ოჰრიდის შეთანხმება
ოჰრიდის შეთანხმება — დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს მაკედონიის მთავრობამ და ალბანურმა პოლიტიკურმა ძალებმა 2001 წლის 13 აგვისტოს საერთაშორისო საზოგადოების ზეგავლენით. ხელშეკრულების თანახმად შეწყდა 2001 წლის კონფლიქტი.
მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ:
- მაკედონიის მხრიდან — მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია — დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის, მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული კავშირი.
- ალბანელების მხრიდან — ალბანელების დემოკრატიული პარტია და დემოკრატიული აყვავების პარტია.
- ამბოხებულების მხრიდან — ეროვნულ-გამათავისუფლებელი არმია ოფიციალურ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.
შეთანხმების ხელმომწერები
რედაქტირებახელშეკრულებას ხელი მოაწერეს:
- ბორის ტრაიკოვსკი — მაკედონიის პრეზიდენტი.
- ლიუბკო გეორგიევსკი — მაკედონიის პრემიერ-მინისტრი.
- ბრანკო ცრვენკოვსკი — მაკედონიის პრეზიდენტი, იმჟამად მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი.
- არბენ ჯაფერი — ალბანელების დემოკრატიული პარტიის ლიდერი.
- იმერ იმერი — დემოკრატიული აყვავების პარტიის ლიდერი
- ფრანსუა ლეოტარდი — ევროპის კავშირის მედიატორი.
- ჯეიმზ პედრეუ — აშშ-ის წარმომადგენელი, მედიატორი.
პრინციპები
რედაქტირება- დაუშვებელია ძალადობა პოლიტიკური მიზნებისთვის;
- დაცულია სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი;
- სახელმწიფოს დემოკრატიული კურსი;
- ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტი;
- განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობის.