სუდირმანის ქედი
სუდირმანის ქედი ან ნასაუს ქედი (ინდონ. Barisan Sudirman) — ქედი ინდონეზიაში, პაპუის პროვინციაში. წარმოადგენს მაოკეს მთების დასავლეთ ნაწილს. სიგრძე 320 კმ.[1] აქ მდებარეობს ოკეანეთის უმაღლეს მწვერვალი ჯაია (4884 მ). სხვა მწვერვალებიდან აღსანიშნავია: სუმანტრი (4870 მ), ნგა-პულუ (4863 მ), აღმოსავლეთი კარსტენსი (4820 მ), პუნჩაკ-ტრიკორა (4750 მ), ნგა-პილიმსიტი (4717 მ). არის 3 მყინვარი, მათ შორის: კარსტენსის მყინვარი, აღმოსავლეთი ნორთუოლის ფირნი და დასავლეთი ნორთუოლის ფირნი. აქვე მდებარეობს გრასბერგის კარიერი, სადაც ოქროს მოიპოვებენ.[2] სახელი ეწოდა ინდონეზიელი სამხედრო მოღვაწის — სუდირმანის პატივსაცემად.
სუდირმანის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 4°04′44″ ს. გ. 137°09′30″ ა. გ. / 4.07889° ს. გ. 137.15833° ა. გ. | |
ქვეყანა | ინდონეზია |
უმაღლესი წერტილი | ჯაია |
სიმაღლე | 4884 მ |
სიგრძე | 320 კმ |