ლეონ ბრილუენი
ლეონ ბრილუენი (ფრანგ. Léon Brillouin; დ. 7 აგვისტო, 1889, პარიზი — გ. 4 ოქტომბერი, 1969, ნიუ-იორკი) — ფრანგი თეორეტიკოს-ფიზიკოსი.
ლეონ ბრილუენი | |
---|---|
ფრანგ. Léon Brillouin | |
დაბ. თარიღი | 7 აგვისტო, 1889[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | სევრი[5] |
გარდ. თარიღი | 4 ოქტომბერი, 1969[1] [4] (80 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-იორკი |
მოქალაქეობა |
საფრანგეთი აშშ |
საქმიანობა | ფიზიკოსი და პროფესორი[6] |
მუშაობის ადგილი | ბრაუნის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი, საფრანგეთის კოლეჯი[6] და პარიზის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი, პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი |
მამა | Marcel Brillouin |
ნათესავ(ებ)ი | Éleuthère Mascart, Charles Auguste Briot და Lola Prusac |
ჯილდოები | ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი და Cours Peccot |
გავლენა მოახდინეს | |
ბიოგრაფია
რედაქტირებალეონ ბრილუენი დაიბადა 1889 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, ქალაქ სევრში. მისი მამა პროფესორი მარსელ ბრილუენი პროფესიით თეორეტიკოს-ფიზიკოსი იყო. ეს სამუშაო ოჯახში მემკვიდრეობით გადადიოდა. ევროპაში ასეთი ოჯახები გამონაკლისს არ წარმოადგენდნენ. 1908 წელს იგი შევიდა „უმაღლეს ნორმალურ სკოლაში“. პარალელურად დადიოდა „ფრანგულ კოლეჯში“ და ფრანგი გამოჩენილი ფიზიკოსების ლექციებს ისმენდა. ბრილუენი თავის მოგონებებში წერდა — „ყოველივე ამან აღძრა კვლევის ინტერესი ფიზიკაში“. 1912 წელს იგი ამთავრებს „ნორმალურ სკოლას და ერთი წლით მიემგზავრება მიუნხენში. 1900 წლიდან რენტგენი განაგებდა ამ ქალაქის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის ფიზიკის კათედრას. ამ ქალაქში ბრილუენი შეეკედლა თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორს ზომერფელდს. მისი ხელმძღვანელობით ბრილუენმა მრავალი გამოკვლევა შეასრულა. მათგან გამორჩეულია: „სინათლის გავრცელება გამბნევ გარემოში“. ამ ნაშრომით გამოააშკარავდა ბრილუენის ტალანტი.
მოღვაწეობა
რედაქტირებალეონ ბრილუენი მიუნხენში პირველად გაეცნო აინშტაინის, ბორნის, დებაის და ფონკარმანის მიერ განვითარებულ კუთრი სითბოტევადობის კვანტურ თეორიას. 1913 წელს იგი დაბრუნდა პარიზში და მუშაობა დაიწყო სადისერტაციო თემაზე - „მყარი სხეულები და კვანტური თეორია“ - თუმცა 1914 წელს პირველმა მსოფლიო ომმა შეაჩერა მისი მუშაობა. 1920 წელს ბრილუენმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და შეუდგა ლექციების კითხვას პარიზის უმაღლეს პოლიტექნიკურ სკოლაში. 1928 წელს იგი მიიწვიეს სორბონის უნივერსიტეტში ფიზიკის კათედრის პროფესორად, ხოლო 1932 წლიდან იგი სათავეში უდგება ფიზიკის კათედრას „კოლეჟ დე ფრანსში“. თუმცა ამჯერად მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა მის საქმიანობას ხელი. მას მოუწია გაპარულიყო აშშ-ში (1940). აშშ-ში ბრილუენი კითხულობდა თეორიული ფიზიკის კურსს ნიუ-იორკში, ჰარვარდსა და სხვა ქალაქების უნივერსიტეტში. 1954 წელს ავადმყოფობის გამო პენსიაზე გასვლა მოუწია.
აშშ-ში ყოფნის დროს პერიოდში ბრილუენი აირჩიეს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრად და ფილოსოფიური მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის წევრად. მისი მეცნიერული ინტერესი მრავალფეროვანია. იგი ეხებოდა: კლასიკურ თერმოდინამიკას, კვანტურ მექანიკას, მყარი სხეულების ფიზიკას, რადიოფიზიკას, სტატისტიკურ ფიზიკას, ინფორმაციის თეორიას, კიბერნეტიკას. მის აღმოჩენებს მიეკუთვნება პარამაგნიტიკის დამაგნიტების დამოკიდებულება მაგნიტური ველის დაძაბულობასა და ტემპერატურაზე. მისი უკანასკნელი შრომა ბრილუენმა ფარდობითობის თეორიას მიუძღვნა სახელად — „ახალი შეხედულება ფარდობითობის თეორიაზე“. მასში იგი იყენებს ოპერაციათა ანალიზის მეთოდს, იკვლევს და იხილავს ალფრედ აინშტაინის ფარდობითობის სპეციაურ და ზოგადი თეორიის ძირითად დებულებებს. იგი ანალიზს უკეთებს შემდეგ თეორიულს და ექსპერიმენტულ პრობლემებს: როგორ დავაკვირდეთ გრავიტაციულ ტალღებს, როგორ გავზომოთ მათი სიხშირე და სიჩქარე, როგორ შეიძლება მათი გამოყენება ფიზიკაში და მრავალ სხვას.
1926 წელს მან სხვა ფიზიკოსებთან ერთად დაამუშავა კვაზიკლასიკური მიახლოვების მეთოდი კვანტურ მექანიკაში.
ედვარდ ეპლტონი შედის იმ ფიზიკოსთა სიაში, რომლებმაც საკუთარ თავზე გადაიტანეს ფაშიზმის საშინელება.
ლეონ ბრილუენი გარდაიცვალა ნიუ-იორკში 1969 წლის 4 ოქტომბერს.
ლიტერატურა
რედაქტირება- პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 231-234, თბ., 1980.
- А. Кастлер, Жизнь и творчество Леона Бриллюэна. УФН, 1972, январь, т. 106, вып. I.
- БСЭ, III изд., т. 4, М., 1971.
- Л. Бриллюэн. Новый взгляд на теорию относительности. М., 1972.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Léon Brillouin დაარქივებული 2006-11-27 საიტზე Wayback Machine. – Biography
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 SNAC — 2010.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 GeneaStar
- ↑ Бриллюэн Леон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 6.0 6.1 კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია