ფრანჩესკო I მედიჩი
ფრანჩესკო I დე მედიჩი (იტალ. Francesco I de' Medici; დ. 25 მარტი, 1541 — გ. 19 ოქტომბერი, 1587) — მედიჩთა დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ისა და მისი ცოლის, ელეონორ ტოლედოელის უფროსი ვაჟი. ტოსკანის დიდი ჰერცოგი 1574-1587 წლებში. საფრანგეთის დედოფალ მარია მედიჩის მამა.
ფრანჩესკო I მედიჩი | |
---|---|
ტოსკანის დიდი ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 21 აპრილი 1574 |
მმართ. დასასრული: | 17 ოქტომბერი 1587 |
წინამორბედი: | კოზიმო I მედიჩი |
მემკვიდრე: | ფერდინანდო I მედიჩი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 მარტი 1541 |
დაბ. ადგილი: | ფლორენცია, ტოსკანა |
გარდ. თარიღი: | 19 ოქტომბერი 1587 |
გარდ. ადგილი: | ფლორენცია, ტოსკანა |
მეუღლე: |
იოჰანა ავსტრიელი ბიანკა კაპელო |
შვილები: |
1. ელეონორა, მანტუას ჰერცოგინია 2. ანა 3. მარია, საფრანგეთის დედოფალი 4. ფილიპო 5. ანტონიო |
დინასტია: | მედიჩები |
მამა: | კოზიმო I მედიჩი |
დედა: | ელეონორ ტოლედოელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფრანჩესკო დაიბადა 1541 წლის 25 მარტს, ფლორენციაში. მამამისი იყო ტოსკანის ჰერცოგი კოზიმო I, ხოლო დედა ელეონორ ტოლედოელი. იგი მათი უფროსი ვაჟი და შესაბამისად ტახტის მემკვიდრე იყო.
ქორწინება იოჰანა ავსტრიელზე
რედაქტირება1565 წლის 18 დეკემბერს ფრანჩესკო დააქორწინეს საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ის ნაბოლარა ქალიშვილ იოჰანა ავსტრიელზე. ქორწინება საოცრად აღინიშნა, თუმცა ამის მიუხედავად ის ძალიან უიღბლო იყო. იოჰანამ ვერ შეძლო მისთვის მემკვიდრის გაჩენა, ფრანჩესკო კი ძალიან არაერთგული ქმარი იყო და იოჰანა საერთოდ არ იზიდავდა მას. ქორწინებიდან ოცდაათ წელიწადში იოჰანა მერვე მშობიარობას გადაჰყვა.
ქორწინება ბიანკა კაპელოზე
რედაქტირებაიოჰანას გარდაცვალებიდან მალევე ფრანჩესკომ ცოლად შეირთო თავისი ვენეციელი საყვარელი ბიანკა კაპელო. ბიანკამ მალე დაიწყო პოლიტიკისა და სამეფო ოჯახის არევა. იგი უხეშად ერეოდა პოლიტიკაში და ამასთან მოაკვლევინა ფრანჩესკოს ძმა პიერო მედიჩი. იგი ფლორენციაში ყოველთვის არაპოპულარული იყო. ფრანჩესკოს იმედები ვერც პირველმა ცოლმა გაუმართლა, მათ მხოლოდ ერთი უკანონოდ შობილი შვილი ჰყავდათ. 1582 წელს ფრანჩესკოს ლეგიტიმური შვილის ფილიპოს გარდაცვალების შემდეგ, ბიანკასა და ფრანჩესკოს ვაჟი დონ ანტონიო მემკვიდრედ გამოცხადდა. გარდა ამისა ფრანჩესკოს ჰყავდა გერიც, ბიანკას ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან - პელეგრინა.
ფრანჩესკო მამისა და ყველა სხვა მედიჩის მსგავსად საშინელი დესპოტი იყო. თუმცა მამამისმა იცოდა ქვეყნის მართვა, ფრანჩესკოს უვარგისი პოლიტიკის გამო კი ტოსკანა ესპანეთის ვასალი გახდა. მის დროს ტოსკანა ესპანელებმა რამდენჯერმე დაარბიეს და მძიმე ხარკის დაადეს.
მას ჰქონდა საოცრად დიდი ინტერესი წარმოებასა და მეცნიერებაში. მან ფლორენციაში დააარსა ფაიფურისა და ძვირფასი მეტალების საამქროები, თუმცა ისინი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აყვავდნენ. იგი ხელოვნების დიდი პატრონაჟი იყო, მფარველობდა მხატვრებს, ააშენა მედიჩის თეატრი და ა.შ. იგი ასევე გატაცებული იყო ქიმიითა და ალქიმიით. მას ჰქონდა საკუთარი საოცარი ლაბორატორია სადაც ცდებს ატარებდა.
ფრანჩესკო გარდაიცვალა 1587 წლის 19 ოქტომბერს მალარიისაგან, მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმა ფერდინანდო I.
შვილები
რედაქტირებაპირველ ცოლთან ჰყავდა რვა შვილი:
- ელეონორა (დ. 28 თებერვალი 1567 - გ. 9 სექტემბერი 1611), ცოლად გაჰყვა მანტუას ჰერცოგ ვინჩენცო გონძაგას;
- რომოლა (დ. 20 ნოემბერი 1568 - გ. 2 დეკემბერი 1568);
- ანა (დ. 31 დეკემბერი 1569 - გ. 19 თებერვალი 1584);
- ისაბელა (დ. 30 სექტემბერი 1571 - გ. 8 აგვისტო 1572);
- ლუკრეცია (დ. 7 ნოემბერი 1572 - გ. 14 აგვისტო 1574);
- მარია (დ. 26 აპრილი 1575 - გ. 3 ივლისი 1642), ცოლად გაჰყვა საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ს;
- ფილიპო (დ. 20 მაისი 1577 - გ. 29 მარტი 1582);
- მკვდარშობილი ვაჟი (10 აპრილი 1578);
მეორე ცოლთან ჰყავდა ერთი ვაჟი:
- ანტონიო (დ. 29 აგვისტო 1576 - გ. 2 მაისი 1621), დაქორწინდა არტემისია სტროზიზე და შეეძინა 5 შვილი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Hibbert, Christopher (1979). The Rise and Fall of the House of Medici. Penguin Books. pp. 269–281.
- Arba F, Inzitari D, Barnett HJ, Lippi D (2012) Stroke in Renaissance time: The case of Francesco I de' Medici. Cerebrovasc Dis 33(6):589–593.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://documents.medici.org/ დაარქივებული 2009-05-01 საიტზე Wayback Machine.
- http://documents.medici.org/people_details.cfm?personid=201&returnstr=orderby=Name@is_search=1@result_id=10 დაარქივებული 2019-02-02 საიტზე Wayback Machine.
- http://documents.medici.org/people_details.cfm?personid=199 დაარქივებული 2007-09-04 საიტზე Wayback Machine.
- http://documents.medici.org/people_details.cfm?personid=4800 დაარქივებული 2009-01-16 საიტზე Wayback Machine.