ლოქის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე, ქვემო ქართლის მხარეში და ლორეს პროვინციაში
ლოქის უღელტეხილი[1][2] — უღელტეხილი საქართველოსა და სომხეთის (ლორეს პროვინცია) საზღვარზე, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლოქის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1838 მ. აკავშირებს მდინარე ხრამის მარჯვენა შენაკადის — მაშავერისა და დებედის აუზებს. ლოქის უღელტეხილის მიდამო აგებულია ეოცენური ვულკანოგენური ქანებით. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით და სუბალპური მდელოთი.
ლოქის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 41°13′31″ ჩ. გ. 44°22′10″ ა. გ. / 41.225333° ჩ. გ. 44.369694° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო სომხეთი |
ტერიტორიული ერთეული | ქვემო ქართლის მხარე ლორეს პროვინცია |
სიმაღლე | 1838 მ |
ქედი | ლოქის ქედი |
აკავშირებს | მაშავერისა და დებედის აუზებს |
ამგებელი ქანები | ვულკანოგენური ქანები |
ფლორა | ფართოფოთლოვანი ტყე მდელოები |
ლიტერატურა
რედაქტირება- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 298.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 63.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 106.