამომდინარე, იგი ფინანსურად საკმაოდ დამოუკიდებელი იყო, რის გამოც პარიზის გარეუბანში მან პატარა სასახლე შეიძინა, საიდანაც საქველმოქმედო საქმიანობას მიჰყო ხელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები: 1645-1661

რედაქტირება

მარგარიტა ლუიზა დაიბადა 1645 წლის 28 ივლისს ბლუას სასახლეში, საფრანგეთში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონისა და მისი მეორე ცოლის, მარგარიტა ლოთარინგიელის პირველი შვილი. მის შემდეგ მისმა მშობლებმა კიდევ ხუთი ბავშვი გააჩინეს, რომელთაგან მხოლოდ ორი გადარჩა — ელიზაბეტ მარგარიტა, გიზის ჰერცოგინია და ფრანსუაზ მადლენა, სავოიის ჰერცოგინია. გარდა ამისა მამამისს პირველი ცოლისაგან ერთი ქალიშვილი ჰყავდა, ეს იყო მონტესპიერის ჰერცოგინია ანა მარი ლუიზა ორლეანელი, რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ნახევარ-დებთან.

მარგარიტა ლუიზამ მბრწყინვალე განათლება მიიღო ბლუაში, თუმცა მისი დაბადებიდან რამდენიმე წელიწადში მამამისი ქვეყნიდან გააძევეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის. ამის შემდეგ მან დებთან ერთად დატოვა ბლუა და სამეფო კარზე გადავიდა. მას განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა ჰქონდა ანა მარი ლუიზასთან, რომელთან ერთადაც გამუდმებით დადიოდა თეატრში და სამეფო დარბაზებშიც ყოველთვის მასთან ერთად ჩნდებოდა. როგორც კი დები წამოიზარდნენ, ლუი XIV-მ მათი სარფიანად გათხოვება მოისურვა. თავიდან ანა მარი ლუიზას გათხოვება სურდა, თუმცა იგი ყველას ცივი უარით ისტუმრებდა, რის გამოც საბოლოოდ გასათხოვარი დარჩა. 1663 წელს მისი უმცროსი და ფრანსუაზ მადლენი სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე II-ს შერთეს ცოლად, რის შემდეგაც მარგარიტა ლუიზას გათხოვების დრო დადგა. ჯერ კიდევ 1658 წელს ტოსკანის დიდმა პრინცმა კოზიმო მედიჩიმ ანა მარი ლუიზას ხელი ითხოვა, რაზეც მან უარი მიიღო, თუმცა ამჯერად ტოსკანასთან ალიანსის შესაქმნელად კოზიმოსა და მარგარიტა ლუიზას დაქორწინებაზე დაფიქრდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მარგარიტა ლუიზას თავიდან გაუხარდა როცა გაიგო, რომ კოზიმოზე უპირებდნენ გათხოვებას, მას შემდეგ რაც უთხრეს, რომ იგი მანამდე მის ნახევარ-დას სთხოვდა ხელს, მას კოზიმოზე გული აუცრუვდა. იგი საკმაოდ არაფორმალურად და უხეშადაც კი ექცეოდა კოზიმოსა და მის ნათესავებს. 1661 წლის 16 აპრილს მარგარიტა ლუიზა და კოზიმო დაქორწინდნენ, თუმცა მისი დამოკიდებულება ქმრისადმი არ შეცვლილა, რამაც ლუი XIV-ისა და მისი მრჩევლების გაღიზიანება გამოიწვია. მარგარიტა ლუიზა სრულიად ღიად აცხადებდა, რომ მას ლოთარინგიის ჰერცოგ კარლ V-ზე სურდა დაქორწინება, რომელიც მალევე მისი საყვარელიც გახდა. როდესაც იგი უცხოელი დიპლომატებისაგან საქორწილო მილოცვებს იღებდა, ცდილობდა ამისათვის თავი აერიდებინა და ნადრიობაზე გადაჰქონდა საუბარი.

ცხოვრება ტოსკანაში: 1661-1670

რედაქტირება

ტოსკანის დიდი პრინცესა

რედაქტირება

თხოვნა ლუი XIV-თან

რედაქტირება

ტოსკანის დიდი ჰერცოგინია: 1670-1721

რედაქტირება

საფრანგეთში დაბრუნება

რედაქტირება

მონტმარტი

რედაქტირება

სენტ-მანდე

რედაქტირება
პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა მეუღლე ტიტული
  ფერდინანდო 9 აგვისტო, 1663,

ფლორენცია, ტოსკანა

31 ოქტომბერი, 1713,

ფლორენცია, ტოსკანა,

(50 წლის)

ვიოლანტე ბეატრის ბავარიელი ტოსკანის პრინცი
  ანა მარია ლუიზა 11 აგვისტო, 1667,

ფლორენცია, ტოსკანა

18 თებერვალი, 1743,

ფლორენცია, ტოსკანა,

(75 წლის)

იოჰან ვილჰელმ პფალცელი კურპფალცის კურფიურსტი
  ჯან გასტონი 24 მაისი, 1671,

ფლორენცია, ტოსკანა

9 ივლისი, 1737,

ფლორენცია, ტოსკანა,

(66 წლის)

ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლუნებურგელი ტოსკანის დიდი ჰერცოგი

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Acton, Harold (1980). The Last Medici. Macmillan. ISBN 0-333-29315-0
  • Hibbert, Christopher (1979). The Rise and Fall of the House of Medici. Penguin. ISBN 978-0-14-005090-5.
  • Oresko, Robert (2004). "Maria Giovanna Battista of Savoy-Nemours (1644-1724): daughter, consort, and Regent of Savoy". In Campbell Orr, Clarissa.
  • Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 16–55. ISBN 0-521-81422-7.
  • Pitts, Vincent Joseph (2000). La Grande Mademoiselle at the Court of France. The Johns Hopkins University Press. ISBN 0-8018-6466-6.
  • Strathern, Paul (2003). The Medici: Godfathers of the Renaissance. Vintage. ISBN 978-0-09-952297-3.
  • Young, G.F. (1920). The Medici: Volume II. John Murray.