ლევანი (კახეთის მეფე)

კახეთის მეფე (1505–1574)
(გადამისამართდა გვერდიდან ლევანი, გიორგი II-ის ძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლევანი.

ლევანიკახეთის მეფე 1518/1520—1574 წლებში, გიორგი II-ის (ავგიორგის) ძე. 1513 წელს, როდესაც ქართლის მეფემ დავით X-მ კახეთი თავის ხელისუფლებას დაუმორჩილება, მცირეწლოვანი ლევანი მისმა მომხრე კახელმა თავადებმა ოჩანის ციხეში დამალეს. მათ ისარგებლეს 1518 წელს ქართლში შაჰ ისმაილ I-ის ლაშქრობით და ლევანი კახეთის მეფედ გამოაცხადეს. 1520 წელს ლევანმა დაამარცხა კახეთში შეჭრილი დავით X-ის ლაშქარი. ამის შემდეგ ქართლისა და კახეთის მეფეები დაზავდნენ და იცნეს კახეთის ქართლისაგან გამოყოფა. ლევანი სეფიანთა ირანის ვასალი იყო და მშვიდობიანობის შესანარჩუნებლად შაჰისადმი ერთგულების პოლიტიკას იცავდა. 1551 წელს ის დაეხმარა შაჰ-თამაზ I-ს შაქის დამორჩილებაში. ირანსა და ოსმალეთს შორის ამასიის ზავის დადების (1555) შემდეგ შაჰს არ აკმაყოფილებდა კახეთის შედარებით მსუბუქი ვასალური ვალდებულებები. ამით უკმაყოფილო ლევანი 50-60-იან წლებში შეეცადა რუსეთისაგან დახმარების მიღებას. 1563 წელს მან ელჩები გაგზავნა მოსკოვში ივანე IV-თან, რის შედეგადაც კახეთში ჩამოვიდა რუსთა რაზმი, რომელიც ლევანმა ციხე-სიმაგრეებში ჩააყენა. ოსმალეთისა და ირანის პროტესტმა აიძულა ლევანი ეს რაზმი მალე დაეთხოვა. ლევანის 56 წლიანი მმართველობის დროს კახეთში მტრის შემოსევები არ ყოფილა, ქვეყანა ეკონომიურად მოღონიერდა, დაწინაურდნენ ახალი ქალაქები — ბაზარი და გრემი. მასზე დიდ ხანს არცერთ ბაგრატიონს უმეფია.

ლევანი

ლევან მეფის ფრესკა, ფილოთეის მონასტერი
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1518/1520
მმართ. დასასრული: 1574
წინამორბედი: გიორგი II (1513–1520 წლებში კახეთს მეფე არ ჰყოლია, ქართლის მიერ იყო დაპყრობილი)
მემკვიდრე: ალექსანდრე II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1504
გარდ. თარიღი: 1574
მეუღლე: თინათინ გურიელი,
შამხლის ასული
შვილები: გიორგი, იესე, ალექსანდრე II, ელმირზა, ვახტანგი, ერეკლე, თეიმურაზი, დავითი, ბაგრატი, ხოსრო, ნიკოლოზი, ელენე, ქეთევანი, თეკლა, ნესტან-დარეჯანი[1]
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი II
დედა: ელენე დედოფალი
ხელმოწერა:

1574 წელს ლევანი გარდაიცვალა და მის მემკვიდრეებს შორის ბრძოლა ატყდა ტახტის დაუფლებისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. I, თბ., 1991, გვ. 320-321
წინამორბედი:
გიორგი II (გიორგის შემდეგ, 1513–1520 წლებში, კახეთი ქართლის მეფეებს ეკავათ)
კახეთის მეფე
1918/1520-1574
შემდეგი:
ალექსანდრე II