აღმოსავლეთი კარსტენსი
აღმოსავლეთი კარსტენსი (ინდონ. Carstensz Timur) — მწვერვალი კუნძულ ახალ გვინეაზე, ინდონეზიაში. მდებარეობს სუდირმანის ქედზე. წარმოადგენს მწვერვალ ჯაიას სუბ-პიკს. სიმაღლე 4820 მ. ოდესღაც მთლიანად იყო დაფარული კარსტენსის მყინვარით.[1] მოქცეულია ლორენცის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. პირველად დაიპყრეს 1936 წლის 30 ნოემბერს.[2]
აღმოსავლეთი კარსტენსი | |
---|---|
კოორდინატები: 4°05′04″ ს. გ. 137°11′11″ ა. გ. / 4.08444° ს. გ. 137.18639° ა. გ. | |
ქვეყანა | ინდონეზია |
ტერიტორიული ერთეული | ცენტრალური პაპუა |
სიმაღლე | 4820 მ |
ქედი | სუდირმანის ქედი |
პირველი ასვლა | 30 ნოემბერი, 1936 |