ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფი

ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფი (ებრ. אליעזר לודוויג זמנהוף; პოლ. Ludwik Łazarz Zamenhof; ესპერ. Ludoviko Lazaro Zamenhof; დ. 15 დეკემბერი, 1859 — გ. 14 აპრილი, 1917) — პოლონელი ლინგვისტი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც ყველაზე წარმატებული ხელოვნური ენისესპერანტოს შემქმნელი.

ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფი
იდიშ. לײזער לוי זאַמענהאָף
დაბ. თარიღი 15 დეკემბერი, 1859(1859-12-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი ბელოსტოკი, Grodno Governorate, რუსეთის იმპერია[11]
გარდ. თარიღი 14 აპრილი, 1917(1917-04-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (57 წლის)
გარდ. ადგილი ვარშავა[11]
დასაფლავებულია ვარშავის ებრაული სასაფლაო და grave of L. L. Zamenhof
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია[12]
საქმიანობა ენათმეცნიერი[13] , ოფთალმოლოგი[14] , გამომგონებელი, პოეტი[14] , მთარგმნელი, ესპერანტისტი, ექიმი[14] [10] , ექიმი-მწერალი, Bible translator, esperantologist და ფილოლოგი[15]
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და ვარშავის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი
მეუღლე კლარა ზამენჰოფი[16]
მამა მარკუს ზამენჰოფი
დედა როზალია ზამენჰოფი
შვილ(ებ)ი ლიდია ზამენჰოფი, ადამ ზამენჰოფი და ზოფია ზამენჰოფი[1]
ნათესავ(ებ)ი ფაბიან ზამენჰოფი და ლაზარ ზამენჰოფი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, ესპერანტოს მსოფლიო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი და Commander of the Order of Isabella the Catholic
ხელმოწერა

ბავშვობა

რედაქტირება

ზამენჰოფი დაიბადა 1859 წლის 15 დეკემბერს დღევანდელი პოლონეთის ტერიტორიაზე. საკუთარ მშობლიურ ენად იგი მამამისის რუსულს ასახელებდა[17] (შესაძლოა იგი ბელარუსულს გულისხმობდა, რადგან იმ პერიოდში ბელარუსული და რუსული ენები ერთმანეთისგან განსხვავებულ ენებად არ ითვლებოდნენ). იგი ასევე თავისუფლად ლაპარაკობდა იდიშზე. ასაკის მატებასთან მან პოლონური შეისწავლა, რომელიც მისი ახალგაზრდობის მთავარ ენად იქცა. ზამენჰოფის მამა გერმანულის მასწავლებელი იყო, რომელიც ზამენჰოფმაც შეისწავლა. მომდევნო წლებში მან ფრანგული, ლათინური, ბერძნული, ებრაული და ინგლისური ენები შეისწავლა, ასევე დაინტერესებული იყო იტალიური, ესპანური და ლიტვური ენებით.

სოფელში, რომელშიც მან ბავშვობა გაატარა ებრაელების გარდა პოლონელები, გერმანელები და ბელარუსები ცხოვრობდნენ. ზამენფელდი დამწუხრებული იყო ეთნიკურ ჯგუფებს შორის მუდმივი დაპირისპირებების ყურებით და თვლიდა, რომ პრობლემათა მთავარი მიზეზი საერთო სალაპარაკო ენის არ ქონა იყო, რომელზეც ყველა შეძლებდა საუბარს.

მუშაობა საერთაშორისო ენაზე

რედაქტირება

ვარშავაში სკოლაში სწავლის პერიოდში ზამენჰოფმა დაიწყო საერთაშორისო ენის შექმნა, რომელსაც მდიდარი და რთული გრამატიკა ექნებოდა. როდესაც ზამენჰოფმა ინგლისურის შესწავლა დაიწყო, მან გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო ენას მარტივი გრამატიკა უნდა ჰქონოდა. მუშაობაში მას ენათა დიდი რაოდენობის ცოდნა ეხმარებოდა.[18]

1878 წლისთვის მისი პროექტი „ლინგვე უნივერსალა“ (Lingwe uniwersala) თითქმის დასრულებული იყო, მაგრამ ზამენჰოფი ძალიან ახალგაზრდა იყო ნაშრომის გამოსაქვეყნებლად და ამიტომ სკოლის დასრულების შემდეგ მან უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა მედიცინის მიმართულებით. იჯი ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ ვარშავაში სწავლობდა, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ ოფთალმოლოგად მუშაობდა პლოცკსა და ვენაში. სამედიცინო პრაქტიკასთან ერთად იგი აგრძელებდა მუშაობას საერთაშორისო ენაზე.

ზამენჰოფი წლების განმავლობაში ცდილობდა მოენახა თანხები, რათა საკუთარი ენის შესახებ წიგნი გამოეცა. წიგნის გამოსაცემად საჭირო თანხა მან მომავალი სიმამრისგან მიიღო და 1887 წელს გამოსცა „Lingvo internacia. Antaŭparolo kaj plena lernolibro“ (საერთაშორისო ენა. წინასიტყვაობა და სრული სახელმძღვანელო). ზამენჰოფისთვის მის მიერ შექმნილი ენა არ იყო მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, იგი ესპერანტოს მსოფლიო მშვიდობისთვის ხელისშემწყობ იარაღად აღიქვამდა. ნაციონალიზმის მოწინააღმდეგე და ერთაშორისი მშვიდობის მომხრე ზამენჰოფმა საკუთარი რელიგიური სწავლება შეიმუშავა, რომელსაც „Homaranismo“, ანუ „ჰომარანიზმი“ უწოდა.

იდიშის კვლევა

რედაქტირება

1879 წელს ზამენჰოფმა დაწერა იდიშის პირველი გრამატიკა, რომელშიც მან იდიშის ლათინური ანბანით ჩაწერასა და სხვა გრამატიკულ ინოვაციებს დაუჭირა მხარი. ზამენჰოფმა ასევე გამოსცა იდიშზე შესრულებული პოეზიის პირველი კრებული შექმნა.

 
ზამენჰოფის საფლავი ვარშავაში.

ზამენჰოფსა და მის მეუღლე კლარას სამი შვილი ჰყავდათ: ადამი, სოფია და ლინდა. სამივე მათგანი ჰოლოკოსტის დროს დაიღუპა. თავად ზამენჰოფი 1917 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა ვარშავაში, სადაც იგი დაკრძალულია ადგილობრივ ებრაულ სასაფლაოზე.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

1905 წელს იგი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს, ხოლო 1910 წელს ზამენჰოფი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს, მაგრამ ჯილდო საერთაშორისო მშვიდობის ბიუროს გადაეცა.[19] ზამენჰოფის საპატივცემულოს ქუჩებს სახელები ლიტვაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, ესპანეთში (უმეტესად კატალონიაში), ისრაელსა და ბრაზილიაში დაერქვათ. ასევე, მის სახელს ატარებს 1938 წელს აღმოჩენილი მცირე პლანეტა.

ყოველ 15 დეკემბერს ესპერანტოზე მოსაუბრეები ზამენჰოფის დღეს აღნიშნავენ.

რესურსები ინტერენეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118643495 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 IMSLP — 2006.
  5. 5.0 5.1 Eesti biograafiline andmebaas ISIK
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 Internetowy Polski Słownik Biograficzny
  9. 9.0 9.1 Ludwik Łazarz Zamenhof - MusicBrainzMetaBrainz Foundation, 2000.
  10. 10.0 10.1 10.2 Olomouc City Library regional database
  11. 11.0 11.1 Заменгоф Людвик Лазарь // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. This Week In History: The language of hope is bornThe Jerusalem Post, 2012.
  13. Zamenhof
  14. 14.0 14.1 14.2 Zamenhof
  15. Czech National Authority Database
  16. Tuider B. Die Lingvo Internacia des Dr. Esperanto — 2017.
  17. 1901 წელს მან წერილში დაწერა, „Mia gepatra lingvo estas la rusa; sed nun mi parolas pli pole“ „ჩემი მშობლიური ენა რუსულია, მაგრამ ახლა პოლონურად ვლაპარაკობ“. იხილეთ აგრეთვე ა. ზაკრაზევსი და ე. წაინსეფელდი.
  18. Holzhaus, Adolf: Doktoro kaj lingvo Esperanto. Helsinki : Fondumo Esperanto. 1969
  19. ნობელის მშვიდობის პრიზის ნომინანტთა სია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-04. ციტირების თარიღი: 2010-04-11.