ლაშა ბაქრაძე

ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მსახიობი

ლაშა ბაქრაძე (დ. 27 იანვარი, 1965, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი და გერმანისტი. პირველი საქართველოდან ოფიციალურად აკრედიტებული ჟურნალისტი ბერლინში,[3] ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,[4] საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანადამაარსებელი და გამგეობის წევრი.

ლაშა ბაქრაძე

ლაშა ბაქრაძე 2016 წელს
დაბადების თარიღი 27 იანვარი, 1965 (1965-01-27) (59 წლის)[1]
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის 151-ე სკოლა
ალმა-მატერი
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, გერმანისტი, მსახიობი, ჟურნალისტი
დამსაქმებელი
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: აკაკი ბაქრაძე[2]
დედა: ნელი რუსიშვილი
ჯილდოები გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია

გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, ლაშა ბაქრაძე, აგრეთვე წარმატებით მოღვაწეობს კინოში. იგი ცნობილია გერმანულ ფილმებში შესრულებული როლებით.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

ლაშა ბაქრაძე დაიბადა თბილისში, ცნობილი კრიტიკოსის, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწის აკაკი ბაქრაძისა და ტელე- და რადიორეჟისორის ნელი რუსიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 151-ე სკოლა 1982 წელს. 1983-1985 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.[5]

1985 წელს სწავლა განარგძო იენის უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა დიპლომი გერმანისტიკასა და პედაგოგიკაში (1989). შემდგომში სწავლობდა თეოლოგიას ბერნის უნივერსიტეტში (1990-1991) და პოლიტიკურ მეცნიერებებს პოტსდამის უნივერსიტეტში (1992-1994). თანამედროვე ისტორიის დარგში დისერტაციაზე მუშაობა დაიწყო ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (1994-1996). 1997-1998 წლებში სტაჟირებას გადიოდა ვენის უნივერსიტეტში.[6] 2002 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადაქტორო დისერტაცია თამაზე — „გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს“. 2007 წელს ქართული ემიგრაციის არქივებზე სამუშაოდ იმყოფებოდა პარიზში და იყო სტაჟირებაზე სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში (ფრანგ. L'École des hautes études en sciences sociales).

სამუშაო გამოცდილება

რედაქტირება

1992-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს რადიოს კორესპონდენტად ბერლინში. 1996-2001 წლებში იყო კულტურისა და მეცნიერების პროგრამის რეფერენტად გოეთეს ინსტიტუტში თბილისში. 2003-2004 წლებში საერთაშორისო ურთიერთობებს აშუქებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში; 2006-2010 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოდოკუმენტების შენახვისა და კონსერვაციის განყოფილებას.[3] იგი საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიდა, რომელთა შორისაა თბილისის სამხატვრო აკადემია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი და ბიზნესის სკოლა ESM. 2009 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოციარებული პროფესორია, ხოლო 2010 წლიდან — საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.[7]

2010 წელს ლაშა ბაქრაძემ რამდენიმე ისტორიკოსთან, ჟურნალისტთან და მკვლევართან ერთად დააფუძნა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.[8]

იგი არის ასამდე საგაზეთო და საჟურნალო პუბლიკაციის ავტორი. წაკითხული აქვს ასობით საჯარო ლექცია და მოხსენება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. სხვადასხვა ქვეყნის არქივებში მუშაობის შედეგად 2010 წელს გამოსცა წიგნი — „გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს“.[9]

ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მას 2014 წელს მიენიჭა გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია.[10]

სამსახიობო კარიერა

რედაქტირება

ლაშა ბაქრაძის დებიუტი კინოში შედგა 2000 წელს, მას შემდეგ რაც მიწვეული იქნა გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმში „Lost Killers“.[11] ფილმს წილად ხვდა მაღალი შეფასებები კინოკრიტიკოსებისაგან.[6] მას შემდეგ მან განასახიერა რამდენიმე მთავარი და მეორეხარისხოვანი როლი გერმანულენოვან ფილმებში, რომელთა შორისაა „Schussangst“ (2003),[12] „God Of Happiness“,[13] „Spuren der Rache“[14] და სხვა.

2002 წელს ლაშა ბაქრაძემ დაწერა სცენარი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმისთვის „ტბა“, რომელშიც აღწერილია 1992 წლის სამოქალაქო ომის მოვლენები.[15][16]

2002-2003 წლებში გაიარა ერთწლიანი სცენარისტების სკოლა ბავარიის ტელერადიომაუწყებლობის სასცენარო კურსებზე მიუნხენში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი სახელწოდება როლი
2000 Lost Killers მერაბი
2002 მფ An Erotic Tale ნიკო
2003 Schussangst ალბანელი
2003 Die Fabrik ფრანცი
2007 Commissario Laurenti ადვოკატი რომანი
2008 მედიატორი ექიმი
2010 The Avatrix Of Kazbeg ინჯია
2011 The Breeder გაეროს ჯარისკაცი
2015 God Of Happiness გიორგი
2016 ტფ Spuren der Rache აბუ ბაჰირი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • „სტალინის თავსატეხი: პოსტსაბჭოთა საზოგადოებრივი აზრის ანალიზი“, 96 გვ., „სეზანი“, თბ., 2013 წელი — ISBN 978-9941-0-5391-7
  • „ტერორის ტოპოგრაფია: საბჭოთა თბილისი“ (რედაქტორი), 184 გვ., თბ., 2011 წელი — ISBN 978-9941-0-3939-3
  • საჯარო ლექციები ეროვნულ ბიბლიოთეკაში = Public lectures (თანაავტორი), „ეროვნული მწერლობა“. 372 გვ., თბ., 2009. — ISBN 978-9941-0-0520-6
  • „გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს (ქართული ეროვნული კომიტეტის საქმიანობა 1914-1918 წწ.)“, 327 გვ., „პეგასი“, თბ., 2009 წელი — ISBN 978-9941-9113-1-6

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების პროექტი", გვ.21, თბილისი, 2007.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Лаша бакрадзе. kinopoisk.ru. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2020.
  2. ლაშა ბაქრაძე. „ესპერსონა“. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2020.[მკვდარი ბმული]
  3. 3.0 3.1 ლაშა ბაქრაძე. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2020.
  4. ლაშა ბაქრაძე. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2020.
  5. Rencontre avec Olivier Rolin et Lasha Bakradze. Institutfrancais.ge (21 მარტი, 2017). ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2020.
  6. 6.0 6.1 ლაშა ბაქრაძე — Curriculum Vitae. გოეთეს ინსტიტუტი. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2020.
  7. ლაშა ბაქრაძის მოკლე ბიოგრაფია. ჰაინრიხ ბიოლის ფონდი. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2020.
  8. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ისტორია. Sovlab.ge/. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2020.
  9. ჯიმშერ რეხვიაშვილი. (16 სექტემბერი, 2010) თავისუფლება, რომელიც ისე არ მოდის (ქართულ-გერმანული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს). „რადიო თავისუფლება“. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2020.
  10. ლაშა ბაქრაძე გივი მარგველაშვილის სახელობის პრიზის წლევანდელი ლაურეატია. Edu.aris.ge (3 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2020.[მკვდარი ბმული]
  11. Lasha Bakradze. filmportal.de. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2020.
  12. ლაშა ბაქრაძის ფილმოგრაფია. csfd.cz. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2020.
  13. God Of Happiness : Bild Elie James Blezes, Lasha Bakradze. Filmstarts.de (14 ივლისი, 2015). ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2020.
  14. Spuren der Rache. tvspielfilm.de (დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2020.
  15. „ტბა“. ეროვნული ფილმოგრაფია. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2020.[მკვდარი ბმული]
  16. Tba (2002). კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2020.