ლეილა აბულელა
ლეილა აბუ ლელა (არაბ. ليلى ابوالعلا, 1964, კაირო) — სუდანელი მწერალი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს შოტლანდიაში. წერს ინგლისურ ენაზე.
ლეილა აბულელა | |
---|---|
არაბ. ليلى أبو العلا | |
დაბადების თარიღი | 1964[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბადების ადგილი | კაირო[8] |
საქმიანობა | რომანისტი[9] და მწერალი |
მოქალაქეობა | სუდანი |
ალმა-მატერი | ლონდონის ეკონომიკის სკოლა, University of Khartoum და Khartoum American School |
ჯილდოები | Caine Prize[10] და OkayAfrica 100 Women[8] |
საიტი | leila-aboulela.com |
ბიოგრაფია
რედაქტირებალეილა აბუ ლელა დაიბადა კაიროში, ეგვიპტეში 1964 წელს. ეგვიპტელი დედისა და სუდანელი მამის ოჯახში. როდესაც გოგონა 6 კვირის იყო, ოჯახი სუდანში გაემგზავრა, სადაც ლეილა ხარტუმში 1987 წლამდე ცხოვრობდა. სწავლობდა ხარტუმის ამერიკულ სკოლაში, კერძო საშუალო კათოლიკურ სკოლაში, სადაც შეისწავლა ინგლისური ენა. შემდეგ შევიდა ხარტუმის უნივერსიტეტში, რომელიც 1985 წელს ეკონომისტის სპეციალობით დაამთავრა. აბულელას მიენიჭა მეცნიერების მაგისტრის ხარისხი. და ლონდონის ეკონომიკის სკოლის სტატისტიკის მაგისტრის ხარისხი.[11]
1990 წელს ლეილა მეუღლესთან და შვილებთან ერთად შოტლანდიის ქალაქ აბერდინში გადავიდა საცხოვრებლად, რაც მისი პირველი რომანის, ”მთარგმნელის” შთაგონების წყარო გახდა. ლეილამ წერა 1992 წელს დაიწყო, როდესაც აბერდინის კოლეჯში მუშაობდა ლექტორად შემდეგ კი აბერდენის უნივერსიტეტის სამეცნიერო ასისტენტად. 2000 წლიდან 2012 წლამდე აბულელა ცხოვრობდა ჯაკარტაში, დუბაიში, აბუ დაბიში და დოჰაში. 2012 წელს ის დაბრუნდა აბერდინში საცხოვრებლად.[12][13]
ლიტერატურული კარიერა
რედაქტირება2000 წელს მას მიენიჭა კაინის პრიზი აფრიკული დამწერლობისათვის მოკლე მოთხრობისათვის „მუზეუმი“, რომელიც შესულია მისი ნოველების კრებულში ‘ფერადი განათებები“. ლეილას ნოველა „თარჯიმანი“ ნომინირებული იყო დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ნარინჯისფერ პრემიაზე, ხოლო 2006 წელს New York Times- მა აღიარა შესანიშნავ წიგნად და შეიყვანა წლის 100 საუკეთესო წიგნის ჩამონათვალში.[14] მისი მეორე რომანი, „მინარეთი“, იყო ნომინირებული ნარინჯისფერი პრემიაზე. ასევე მიიღო დუბლინის ჯილდო IMPAC. მესამე რომანის Lyrics Alley მოქმედება ვითარდება 1950-იანი წლების სუდანში. რომანი შევიდა 2011 წლის ნარინჯისფერი პრემიის ჩამონათვალში. მან ასევე მოიგო შოტლანდიის წიგნის პრემია Scottish Book Awards და წარდგენილი იყო თანამეგობრობის რეგიონალური მწერლების პრემიაზე.[15][16]
ლეილა აბუ ლელას ბოლო წიგნებია რომანი" ჩიტის მოწოდება" (2019) და მოთხრობების კრებული „სხვაგან, სახლი“. ეს უკანასკნელი გახდა 2018 წლის ჯილდოს Saltire Fiction Book of the Year Award გამარჯვებული, რომელიც დაწესებულია შოტლანდიური წარმომავლობის ან შოტლანდიაში მცხოვრები და იქ მოღვაწე ავტორებისათვის. მისი რომანი „მტრების სიკეთე“ (2015) შთაგონებული იყო იმამ შამილის ცხოვრებით, რომელმაც გააერთიანა კავკასიის ტომები რუსეთის იმპერიის ექსპანსიის წინააღმდეგ საბრძოლველად.[17]
ლეილა აბუ ლელა მორწმუნე მუსლიმია და მისი რწმენა მეტწილად განსაზღვრავს მის შემოქმედებას.
შედარებით ხანმომოკლე ლიტერატურული მოღვაწეობის მიუხედავად, ლეილა აბუ ლელამ დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი რეპუტაცია, მოიგო რამდენიმე ლიტერატურული პრემია და მიიღო დადებითი შეფასება როგორც დასავლეთის, ისევე აღმოსავლეთის ქვეყნების მწერლებისაგან. მის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევენ აფრიკის თანამედროვე წამყვანი მწერლები ბენ ოკრი და ჯ.მ. კოეტზი.[18][19]
აგრეთვე იხილეთ
რედაქტირება- Sufian, Abu (2014). "Aboulela's Minaret : A New Understanding of Diasporic Muslim Women in the West". he Criterion. 5 (3). Retrieved 2015-04-24.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #123768373 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden.
- ↑ CONOR.SI
- ↑ Dictionary of African Biography / E. K. Akyeampong, Henry Louis Gates, Jr. — NYC: OUP, 2012.
- ↑ Korean Authority File
- ↑ MAK
- ↑ Trove — 2009.
- ↑ 8.0 8.1 https://100women.okayafrica.com/literature-articles/2018/3/1/leila-aboulela
- ↑ British Council — 1934.
- ↑ http://caineprize.com/previous-winners/
- ↑ "Leila Aboulela – Literature". literature.britishcouncil.org. Retrieved 19 February 2019
- ↑ "Biography". www.leila-aboulela.com. Leila Aboulela. Archived from the original on 8 December 2015. Retrieved 5 March 2016.
- ↑ Sethi, Arita(2005 წლის ივნისი). Keep the Faith
- ↑ "The Translator – Inspiration". დაარქივებული 2021-07-31 საიტზე Wayback Machine. www.leila-aboulela.com. Leila Aboulela. Retrieved 5 March 2016.
- ↑ Author: Leila Aboulela". Scottish Book Trust. Retrieved 2021-01-13.
- ↑ About Leila www.leila-aboulela.com. Leila Aboulela. Retrieved 5 March 2016.
- ↑ "Leila Aboulela". www.leila-aboulela.com. Retrieved 19 February 2019.
- ↑ Sufian, Abu. "Aboulela's Minaret : A New Understanding of Diasporic Muslim Women in the West". The Criterion. Retrieved 15 April 2017.
- ↑ Odhiambo, Tom (18 January 2020), "'New Daughters of Africa' is a must read for aspiring young women writers", Daily Nation (Kenya).