მავრიკიული პალმა

პალმების გვარი

მავრიკიული პალმა,[1] მაურიცია (ლათ. Mauritia) — პალმების გვარი. აქვთ სვეტისებური ტანი (სიმაღლე 30 მ-მდე და მეტი), ბლაგვი ან ბასრი ეკლებით. ფოთლები მარაოსებრია (3 მ-მდე დიამეტრით), გრძელი (3 მ-მდე) ყუნწებით. ნაყოფი კენკრისებურია, დაფარულია მაგარი ქერცლით.[2] გვარში შედის ამერიკის ტროპიკებში გავრცელებული 2 სახეობა: M. flexuosa და M. carana.[3] უფრო მეტად ცნობილია Mauritia flexuosa (სინ. Mauritia vinifera), რომელიც ამაზონისა და ორინოკოს აუზებში, აღმოსავლეთ ანდების მთისწინეთებსა და კუნძულ ტრინიდადის დატბორილ სავანებში იზრდება. ნაყოფს ნარინჯისფეერი ზეთოვანი რბილობი აქვს, იჭმევა, გამოიყენება კაროტინოიდებით მდიდარი საჭმელი ზეთის მისაღებად. ახალგაზრდა ყვავილედებს ჭამენ როგორც ბოსტნეულს, წვენისგან კი ღვინოს ამზადებენ.[2] ღეროს სახამებლიანი გულგულისაგან მიიღება საგოს მსგავი ბურღული.[1] ფოთლებს იყენებენ გადასახურ მასალად და დაწნული ნაკეთობების დასამზადებლად; ახალგაზრდა ფოთლების ეპიდერმისისაგან იღებენ თოკებისა და გემსართავების ბოჭკოს. ხის ტანი საშენ მასალად იხმარება. აქვთ დეკორატიული დანიშნულებაც.[2]

მავრიკიული პალმა

Mauritia flexuosa
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  პალმისნაირნი
ოჯახი:  პალმები
გვარი:  მავრიკიული პალმა
ლათინური სახელი
Mauritia L.f., 1872
  1. 1.0 1.1 მავრიკიული პალმა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 345.
  2. 2.0 2.1 2.2 Татанов И. В. Маврикиева пальма // Большая российская энциклопедия. т. 18. — М., 2011. — стр. 302.
  3. Henderson, Andrew (1995). Field Guide to the Palms of the Americas. Princeton, New Jersey: Princeton University Press. ISBN 0-691-08537-4.