მაგრანეთი

სოფელი საქართველოში

მაგრანეთი[2][3]სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქარის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 30 კილომეტრით.

სოფელი
მაგრანეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ნაქალაქარი
კოორდინატები 41°56′18″ ჩ. გ. 44°59′40″ ა. გ. / 41.93833° ჩ. გ. 44.99444° ა. გ. / 41.93833; 44.99444
ცენტრის სიმაღლე 1100
მოსახლეობა 224[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მაგრანეთი — საქართველო
მაგრანეთი
მაგრანეთი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
მაგრანეთი
მაგრანეთი — თიანეთის მუნიციპალიტეტი
მაგრანეთი

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 224 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 372 195 177
2014[1]   224 118 106

ისტორიული ძეგლებიდან საყურადღებოა:

  • დარბაზული ტიპის საყდარის ეკლესია მაგრანეთისხევის ნაპირზე. დასავლეთ კედლის ერთ ქვაზე X საუკუნის ორსტრიქონიანი ასომთავრული (ნუსხურნარევი) წარწერაა. ეკლესიასთან შუა საუკუნის ქვის სამარხებია, ხოლო შორიახლოს — ნასოფლარი;
  • გეგმით სწორკუთხრა ციხე-კოშკი - მაგრანეთისხევის მარჯვენა ნაპირზე;
  • კვრიას ხატი — შუა საუკუეების პატარა ეკლესია საცხვრეგორაზე;
  • დარბაზული ტიპის, ადგილის დედის ეკლესია მაგრანეთისხევის მარჯვენა ნაპირზე.

1963-1969 წლებში სოფლის ტერიტორიაზე გათხარეს (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი) სხვადასხვა პერიოდის ძეგლები. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე თრანულის მარჯვენა ნაპირზე, ქუშანაანთ გორაზე, გათხრილია III-IV საუკუნეების სამაროვანი, რომლის უშუალოდ სამხრეთით გამოვლინდა ადრინდელი შუა საუკუნეების ნამოსახლარი. კომპლექსი შედგება მოზრდილი შენობის ნაშთისაგან. შემორჩენილია საძირკველი, რომელიც ნაგებია რიყის ქვის ერთი ან ორპირი წყობით. მათზე ამოყვანილი ყოფილა ალიზის კედლები, გადახურული ღარიანი კრამიტით. არქეოლოგიური მასალის (განსაკუთრებით სასანურ-ბიზანტური მონეტების) მიხედვით ნაგებობა VII საუკუნის II ნახევარში დანგრეულა. ნამოსახლარის სამხრეთით შემორჩენილია ძველი გზის ნაშთი. მის სამხრეთით გათხარეს (ბ. ჯორბენაძე) ადრინდელი შუა საუკუნეების სამაროვანი. გამოვლინდა V-VIII საუკუნეების 7 ორმოსამარხი და ქვის სამარხი. მათში იპოვეს ბრინჯაოსა და რკინისღეროიანი საკინძები, ბრინჯაოს მშვილდსაკინძი, ვერცხლისა და ბრინჯაოს ბეჭდები, რკინის სამაჯური და სხვა ნივთები.

ჭიჩსულების უბანში გამოვლენილია ადრინდელი შუა საუკუნეების (VI-VIII სს.) ნამოსახლარი.

საცხვრეგორის სამაროვანზე გათხრილია (ბ. ჯორბენაძე) V-VIII საუკუნეების 4 ქვის სამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის საკინძები, ბრინჯაოს საყურეები და მშვილდსაკინძი, სარდიონის საბეჭდავი და სხვა. ამავე გორის დასავლეთ ფერდობზე შესწავლილია XI-XIII საუკუნეების სამარხები, რომლებშიც იყო მინის, ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები და ბრინჯაოს 3 ბეჭედი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რამიშვილი რ.,„ერწოს ველი ანტიკურ ხანაში“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 27-28 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1971 წელი. — გვ. 57-62;
  • რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1978, № 1;
  • ჯორბენაძე ბ., ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლები ერწოს ველზე, იქვე, 1968, № 2;