ლიხნის ტაძარი

(გადამისამართდა გვერდიდან ლიხნის ღვთისმშობლის ტაძარი)

ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, გუმბათიანი ტაძარი, მდებარეობს საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხნში. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიხნის ტაძარი
ლიხნის ტაძარი — საქართველო
ლიხნის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 43°08′23″ ჩ. გ. 40°37′04″ ა. გ. / 43.13972° ჩ. გ. 40.61778° ა. გ. / 43.13972; 40.61778
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა აფხაზეთი
დეტალები

ლიხნის ტაძარი X საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, აღმართულია სოფელ ლიხნის შუაგულში. იგი ნაგებია კარგად გათლილი კვადრების სწორი რიგებით. მომცრო ზომის გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს. დასავლეთით მოწყობილია პატრონიკე. ფასადები სადაა, ზედაპირებს ანაწევრებს მხოლოდ სარკმლის ღიობები. აღმოსავლეთით გამოდის სამი შვერილი აფსიდი. ლიხნის ტაძრის შესახებ ძირითად ისტორიულ წყაროს წარმოადგენს მისი ხუროთმოძღვრება და ფერწერა. ლიხნის ტაძარში შემორჩენილია როგორც X-XI საუკუნეების, ასევე XIV საუკუნის მოხატულობის კვალი. ისინი გამოირჩევიან ფაქიზი კოლორიტით, რამდენადმე წაგრძელებული ფიგურების დინამიურობითა და ექსპრესიულობით.

წარწერები

რედაქტირება
 
ლიხნის ტაძრის წარწერა 1886 წ.

ლიხნის ტაძრის სიძველეები პირველად აღწერა ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ, რომელმაც ტაძრის კედლებიდან გადმოიწერა რამდენიმე ქართული წარწერა, მათ შორის, ცნობა 1066 წელს ჰალეის კომეტის გამოჩენის შესახებ[2], რომელზეც კიევის სამთავროს მატიანე და ერთ-ერთი ჩინური ქრონიკაც გვაწვდის ინფორმაციას.

მეცნიერ მარი ბროსეს აზრით სიტყვები „მეფობასა ბაგრატ გიორგის ძისასა ინდიქტიონსა ლჱ (38)“, მიუთითებს მოვლენას ბაგრატ IV-ის გამეფებიდან 38-ე წელს, რადგანაც სიტყვა ინდიქტიონი გამოიყენებოდა ასევე მეფეთა მმართველობასთან მიმართებაშიც. შესაბამისად ბაგრატ მეფე გამეფდა 1027 წელს, ხოლო 38 წელი უწევდა 1065-ს.

რუსეთ-საქართველოს ომამდე, ლიხნის ტაძარში დაცული იყო ჩვიდმეტზე მეტი ქართული ფრესკული წარწერა, ასევე ბიბლიური სიუჟეტები, წმინდანთა გამოსახულებები ქართულ-ბერძნული განმარტებითი წარწერებით, მათში მოიხსენიებდნენ გაერთიანებული საქართველოს მეფეებს: ბაგრატ IV-ს, გიორგი II-ს და სასულიერო პირებს.

ლიხნის ტაძრის ამ წარწერაში მოხსენიებული მეფე ბაგრატ გიორგის ძე არის ბაგრატ IV (1027-1072 წწ.). აღსანიშნავია, რომ წარწერაში კომეტის გამოჩენა საოცარი სიზუსტით არის აღწერილი. იგი მოცემულია სამნაირი დათარიღებით (დასაბამითგან, ინდიკტიონით და ქორონიკონით), თანაც თვისა და დღეების აღნიშვნით. როგორც მ. ბროსე აღნიშნავდა, 1066 წელს აღდგომა 16 აპრილს დადგა, ბზობა - 9 აპრილს. ამდენად, კომეტის გამოჩენის პერიოდი 9-16 აპრილია. ნიშანდობლივია, რომ 1066 წელს ჰალეის კომეტის გამოჩენის შესახებ მოთხრობილია ასევე კიევის სამთავროს მატიანეში და ერთ-ერთ ჩინურ ქრონიკაში, ხოლო კომეტის გამოსახულება, საზარელი ურჩხულის სახით, ნორმანდიის დედოფალს მატილდა ფლანდრიელს ამოუქარგავს მის მიერ მოქსოვილი ხალიჩის კუთხეში.

ამჟამინდელი მდგომარეობა

რედაქტირება

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაგებობა და ეკლესიის მოხატულობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. 2010 წელს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო საკონსერვაციო სამუშაოები, ძეგლზე გარედან დაამონტაჟეს დროებითი გადახურვა. სამუშაოები მიმდინარეობდა პროფესიონალი რესტავრატორების გარეშე, რის გამოც არსებობს ძეგლის ავთენტურობისა და მასზე შემორჩენილი ისტორიული კვალის წაშლის საფრთხე.

ლიხნის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ., 2015.
  • ხორავა ბ., „ლიხნის ღვთისმშობლის ტაძარი“,- გაზ. ჩემი აფხაზეთი, №28,-2014 წლის სექტემბერი.
  • გიორგობიანი გ. წარწერა ლიხნის ტაძრის კედელზე //ჟ. „მეცნიერება და ტექნიკა“.- 1976.- N2. -გვ. 25-29. სოფ. ლიხნის ტაძრის კედლის ასომთავრული წარწერა და ცნობა 1006 წელს ჰალეის კომეტის გამოჩენის შესახებ.
  • ფაჩულია ვ. ლიხნის მონასტრის ლეგენდა და სინამდვილე //გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“.-1979 (11 ივლისი). პირველ მკვლევართა ცნობები ლიხნის მონასტრის შესახებ.
  • განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): ლიხნი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.- თბ., 1955.-გვ. 64. ლიხნის ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ. XXVIII. ნახ. 5,6).
  • ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები I.-თბ., 1964.-გვ.299. მოკლე ცნობა ლიხნის ეკლესიასა და სასახლის შესახებ.
  • ლიხნი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. VI.-თბ., 1983.-გვ. 271. სოფ. ლიხნის მატერიალური კულტურის ძეგლების: ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის, აფხაზეთის მთავართა სასახლის ნანგრევების, ციხე-გალავნისა და სამეკლესიანი ბაზილიკის ნანგრევების მოკლე აღწერილობა.
  • აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები: ლიხნის ტაძარი //მიბჩუანი თ. აფხაზეთი ნაწ. I. - თბ., 2003.- გვ. 199-200. მოკლე ცნობები სოფ. ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის დათარიღების შესახებ.
  • სახოკია თ. მოგზაურობა.- ბათუმი., 1985.- გვ. 389.- გვ. მოკლე ცნობები ლიხნის ტაძრის შესახებ.
  • განვითარებული ფეოდალიზმი: ლიხნი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.- თბ., 1995.-გვ. 64. X საუკუნით დათარიღებული ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
  • აფხაზეთი ლიხნი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ., 2004.- გვ. 64-67. ლიხნის ტაძარის XIV საუკუნის ფრესკებზე არსებული ბერძნული წარწერების ანალიზი.
  • ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.- თბ., 1951.- გვ. 7-16. ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, სხვადასხვა ეპოქის ბერძნული წარწერების ანალიზი.
  • ლიხნის ტაძარი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი.ტ. I. - თბ., 2007.- გვ. 22-23. ტაძრის მდებარეობის, შემორჩენილი მხატვრობისა და წარწერების შესახებ. მოხსენიებული არიან: მარი ბროსე; ისტორიული პირები: ბაგრატ IV, გიორგი I, ვაჩე პროტოისპათარი და იპატოსი. მოცემულია ლიხნის ტაძრის მხატვრობის ფრაგმენტების ფოტოები (გვ. 74-76). ტექსტები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
  • ლიხნი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ. I.-თბ., 2005. - გვ. 133. X-XI საუკუნეების, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართული აქვს ძეგლის ორი ფოტო.
  • ლიხნი //როგავა გ. რელიგია და ეკლესია აფხაზებში. - თბ., 2007.- გვ. 149-150. ლიხნის ანუ სოუკ-სუს X-XI საუკუეებით დათარიღებული ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტაძრის მოხატულობა მთლიანად მიძღვნილია ღვთისმშობლის განდიდებისადმი (XIV ს.). აღნიშნულია ს. ბამბორის დღემდე შემონახული, საშუალო საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. მოხსენიებულია დიუბუა დე მონპერე.
  • გუდაუთისა და მისი მიდამოების წარწერები: ლიხნის წარწერები //ახალაძე ლ. აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო: ლაპიდარული და ფრესკული წარწერები. I.-თბ. ,2005.-გვ. 165-169. მოკლე ცნობა ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის შესახებ; აღნიშნულია მ.ბროსეს მიერ აღწერილი ოთხი ქართული წარწერის თაობაზე: 1066 წლის წარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ; გიორგის მოხსენებით; გიორგი კურაპალატის მოხსენებით; ჭყონდიდელისა და მწიგნობსრთუხუცესის მოხსენებით. მოხსენიებულნი არიან: მ. ბროსე, დ. ბაქარაძე, ექვ. თაყაიშვილი, პ. უვაროვა. მოცემულია ლიხნის წარწერების ვრცელი ენობრივ-პალეოგრაფიული ანალიზი.
  • ფაჩულია ვ. ლიხნის მონასტრის ლეგენდა და სინამდვილე //გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“.-1979 (11 ივლ.). - გვ. 4.
  • ზუხბაია ვ. დავიცვათ არქიტექტურული ძეგლები //ძეგლების მეგობარი.-1965.-N4.- გვ. 53-55. ლიხნის ტაძრის დაცვის თაობაზე.
  • Шервашидзе Л. Некоторые стенные росписи средновековые стенные росписи на территории Абхазии.-Тб.,1971.-187с. Главной задачей исследования является попытка создать специальное искусствоведческое исследование и найти средневековым стенным росписям на территории Абхазии соответствующее место среди памятников Грузии а также Византии и стран находившимся в сфере ее влияния.
  • Лыхненский храм //Пачулия В. По древней, но вечно молодой Абхазии.-Сухуми., 1969.-с. 148.
  • ლიხნის ტაძარი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ., 2012.-გვ. 214-215. ტექსტი ქართ. ინგლ. ენებზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9202