ლეონტი შიოშვილი
ლეონტი შიოშვილი (დ. 23 მაისი 1967, სოფ. ალიბეგლო, კახის რაიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა) — ქართველი მსახიობი.
ლეონტი შიოშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
23 მაისი, 1967 ალიბეგლო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | შოთა რუსთაველის თეატრალური უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1973 წელს შევიდა ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლაში და დაამთავრა 1984 წელს. 1985 წელს ჩაირიცხა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში. იმავე წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1987 წელს სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ გააგრძელა სწავლა თეატრალურ ინსტიტუტში გია ანთაძის და გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით, 1991 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი და წავიდა ახალციხეში მესხეთის სახელმწოფო თეატრში სამუშაოდ. 1992 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა რუსთავის საბავშვო თეატრში, სადაც ითამაშა თვრამეტზე მეტი როლი. 2000–2002 წლებში მუშაობდა ჰერეთის (საინგილო) თეატრში, დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
2003 წლიდან ისევ დაუბრუნდა რუსთავის საბავშვო თეატრს. 2008 წელს მუშაობდა კლუბურ თეატრ „ბრავოში“ მსახიობად. 2011 წლიდან რუსთავის თეატრის მსახიობია. გადაღებულია ტელეპროქტებში: „27 დრაკონი“, „ცხელი ძაღლი“, საზოგადოებრივი მაუწყებლობის მხატვრულ დოკუმენტურ ფილმებში: „1937“, „დამოუკიდებლობის 1005 დღე“, „გააგრძელე საქართველოს ისტორია“, „უღმერთონი“, ნანა ჯანელიძის ფილმში: „გალობის რაინდები“.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 2010: „გალობის რაინდები“ რეჟ. ნანა ჯანელიძე