ლაშარის ჯვრის ნიში (ტუშურები)

ლაშარის ჯვრის ნიში — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების სამხრეთით, 0,3 კილომეტრზე, აგებულია XX საუკუნეში. ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. სიმაღლე 1,9 მეტრია. სალოცავი გეგმით კვადრატულია (1,35×1,35 მეტრი). მასიური ნაგებობაა. დასავლეთით (მიწის დონეზე) თაღოვანი ნიში აქვს, სამხრეთითა და აღმოსავლეთით კი, თითო სწორკუთხა ნიში. დასავლეთ წახნაგის ზემო ნაწილში წყობიდან ოდნავ შვერილი ოთხი აგურით ჯვარია გამოყვანილი. ნაგებობას კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა რედაქტირება