მათაგალონი
მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში
მათაგალონი, ოლე[1][2] — პერიოდული მდინარე სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს სოფელ ქვემო ბოდბის სამხრეთ-დასავლეთით ზღვის დონიდან 535 მ სიმაღლეზე. ერთვის იორს მარცხნიდან. სიგრძე 28,5 კმ, აუზის ფართობი 395 კმ². საზრდოობს წვიმის წყლით. მიწისქვეშა წყლით საზრდოობა მცირეა, რის გამოც მდინარე პერიოდულად შრება. გაზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,98 მ³/წმ.
მათაგალონი | |
---|---|
სხვა სახელი | ოლე |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | კახეთის მხარე |
სათავე | 41°30′11″ ჩ. გ. 45°48′50″ ა. გ. / 41.503250° ჩ. გ. 45.814000° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 535 მ |
შესართავი |
იორი 41°20′16″ ჩ. გ. 45°50′57″ ა. გ. / 41.337861° ჩ. გ. 45.849222° ა. გ. |
სიგრძე | 28,5 კმ |
აუზის ფართობი | 395 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 0,98 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 349.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 77.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 130.