ლეხიდარი
ლეხიდარი, მდინარე წყალტუბოს და ტყიბულის რაიონებში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ნაქერალის ქედზე, 1330 მ სიმაღლეზე. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 137 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალმოვარდნები იცის მთელი წლის განმავლობაში (განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე).
ლეხიდარი | |
---|---|
სათავე | ნაქერალის ქედი |
სიგრძე | 22 კმ |
აუზის ფართობი | 137 კმ² |
საშუალო წლიური ხარჯი 6,8 მ3/წმ.
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 209.