მარგარეტ ჩან ფუნგ ფუ-ჩუნი [1] (დაიბადა 1947 წლის 21 აგვისტო) — ჩინელი - კანადელი [2] ექიმი, რომელიც იკავებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორის თანამდებობას, დელეგირებდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას [3] 2006 წლიდან 2017 წლამდე. ჩანი ჰონგ-კონგის მთავრობაშო იკავებდა ჯანდაცვის დირექტორის თანამდებობას (1994–2003), იყო ჯანმო–ს გენერალური დირექტორის წარმომადგენელი პანდემიური გრიპის და ჯანმო–ს გენერალური დირექტორის თანაშემწე გადამდები დაავადებების საკითხებში (2003–2006). 2014 წელს Forbes-მა იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალთა შორის 30-ე ადგილზე დაასახელა. [4] 2018 წლის დასაწყისში შეუერთდა ჩინეთის ხალხთა პოლიტიკურ საკონსულტაციო კონფერენციას (CPPCC). [5]

მარგარეტ ჩანი
მარგარეტ ჩანი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მე-7 გენერალური დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ნოემბერი 2006 – 1 ივლისი 2017
წინამორბედილი ჩონ უკი
ანდერს ნორდსტრემი
მემკვიდრეტედროს ადანომ გებრეისუსი

ჰონგ-კონგის ჯანდაცვის მე-4 დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ივნისი 1994 – 20 აგვისტო 2003
წინამორბედილი შუ ჰუნგი
მემკვიდრელამ ფინგ იანი

დაბადებული22 აგვისტო 1947
ჰონგ-კონგი, ბრიტანეთის იმპერია
მეუღლედევიდ ჩანი
განათლებაNorthecote College of Education
დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტი
სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი

მარგარეტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ჰონგ-კონგში 1997 წელს H5N1 ფრინველის გრიპის ეპიდემიის და 2003 წლის SARS — მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის გავრცელების, ასევე მისი ხშირი მოგზაურობის გამო ჯანმო-ს გენერალური დირექტორის პოსტზე მუშაობის დროს. [6]

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

ჩანი დაიბადა და გაიზარდა ბრიტანეთის ჰონგ-კონგში, ამჟამად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში. მისი წინაპრები იყვნენ შუნდის რეგიონიდან (გუანდონგი).

ჩანი გახდა ჰონგ-კონგის Northecote College of Eduation საშინაო ეკონომიკის სწავლების პროფესიული ხარისხის მფლობელი. მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი საშინაო ეკონომიკაში 1973 წელს. 1977 გახდა წელს კანადის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი, ხოლო 1985 წელს სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტშიმიიღო მეცნიერების მაგისტრის წოდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის განხრით. [7] [8] [9]

1991 წელს ჩანმა დაასრულა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მენეჯმენტის განვითარების პროგრამა (PMD 61).

Ადრეული კარიერა

რედაქტირება

1978 წლის დეკემბერში ჩანი გახდა ბრიტანეთის ჰონგ-კონგის მთავრობის წევრი, დაიკავა სამედიცინო ოფიცერის თანამდებობა. 1989 წლის ნოემბერში იგი დააწინაურეს და დანიშნეს ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწედ. 1992 წლის აპრილში დაინიშნა დირექტორის მოადგილედ და 1994 წლის ივნისში დასახელდა პირველ ქალად ჰონგ კონგში, რომელიც ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის დეპარტამენტს.

ჰონგ-კონგის ჯანდაცვის დირექტორი, 1994–2003 წწ

რედაქტირება

1994 წელს იგი დაინიშნა ჰონგ-კონგის ჯანდაცვის მინისტრად. ცხრა წლის განმავლობაში შექმნა ახალი სერვისები, რათა თავიდან აეცილებინა დაავადების გავრცელება და ხელი შეეწყო ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესებისთვის. ჩანი ასევე ხელმძღვანელობდა ახალ ინიციატივებს ინფექციურ დაავადებებზე მეთვალყურეობისა და რეაგირების გასაუმჯობესებლად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალების ტრენინგების და ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე უფრო დიდი თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ეფექტურად იბრძოდა ფრინველის გრიპის და მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებების წინააღმდეგ.

2003 წელს მან დაიწყო მუშაობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გარემოს დაცვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. 2005 წლის ივნისში იგი დაინიშნა გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და რეაგირების დეპარტამენტის დირექტორად და პანდემიური გრიპის გენერალური დირექტორის წარმომადგენლად. 2005 წლის სექტემბერში გახდა გენერალური დირექტორის თანაშემწე ინფექციურ დაავადებათა კლასტერის მიმართულებით.

2006 წლის 9 ნოემბერს აირჩიეს გენერალური დირექტორის პოსტზე. მისი უფლებამოსილება 2012 წლის ივნისში ამოიწურა. 2012 წლის მაისში ჯანდაცვის მსოფლიო 65-ე ასამბლეაზე იგი აირჩიეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად მეორე ვადით, რომელიც დასრულდა 2017 წელს. [10] [11] [12] [13] . [14]

2020 წლიდან გახდა Exemplars in Global Health მთავარ მრჩეველთა საბჭოს წევრი.[15]

Აღიარება

რედაქტირება

1997 წელს ჩანს მიენიჭა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ჯილდო გაერთიანებული სამეფოს ექიმთა სამეფო კოლეჯის მიერ და ასევე დაინიშნა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცრად დედოფალ ელიზაბეტ II- ის მიერ. [16]

2014 წელს ჩანი ფორბსმა 30-ე ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა მსოფლიოში (2013 წლის 33-ე ადგილის შემდეგ). [17]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მარგარეტ ჩანი დაქორწინებულია დევიდ ჩანზე, [5] რომელიც პროფესიით ოფთალმოლოგია . [18]

  1. Complete curriculum vitae of Dr Margaret Chan. Ministry of Foreign Affairs of the People's Republic of China. People's Republic of China (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 22 November 2014
  2. Young, Ian (28 May 2013). "From Hong Kong to Canada and back: the migrants who came home from home". South China Morning Post. Retrieved 25 July 2013.
  3. Director-General: Dr Margaret Chan.
  4. The World's Most Powerful Women 2014. Forbes (28 May 2014).
  5. 5.0 5.1 "Possible WHO head is Western grad".
  6. Cheng, Maria (22 May 2017). „Health agency spends more on travel than AIDS“. Associated Press. ციტირების თარიღი: 27 June 2017.
  7. 陈冯富珍 院长-清华大学万科公共卫生与健康学院. ციტირების თარიღი: 2022-12-09
  8. CHAN, Margaret (née Fung Fu-chun). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-09. ციტირების თარიღი: 2022-12-09
  9. Curriculum vìtae – Dr Margaret FD Chan BSc, MD (Canada) MSc PH (Singapore). ციტირების თარიღი: 2022-12-09
  10. Zero bird flu=zero live chicken? Dissecting central slaughtering (in Chinese). Sing Tao Daily (6 September 2006). ციტირების თარიღი: 10 November 2006
  11. Chan wins. Lead Health department for 10 years, slaughter chicken to stop bird flu (in Chinese). Ta Kung Pao (9 November 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 10 November 2006
  12. Matthew Lee (29 July 2005). „Swine virus fears mount“. The Standard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 June 2011. ციტირების თარიღი: 9 November 2006.
  13. Margaret Chan "at the right time" (in Chinese). Asia Times Online (9 November 2006).
  14. Bird flu expert to lead WHO. BBC (6 November 2006).
  15. Senior Advisory Board Exemplars in Global Health.
  16. Margaret Chan Professional Experience. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-24. ციტირების თარიღი: 2023-12-11.
  17. The World's 100 Most Powerful Women. Forbes. ციტირების თარიღი: 24 June 2014
  18. Mary Ann Benitez (8 August 2006). „Husband goes too, says Margaret Chan“. South China Morning Post. ციტირების თარიღი: 18 May 2017.