ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარიამ მაია ზიადე (არაბ. مي زيادة‎) (დ. 11 თებერვალი, 1886 — გ.1941) — ლიბანელ-პალესტინელი  ქრისტიანი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, ესეისტი და ლიტერატურათმცოდნე.

მაია ზიადე
მშობლიური სახელი مي إلياس زيادة
დაბადების თარიღი 11 თებერვალი, 1886
ნაზარეთი, სირიის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 17 ოქტომბერი, 1941 (55 წლის)
კაირო, ეგვიპტის სამეფო
მოქალაქეობა ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია, ეგვიპტის სასულთნო, ეგვიპტის სამეფო
საქმიანობა მწერალი, პოეტი, მთარგმნელი
ხელმოწერა

მაია ზიადე წერდა არაბულ ენაზე გაზეთებისა და პერიოდული გამოცემებისთვის. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე ლექსი და პროზაული ნაწარმოები. ის იყო მე-20 საუკუნის დასწყისის ნაჰდას პერიოდის მთავარი ფიგურა არაბულ ლიტერატურაში. ცნობილია როგორც "აღმოსავლური ფემინიზმის პიონერი".[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

მაია ზიადეს მამა ლიბანელი მარონიტი იყო, ხოლო დედა — პალესტინელი. მამა გაზეთ Al Mahroussah-ის რედაქტორად მუშაობდა.[2]

გოგონა დაწყებით სკოლაში  ნაზარეთში დადიოდა. 14 წლის ასაკში  გაგზავნეს აინტურის   სამონასტრო სასწავლებელში. იქ სწავლის პერიოდში გაიტაცა  ფრანგულმა ლიტერატურამ და რომანტიზმმა. დადიოდა ლიბანის რომაულ კათოლიკურ სკოლებში. 1904 წელს  დაბრუნდა ნაზარეთში მშობლებთან. მისი პირველი სტატიები 16 წლის ასაკში გამოქვეყნდა.[3]

ზიადე არ იყო დაქორწინებული. იგი ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ არაბ მწერალთან, ლიბანელ-ამერიკელ პოეტთან და მწერალ ხალილ ჯუბრანთან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასოდეს შეხვედრიან,  აწარმოებდნენ წერილობით მიმოწერას  ჯიბრანის გარდაცვალებამდე (1931 წ.).[4]

1928 წლიდან 1932 წლამდე ზიადემ ბევრი პრობლემა გადაიტანა პირად ცხოვრებაში: გარდაიცვალნენ მისი მშობლები  და მეგობარიხალილ ჯუბრანი. ზიადე ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და დაბრუნდა ლიბანში, სადაც მისმა ახლობლებმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის ქონებაზე კონტროლის მოსაპოვების მიზნით. ნავალ ელ სადავი ამტკიცებს, რომ ზიადე საავადმყოფოში გაგზავნეს, რადგან  ფემინიზმის მომხრე იყო. ზიადე საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა. სამედიცინო დასკვნამ აჩვენა, რომ ის ჯანმრთელი იყო. ზიადე დაბრუნდა კაიროში, სადაც გარდაიცვალა 1941 წლის 17 ოქტომბერს.[5]

ჟურნალისტიკა და ლინგვისტიკა

რედაქტირება
 
მაია ზიადეს მამა - ელიას ზიადე

1908 წელს მაია ზიადე და მისი ოჯახი ემიგრაციაში წავიდნენ ეგვიპტეში. სანამ ოჯახი ეგვიპტეში იმყოფებოდა, მამამ დააარსა გაზეთი Al Mahroussah, რომელშიც  ზიადემ მოგვიანებით  რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა.

ზიადე დაინტერესებული იყო ენების შესწავლით. მეცადინეობდა სახლში კერძოდ, დადიოდა ფრანგულ კათოლიკურ სასწავლებელში და სწავლობდა ადგილობრივ თანამედროვე ენების უნივერსიტეტში. შედეგად, საუბრობდა არაბულ და ფრანგულ ენებზე, ასევე იცოდა ინგლისური, იტალიური, გერმანული, ესპანური, ლათინური და თანამედროვე ბერძნული. 1917 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი.[6]

არაბული ლიტერატურის მოღვაწე

რედაქტირება

მაია ზიადე კარგად იყო ცნობილი არაბულ ლიტერატურულ წრეებში. 1912 წელს დააარსა ლიტერატურული  სალონი. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ:  ტაჰა ჰუსეინი, ხალილ მუთრანი, აჰმად ლუთფი ას-საიდი, ანტუან ჯემაიელი, ვალედინ იაკანი, აბას ალ-აკადი და იაკუბ საროუფი.

ფილოსოფიური შეხედულებები

რედაქტირება

ფემინიზმი

რედაქტირება

მისი თანატოლებისგან, ზაინაბ ნაზლი ხანუმისგან (Princess Nazli Fadil) და ხუდა შაარავისგან განსხვავებით, მაია ზიადე უფრო მწერალი იყო, ვიდრე სოციალ- რეფორმატორი. თუმცა, ის ასევე ჩართული იყო ქალთა ემანსიპაციურ მოძრაობაში. ზიადე ღრმად იყო შეშფოთებული არაბი ქალის ემანსიპაციის საკითხებით; ემანსიპაციის მთავარი ამოცანა, მისი აზრით, ჯერ უბრალო უმეცრების, შემდეგ კი ანაქრონისტული ტრადიციების აღმოფხვრა იყო. ზიადე ქალებს  ადამიანური საზოგადოების ძირითად ელემენტებად თვლიდა და წერდა, რომ მონობაში მყოფი ქალი ვერ გამოკვებავდა შვილებს საკუთარი რძით, რადგან ამ რძეს მონობის სუნი ასდიოდა.[7]

1921 წელს მისი ინიციატივით მოეწყო კონფერენცია სახელწოდებით "Le but de la vie" („სიცოცხლის მიზანი“), სადაც არაბ ქალებს მოუწოდებდა მისწრაფება ჰქონოდათ თავისუფლებისა და ღია დასავლეთისკენ, ამავე დროს, არ დაევიწყებინათ თავიანთი აღმოსავლური ტრადიციები.[8][9]

რომანტიზმი

რედაქტირება

საკუთარი მოღვაწეობის რომანტიკულ პერიოდში ზიადეს შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს: ალფონს დე ლამარტინმა, ბაირონმა, შელიმ და ბოლოს ჯუბრანმა.

ნაშრომები

რედაქტირება

ზიადეს პირველი ნაწარმოებები გამოქვეყნდა გაზეთ ალ-მაჰრუსში, რომელთანაც მრავალი პროგრესული ეგვიპტელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე თანამშრომლობდა. ზიადეს პირველი გამოქვეყნებული ნაშრომი იყო „ოცნების ყვავილები“ (Fleurs de rêve, 1911; თარგმნა არაბულად 1956), რომანტიკული პოეზიის ტომი დაწერილია ფრანგულ ენაზე ფსევდონიმით Iris Copia. მან საკმაოდ ბევრი ნაწარმოები შექმნა ფრანგულად, ასევე წერდა ინგლისურ და იტალიურ ენებზე, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო არაბულად. მის ნამუშევრებს  შორისაა კრიტიკა და მემუარები, ლექსები, ესეები და რომანები.  1913 წელს გამოიცა მისი რომანი ინგლისურად "ჩრდილი კლდეზე".

ზიადემ თარგმნა რამდენიმე ევროპელი ავტორის ნაწარმოებები არაბულ ენაზე: ართურ კონან დოილი —  ინგლისურიდან, ჟორჟ სანდის „კონსუელო“— ფრანგულიდან, ფილოლოგ მაქს მიულერის ნაწარმოებები— გერმანულიდან. მის კალამს ეკუთვნის კვლევები თანამედროვე  არაბი ავტორების შესახებ.

ზიადეს ლიტერატურული მემკვიდრეობა თავმოყრილია წიგნებში „სიტყვები და ჟესტები“ (1922), „სიბნელე და სინათლის სხივები“ (1923), „მოქცევასა და ღვარცოფს შორის“ (1924).[10]

ჯილდოები

რედაქტირება

1999 წელს  ლიბანის კულტურის მინისტრმა ზიადე დაასახელა, როგორც პიროვნება, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია არაბული სამყაროს კულტურის ყოველწლიური დღესასწაული.[11]

  1. Boustani, 2003, p. 203.
  2. Peterson and Lewis, 2001, p. 220.
  3. "May Ziade: The Life of an Arab Feminist Writer".[მკვდარი ბმული] www.aljazeera.com. Retrieved 2022-12-22.
  4. Khaldi, 2008 p. 103
  5. Gibran, Khalil (1983). Blue Flame: The Love Letters of Khalil Gibran to May Ziadah. edited and translated by Suheil Bushrui and Salma Kuzbari. Harlow, England: Longman. ISBN 0-582-78078-0.
  6. "May Ziade: Temoin authentique de son epoque". Art et culture. Retrieved 2007-05-19.
  7. "Four Waves of Lebanese Feminism". E-International Relations. 7 November 2014. Retrieved 2017-02-17.
  8. Zeidan, 1995, p. 75
  9. May Ziade: The Life of an Arab Feminist Writer | Al Jazeera World, retrieved 2022-12-22
  10. "Remembering May Ziadeh: Ahead of (her) Time". middle east revised. 30 October 2014.
  11. "May Ziade's 126th Birthday". Google. 11 February 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაია_ზიადე“-დან