ალევის ქედი
ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან ლომის-ალევის ქედი)
ალევის ქედი[1] ან ლომის-ალევის ქედი — ქედი საქართველოში, დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში. წარმოადგენს კავკასიონის სამხრეთ შტოს. არხის ქედით უერთდება მთავარი წყალგამყოფი ქედის ტოტს — ხარულის ქედს. ალევის ქედი მდინარეების ქსნისა და არაგვის წყალგამყოფია. იწყება მექეთის მწვერვალთან, რომელიც ქედის უმაღლესი წერტილია (2937 მ). ქედზე აღმართულია მწვერვალები: შელი (2579 მ), მუნჯუხი (2685 მ), ყურყუტა (2681 მ), ლომისისმთა (2452 მ) და სხვა.
ალევის ქედი | |
---|---|
მექეთი (მარჯვნივ) და შელი (მარცხნივ) | |
კოორდინატები: 42°18′33″ ჩ. გ. 44°35′45″ ა. გ. / 42.309361° ჩ. გ. 44.596083° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | მექეთი |
სიმაღლე | 2937 მ |
სურათები ვიკისაწყობში |
ალევის ქედი სამხრეთით ბოლოვდება ლორწიმის კლდის (ალევის კლდის) მასივით (1973 მ). მაღლა ქედზე სუბალპური და ალპური მდელოებია, ქვემოთ — ფართოფოთლიანი ტყეები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლევან მარუაშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 96.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 17.