ლუიზა მარია ნეაპოლელი
ლუიზა მარია ნეაპოლელი (იტალ. Luisa Maria di Napoli; დ. 27 ივლისი, 1773 — გ. 19 სექტემბერი, 1802) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის ასული. ტოსკანის დიდი ჰერცოგინია 1790-1801 წლებში როგორც ფერდინანდო III-ის მეუღლე.
ლუიზა მარია ნეაპოლელი | |
---|---|
ტოსკანის დიდი ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 15 აგვისტო, 1790 |
მმართ. დასასრული: | 21 მარტი, 1801 |
წინამორბედი: | მარია ლუისა ესპანელი |
მემკვიდრე: | მარია ლუისა ესპანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 ივლისი, 1773 |
დაბ. ადგილი: | ნეაპოლი, ნეაპოლის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 19 სექტემბერი, 1802, (29 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვენა, ავსტრიის იმპერია |
მეუღლე: | ფერდინანდო III, ტოსკანის დიდი ჰერცოგი |
შვილები: |
ლეოპოლდო II, ტოსკანის დიდი ჰერცოგი მარია ტერეზია, სარდინიის დედოფალი |
სრული სახელი: | ლუიზა მარია ამალია ტერეზა |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ფერდინანდ I, ორი სიცილიის მეფე |
დედა: | მარია კაროლინა ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალუიზა მარია დაიბადა 1773 წლის 27 ივლისს ნეაპოლში. იგი იყო ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის ასული. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ესპანეთის მეფე კარლ III და დედოფალი მარია ამალია საქსონიელი, ხოლო დედის მხრიდან საღვთო რომის იმპერატორი ფრანც I შტეფანი და ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა მარია ტერეზია ავსტრიელი იყვნენ. იგი მისი მშობლების თვრამეტ შვილთაგან იმ იღბლიან შვიდეულს მიეკუთვნება, რომელთაც გადარჩენა შეძლეს.
1790 წლის 15 აგვისტოს იგი ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფერდინანდო III-ს. საქორწინო ცერემონიალი ფლორენციის სასახლეში შედგა. ტოსკანის დიდ საჰერცოგოს ის და მისი ქმარი 1801 წლის არანხუესის ხელშეკრულების დადებამდე მართავდნენ, რის შემდეგაც ნაპოლეონმა ისინი ჩამოყარა, ტოსკანის ადგილას ეტრურიის სამეფო დააარსა და მის მმართველად პარმის ჰერცოგი დანიშნა.
დაცემის შემდეგ, წყვილი ვენაში, ფერდინანდოს სამშობლოში გადასახლდა, სადაც ლუიზა მარიას მაზლი, იმპერატორი ფრანც II მართავდა. ფრანცმა თავის ძმას კომპენსაციის სახით შემდგომში ზალსბურგის არქიეპისკოპოსობა უბოძა.
ლუიზა მარია გარდაიცვალა 1802 წლის 19 სექტემბერს ჰოფბურგის საიმპერატორო სასახლეში, ვენაში. იგი თავის მეექვსე მშობიარობას გადაჰყვა 29 წლის ასაკში. ამის შემდეგ მისმა ქმარმა დაქორწინება ჯერ ელიზა ბონაპარტეზე, შემდეგ კი მარია ლუისა ესპანელზე სცადა, თუმცა როდესაც არ გამოუვიდა მარია ფერდინანდა საქსონიელზე დაქორწინდა, თუმცა მისგან შვილები არ ჰყოლია.
შვილები
რედაქტირება- კაროლინა ფერდინანდა (1793-1802), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ფრანჩესკო ლეოპოლდო (1794-1800), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ლეოპოლდო II (1797-1870), ტოსკანის დიდი ჰერცოგი, პირველად იქორწინა მარია ანა საქსონიელზე, რომლის დაღუპვის შემდეგაც იქორწინა მარია ანტონია სიცილიელზე. ორივე ცოლთან სულ ცამეტი შვილი შეეძინა;
- მარია ლუიზა (1799-1857), დაიბადა დეფექტით, რის გამოც სასახლიდან არასდროს გამოჰყავდათ;
- მარია ტერეზა (1801-1855), ცოლად გაჰყვა სარდინიის მეფე კარლო ალბერტოს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
- მკვდარშობილი ვაჟი (1802)
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Vannucci Marcello, I Lorena, Granduchi di Toscana, Newton & Compton Editori, Roma, 2003.