მაკედონიის კონფლიქტი (2001)

მაკედონიის კონფლიქტი
იუგოსლავიის ომების ნაწილი
თარიღი იანვარი - ნოემბერი, 2001
მდებარეობა მაკედონია, ალბანეთის და სერბეთის (კოსოვო) საზღვარი.
შედეგი ოჰრიდის შეთანხმება: მაკედონიის ძალების გამარჯვება
მხარეები
მაკედონია ალბანელები
სეპარატისტები:
ეგა (27 სექტემბრამდე)
პმბგა (მარტი-ივნისი 2001)
აეა (2001 წლის აგვისტოდან)
მეთაურები
ბორის ტრაიკოვსკი
ლიუბკო გეორგიევსკი
ლიუბე ბოშკოსკი
ალი აჰმეტი
ფაზლი ველიუ
დანაკარგები
63 (მაკედონური წყაროები) 64 (ეგა წყაროები)
მოქალაქეთა დანაკარგები:

70 დაღუპული (60 ეთნიკურად ალბანელი, 10 ეთნიკურად მაკედონიელი)
სხვა:
ევროკავშირის 2 დამკვირვებელი[1]
1 ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს[2]

მაკედონიის კონფლიქტი — ინტენსიური ეთნიკური შეტაკებები მაკედონიასა და ალბანეთის სეპარატისტულ ჯგუფებს შორის 2001 წლის იანვარ-ნოემბერში.

2001 წელს დაიწყო კონფლიქტი სამთავრობო ძალებსა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი არმიის ალბანელ სეპარატისტებს შორის, დამოუკიდებლობის მომხრე ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში. სეპარატისტების უმეტესობას შეადგენდნენ კოსოვოს განმათავასუფლებელი არმიის ყოფილი წევრები. საერთაშორისო საზოგადოების გავლენით 2001 წლის 13 აგვისტოს დაიდო ოჰრიდის შეთანხმება, ალბანელებმა მიიღეს უფლებები, მშვიდობიანი თანაცხოვრების სანაცვლოდ.

ამგავარად, ქვეყანამ რომელმაც მოახერხა და თავიდან აიცილა საომარი მოქმედებები იუგოსლავიის დაშლის დროს, ალბანური უმცირესობის მხრიდან დადგა სეპარატიზმის საფრთხის წინაშე. სეპარატისტები მაკედონიაში მცხოვრები ალბანელების უფლებების გააფართოებას ცდილობდნენ. სეპარატისტები ითხოვდნენ ალბანელებისათვის ავტონომიის მინიჭებას ტეტოვოს თემში, სადაც მოსახლეობის 70,3 % ალბანელია (საკუთრივ ქალაქ ტეტოვოში ალბანელია მოსახლეობის 54,6 %).

ალბანელმა სეპარატისტებმა ააღორძინეს დიდი ალბანეთის ირედენტისტული იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებდა ალბანეთის, ტეტოვოს თემის, კოსოვოს, საბერძნეთის ჩრდილოეთი ტერიტორიების და თანამედროვე ჩერნოგორიის სამხრეთი ტერიტორიების გაერთიანებას.

საბოლოოდ მოხდა კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება, 2001 წლის აგვისტოში ქალაქ ოჰრიდში დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. ამავე წლის ნოემბერში კი მიიღეს მაკედონიის კონსტიტუციის 15 შესწორება, რომელიც ოჰრიდის შეთანხმების პრინციპებზე იყო დაფუძნებული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება