ლუიჯი გალვანი
ლუიჯი გალვანი (იტალ. Luigi Galvani; დ. 9 სექტემბერი, 1737, ბოლონია — გ. 4 დეკემბერი, 1798, ბოლონია) — იტალიელი ანატომი და ფიზიოლოგი. განათლება მიიღო ბოლონიის უნივერსიტეტში. მისი პირველი გამოკვლევები ეხება შედარებითი ანატომიის საკითხებს. 1791 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ტრაქტატი ელექტრული ძალის შესახებ კუნთის მოძრაობის დროს“. 1794 წელს ექსპერიმენტულად დაადგინა ცხოველურ ქსოვილებში ელექტრული მოვლენების არსებობა, რითაც საფუძველი ჩაეყარა ელექტროფიზიოლოგიურ კვლევას. გალვანის ცდების საფუძველზე ალექსანდრო ვოლტამ შექმნა დენის ახალი წყარო — გალვანური ელემენტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 637.