მალხაზ შაშიაშვილი
მალხაზ შაშიაშვილი (დ. 2 თებერვალი, 1952, თელავი) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1999).
მალხაზ შაშიაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 თებერვალი, 1952 (72 წლის) |
დაბ. ადგილი | თელავი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მათემატიკოსი და პედაგოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
1974-1983 წლებში — ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი. 1983-1990 წლებში — ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-1996 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტოქასტური ანალიზის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1996-2006 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ალბათობის თეორიის პროფესორი. 1998-2005 წლებში — საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტი, საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი. 2005-2011 წლებში — ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2005-2012 წლებში — აბდუს სალამის მათემატიკურ მეცნიერებათა სკოლა (ASSMS), უცხოელი პროფესორი. GC უნივერსიტეტი, ლაჰორი, პაკისტანი. HEC-ის (უმაღლესი საგანმანათლებლო კომიტეტი, ისლამაბადი) მიერ მიწვეული პროფესორი. 2020 წლიდან — ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ალბათობისა და სტატისტიკის პროფესორი. მისი კვლევის ინტერესების სფეროა: სტოქასტური ანალიზი, სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა და კერძო-წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები, მათ შორისაა, სტოქასტური ვარიაციული უტოლობები, სკოროხოდის ამოცანები და არეკვლილი დიფუზიური პროცესები მრავალწახნაგა არეში, არაპარამეტრული სტატისტიკა და გრენანდერის შეფასება, ამერიკული ოფციონების ფასდადება და ჰეჯირება, პუანკარეს წონიანი შებრუნებული უტოლობები კერძო-წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების სუბ-ამონახსნებისათვის. ამჟამად დაინტერესებულია ანალიზურად უცნობი (მრავალი ცვლადის ნამდვილ-მნიშვნელობებიანი) ნახევრად-ამოზნექილი ფუნქციის გრადიენტის რიცხვითი მიახლოების მეთოდით და მისი შესაძლო გამოყენებით რეალური სამყაროს ამოცანების გადასაჭრელად. 57 პუბლიკაცის ავტორი საქართველოში, ინგლისში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ბიბლიოგრაფა
რედაქტირება- Некоторые задачи теории непараметрического оценивания функциональных характеристик закона распределения наблюдений, Тбилиси, Изд-во гос. университета, 2005, с. 248
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 53