ლე დიკ თხო
ლე დიკ თხო (დაბადების სახელი ფან დინ ხაი; დ. 1911 წლის 14 ოქტომბერი — გ. 1990 წლის 13 ოქტომბერი) — დაიბადა ნამ დინის პროვინიცაში. ვიეტნამელი გენერალი, რევოლუციონერი, დიპლომატი და პოლიტიკოსი. [1] 1973 წელს, ჰენრი კისინჯერთან ერთად წარდგენილი იყო ნობელის მშვიდობის პრემიაზე „1973 წლის პარიზის ხელშეკრულებით დამყარებული ცეცხლის შეწყვეტისათვის და ვიეტნამიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანისათვის“, თუმცა ჯილდოს აღებაზე უარი განაცხადა.
ლე დიკ თხო | |
ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ცენტრალური ორგანიზირების კომისიის ხელმძღვანელი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1976 – 1980 | |
წინამორბედი | ლე ვან ლუნგი |
მემკვიდრე | ნგუიენ დიკ ტამი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1956 – 1973 | |
წინამორბედი | ლე ვან ლუნგი |
მემკვიდრე | ლე ვან ლუნგი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1960 – 1986 წლის 10 დეკემბერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1960 – 1986 წლის 10 დეკემბერი | |
დაბადებული | 14 ოქტომბერი, 1911 ნამ დინის პრევინცია, ფრანგული ინდოჩინეთი |
გარდაცვლილი | 13 ოქტომბერი, 1990 (78 წლის) ჰანოი, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა |
მოქალაქეობა | |
ეროვნება | ვიეტნამელი |
პოლიტიკური პარტია | |
პროფესია | სამხედრო მოღვაწე, დიპლომატი და პოლიტიკოსი |
1930 წელს, ლე დიკ თხომ წვლილი შეიტანა ინდოჩინეთის კომუნისტური პარტიის ჩამოყალიბებაში. ფრანულმა კოლონიურმა ხელისუფლებმა ლე დიკ თხო დააპატიმრეს 1930-1936 წლებში და ხელახლა 1939-1944 წლებში. 1945 წელს გათავისუფლების შემდეგ გახდა ვიეტმინის და ვიეტნამის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ჟენევის 1954 წლის კონფერენციამდე. 1948 წელს, ის იყო სამხრეთ ვიეტნამში როგორც, ფრანგული ინდოცინეთის კომიტეტის პარტიის ხელმძღვანელის მდივნის მოადგილე. 1955 წელს ის შაუერთდა ლაო დონგის ვიეტნამის მუშების პარტიის პოლიტბიუროს, რომელიც შემდგომში ვიეტნამის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროდ გადაიქცა. თხო ზედამხედველობდა ვიეტ კონგის კომუნისტურ აჯანყებას, რომელიც 1956 წელს დაიწყო სამხრეთ ვიეტნამის მთავრობის წინააღმდეგ 1963 წელს თხო მხარს უჭერდა რეზოლუცია 9-სთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების წმენდებს.[2]
1978-1982 წლებში ლე დიკ თხო დაინიშნა კამპუჩიის ნაციონალური ხსნის გაერთიანებული ფროტის (FUNSK) მთავარ მრჩევლად, ხოლო შემდგომში ახალი კამპუჩიის სახალხო რესპუბლიკის მთავარ მრჩევლად. ლე დიკ თხოს დავალება იყო, იმის უზრუნველყოფა რომ ქმერის ნაციონალისტები არ გადაეღობებოდნენ ვიეტნამის ინტერესებს კამბოჯაში წითელი ქმერების გადაგდების შემდეგ.[3]
ლე დიკ თხო იყო ვიეტნამის კომუნისტური პარტიის სეკრეტარიატის წევრი 1960-1986 წლებში და შემდეგ გახდა ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მრჩეველი.
პარიზის მშვიდობის შეთანხმებები
რედაქტირებააშშ ვიეტნამის ომში აქტიურად შეუერთდა 1960-იანი წლების დასაწყისში. პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულების შედგენის რამდენიმე მცდელობა (ზოგი საიდუმლო, ზოგი საჯარო) იყო 1969-1973 წლებს შორის. როდესაც ხუან თხუი ხელმძღვანელობდა ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალურ მოლაპარაკებათა ჯგუფს, თხო და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი, 1970 წლის თებერვალში მივიდნენ შეთანხმებამდე რომელმაც გამოიცწვია პარიზის სამშვიდობო შეთანხმების ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, 1973 წლის 24 იანვარს. ხელშეკრულება მოიცავდა ომის პატიმრების გატავისუფლებას ხელმოწერიდან 80 დღის განმავლობაში, ცეცხლის შეწყვეტის ზედამხედველები იქნებოდნენ კონტროლის და ზედამხედველობის საერთაშორისო კომისია, სამხრეთ ვიეტნამში თავისუფალი არჩევნების შენარჩუნებას, აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელებას სამხრეთ ვიეტნამისთვის და ჩრდილოეთ ვიეტნამელი სამხედროები დარჩებოდნენ სამხრეთში.
ნობელის მშვიდობის პრემია
რედაქტირებათხო და ჰენრი კისინჯერი ერთდროულად იქნენ გამოცხადებულნი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატებათ 1973 წელს მათი ძალისხმევისათვის პარიზის სამშვიდობო შეთანხმებაში.[4] მაგრა, თხომ უარყო ჯილდო და განაცხადა რომ მშვიდობა ჯერ არ დამყარებულა რადგანაც აშშ-ის და სამხრეთ ვიეტნამის მთავროები პარიზის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევით, კვლავ აგრძელებდნენ სამხედრო ოპერაციებს:
რადგანაც, პარიზის შეტანხმების ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის და საიგონის ადმინისტრაციები კვლავ აგრძელებენ სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელოვანი ასპექტების დარღვევას. საიგონის ადმინისტრაცია, რომელსაც ეხმარება და ახალისებს აშშ, აგრძელებს ომის აქტებს. მშვიდობა ჯერ არ მიღწეულა სამხრეთ ვიეტნამში. ასეთ გარეობებში ჩემთვის შეუძლებელია მივიღო 1973 წლის ნობელის მშვიდობის პრემია.როდესაც პარიზის შეტანხმება ვიეტნამის შესახებ პატივცემული იქნება, იარაღები დაბუმდება და სამხრეთ ვიეტნამში ნამდვილი მშვიდობა დამყაარდება, მაშინ მე განვიხილავ პრემიის აღების შესაძლებლობას. ჩემი მადლობებით ნობელის პრემიის კომიტეტისათვის გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულრწფელი პატივისცემა.[5]
ცეცხლის შეწყვეტის შეთაბხმება დიდ ხან არ გაგძელებულა, ვიეტნამის ომი 1975 წელს საიგონის დაცემით და ჩრდილოეთ ვიეტნამის მიერ სამხრეთ ვიეტნამის ანექსაციით დასრულდა.
გარდაცვალება
რედაქტირებალე დიკ თხო გარდაიცვალა 1990 წლის 13 ოქტომბერს, 79-ე დაბადებისდღემდე ერთი დღის ადრე ჰანოიში, გარდაცვალების მიზეზად ითვლება სიმსივნე.[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Bruce M. Lockhart, William J. Duiker Historical Dictionary of Vietnam 2006 entry p.202 Lê Đức Thọ
- ↑ Thu-Hương Nguyễn-Võ The Ironies of Freedom: Sex, Culture, and Neoliberal Governance in Vietnam Seattle : University of Washington Press, c2008. ISBN 0295988509 (pbk. : alk. paper). ISBN 978-0-295-98865-8. 2008– Page 73 "This resolution unleashed a terror campaign against the "revisionist antiparty clique." Lê Đức Thọ, head of the Party Central Organization Committee, announced to party cadres: "The theoretical front to counter contemporary revisionism we ..."
- ↑ Margaret Slocomb, The People's Republic of Kampuchea, 1979–1989: The revolution after Pol Pot ISBN 978-974-9575-34-5
- ↑ The Nobel Peace Prize 1973. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 31 December 2006.
- ↑ Lewis, Flora (24 October 1973). „Tho Rejects Nobel Prize, Citing Vietnam Situation“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 30 June 2013.
- ↑ Lê Đức Thọ at www.biography.com დაარქივებული 2019-04-17 საიტზე Wayback Machine. Retrieved July 5, 2017.