მაოკე
მაოკე ან თოვლიანი მთები (ინდონ. Pegunungan Maoke) — ქედი კუნძულ ახალი გვინეის დასავლეთ ნაწილში, ინდონეზიასა და პაპუა-ახალ გვინეაში. სიგრძე 692 კმ, სიგანე 150 კმ-მდე. სიმაღლე 4000-4500 მ. მაქსიმალური სიმაღლე 4884 მ (მწვერვალი ჯაია). გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ქედების ღერძული ზონა უმთავრესად აგებულია გნაისებითა და გრანიტებით, პერიფერიული — ქვიშაქვებით, კირქვებითა და ფიქლებით. მაოკეს ქედის დასავლეთ ნაწილს შეადგენს სუდირმანის ქედი, ხოლო აღმოსავლეთს — ჯაიავიჯაიის ქედი.[1] 700 მ სიმაღლემდე შემოსილია ეკვატორული ტყით, მაღლა — მუხის, წაბლის, არაუკარიისა და ევკალიპტის ტყეებია, 4400 მეტრის ზევით თოვლ-ყინულიანი მწვერვალებია.[2]
მაოკე | |
---|---|
კოორდინატები: 4°00′ ს. გ. 138°00′ ა. გ. / 4.000° ს. გ. 138.000° ა. გ. | |
ქვეყანა | ინდონეზია პაპუა-ახალი გვინეა |
უმაღლესი წერტილი | ჯაია |
სიმაღლე | 4884 მ |
სიგრძე | 692 კმ |
სიგანე | 150 კმ |