ლეღვანი
ლეღვანი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დიდვაკე, მარელისი, პატარა სახვლარი). მდებარეობს მდინარე ლეღვანურის (მდინარე ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 500 მეტრი. ხარაგაულიდან 11 კილომეტრი, რკინიგზის სადგურ მარელისიდან 4 კმ. სოფელში არის გვიან ფეოდალური ხანის კოშკი. სოფელში არის საჯარო სკოლა[2], ბიბლიოთეკა.[3]
სოფელი | |
---|---|
ლეღვანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლეღვანი |
კოორდინატები | 41°58′02″ ჩ. გ. 43°15′19″ ა. გ. / 41.96722° ჩ. გ. 43.25528° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 500 მ |
მოსახლეობა | 679[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 679 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 934 | 439 | 495 |
2014[1] | 679 | 326 | 353 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 207.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ ხარაგაულში 12 სასოფლო ბიბლიოთეკის ფუნქციონირება აღდგა[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II