მანუკ მანუკიანი ( სომხ. Մանուկ Մանուկյան არაბ. مانوك مانوكيان ინგლ. Manoug Manougian ; დ. 29 აპრილი, 1935, იერუსალიმი ) — ლიბანელი მეცნიერი, პროფესორი, მათემატიკის დოქტორი. ლიბანის კოსმოსური პროგრამის დამფუძნებელი. 1960-იან წლებში გაუშვა პირველი კოსმოსური რაკეტა ახლო აღმოსავლეთში .

მანუკ მანუკიანი
დაბ. თარიღი 1936 ან 1935[1]
დაბ. ადგილი იერუსალიმი
მოქალაქეობა  ლიბანი
 აშშ
ეროვნება სომხები
საქმიანობა ინჟინერი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი University of Texas System, Haigazian University და University of South Florida[2] [3]
ალმა-მატერი University of Texas at Austin[4] , University of South Florida, Haigazian University და St. George's School, Palestine
საიტი shell.cas.usf.edu/math/People/Faculty/manougian.html

1960 წლიდან 1967 წლამდე პერიოდში მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ათზე მეტი რაკეტა სახელწოდებით Cedar, რომელთა პროდუქტიულობა დროთა განმავლობაში გაიზარდა და 600 კმ სიმაღლეს ასცდა. ეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა „რაკეტების შემუშავებას და გაშვებას კოსმოსის გამოსაკვლევად და შესასწავლად“, იმ დროისთვის ძალიან პოპულარული იყო და ხშირად ტაბლოიდების პირველ გვერებზე ხვდებოდა. 1964 წელს გამოიცა მარკების სერია Cedar IV რაკეტის გამოსახულებით. [5]

ბიოგრაფია

რედაქტირება

მანუკიანი დაიბადა იერუსალიმში 1935 წლის 29 აპრილს. ტეხასის უნივერსიტეტში მიიღო ხრისხი ფიზიკასა და მათემატიკაში, შემდეგ კი დაბრუნდა ლიბანში, სადაც მისი მშობლები ემიგრაციაში იმყოფებოდნენ და შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბეირუთის აიკაზიანის აუნივერსიტეტში. [6] [7]

მანუკიანი განიხილავდა სარაკეტო კოსმიურ ტექნოლოგიას, როგორც იდეალურ მექანიზმს სტუდენტებისთვის მათემატიკის, ფიზიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შორის კავშირის შესასწავლად. თავდაპირველად ეს იყო მისი ერთადერთი მიზანი. თუმცა როდესაც მან და მისმა სტუდენტთა მცირე გუნდმა მიაღწიეს უფრო მეტ პროგრესს, მათ მთელი ქვეყნის ყურადღება მიიპყრეს. [8]

1960-იანი წლების დასაწყისში პროფესორმა მანუკ მანუკიანმა და მისმა სტუდენტებმა ლიბანში დააპროექტეს და გაუშვეს რაკეტები კოსმოსის კვლევისა და ათვისებისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ, სტუდენტები შეუერთდნენ ლიბანის კოსმოსური პროგრამის ფარგლებში მობილიზებულ მკვლევარებს, მაგრამ პროგრამა ლიბანის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მოექცა. ქვეყანაში გაჩნდა ლიბანის სარაკეტო საზოგადოება. მთავრობის დაფინანსებით, რაკეტის დიზაინი გაუმჯობესდა და გაიარა გამოცდა. მიუხედავად მისი წარმატებისა, ლიბანის სარაკეტო საზოგადოებამ 1967 წელს მოულოდნელად შეწყვიტა მუშაობა, ამბიციური სამეცნიერო პროექტი კოლექტიური მეხსიერებიდან გაქრა. [9] [10]

როგორც მანუკიანმა განაცხადა: [11]

 
„ლიბანს სთხოვეს, არ გაეგრძელებინა რაკეტების გაშვება. ზოგიერთი წყარო  დამიკავშირდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მითხრა: საფრანგეთის „მინიშნებით,“  ლიბანმა უნდა შეწყვიტოს რაკეტების გაშვება.“

მოგონებები ლიბანის სარაკეტო საზოგადოების შესახებ სწრაფად გაქრა და საარქივო მასალა დაიკარგა ქვეყანაში სამოქალაქო ომის დროს. ბევრი სტუდენტი წავიდა სამუშაოდ საზღვარგარეთ. მხოლოდ რეჟისორების ჯოანა ჰაჯითომასა და ხალილ ჯორეიჯის დოკუმენტური ფილმის „ ლიბანის სარაკეტო საზოგადოება“ გამოსვლის შემდეგ ისევ გაჩნდა ინტერესი მანუკიანის პროექტის მიმართ.

რაკეტები Cedar

რედაქტირება

რაკეტების გაშვებამ ასობით მაყურებელი მიიზიდა ხმელთაშუა ზღვის მიდამოებში, დბაიეში, ბეირუთის ჩრდილოეთით, ხოლო აიკაზიანი ცნობილი გახდა, როგორც სარაკეტო კოლეჯი. 1963 წლის 21 ნოემბერს მოხდა რაკეტა Kedr IV-ის გაშვება. მან მიაღწია 90 მილის (145 კმ) სიმაღლეს, დედამიწის დაბალ ორბიტაზე თანამგზავრებთან ახლოს. გაშვების დღეს მივიდა 15000 ადამიანი, გენერლები და თავად პრეზიდენტი. [12]

  1. Catalog of the German National Library
  2. https://www.usf.edu/arts-sciences/departments/mathematics-statistics/documents/faculty/manougian_cv.pdf
  3. https://www.usf.edu/provost/faculty-success/professional-development/awardees-emeritus.aspx
  4. Mathematics Genealogy Project — 1997.
  5. The Lebanese Rocket Society (Print Volume) (2005-06-28). ციტირების თარიღი: 2023-11-23
  6. Lebanon, the forgotten contender in the 20th century space race - KAWA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-23. ციტირების თარიღი: 2023-11-23
  7. The Politic. ციტირების თარიღი: 2023-11-23
  8. October 30, David Kiefaber; Am, 2016 5:00. Looking Back at Lebanon's Short-Lived Space Program. ციტირების თარიღი: 2023-11-23
  9. The Lebanese Rocket Society: The Strange Tale of the Lebanese Space Race. ციტირების თარიღი: 2023-11-23
  10. The Bizarre Tale of the Middle East’s First Space Program. ციტირების თარიღი: 2023-11-23
  11. The Lebanese Rocket Society: Lebanon's Forgotten Space Program. ციტირების თარიღი: 2023-11-23
  12. Salman, Ranim. (2019-08-27) Everything You Need To Know About The Lebanese Rocket Society. ციტირების თარიღი: 2023-11-23