ლაურა პაუზინი (იტალ. Laura Pausini; დ. 16 მაისი, 1974, ფაენცა) — იტალიელი პოპ, როკ მომღერალი, გრემის არაერთგზის მფლობელი. სიმღერებს ასრულებს რომანულ და ინგლისურ ენებზე.

ლაურა პაუზინი
Laura Pausini

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 16 მაისი, 1974
დაბ. ადგილი ფაენცა[1]
ჟანრ(ებ)ი პოპ,
როკ
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1993-დღემდე
ხელმოწერა
საიტი www.laurapausini.com
ლაურა პაუზინი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლაურა პაუზინი დაიბადა 1974 წლის 16 მაისს ფაენცაში, რავენას პროვინციაში, და გაიზარდა სოლაროლოში. არის ბარის მომღერლის ფაბრიციო პაუზინის და საბავშვო ბაღის მასწავლებლის ჯანა ბალარდინის უფროსი შვილი. ჰყავს უმცროსი და — სილვია (დ. 1977). ლაურა ბავშვობიდან მამასთან ერთად ბარებში და კაფეებში გამოდიოდა. 1986 წელს პირველად გავიდა სცენაზე მარტო. მღეროდა ბარბრა სტრეიზანდის, ელა ფიცჯერალდის, ტინა ტერნერის, ლაიზა მინელის და ედიტ პიაფის სიმღერების რეპერტუარს.

ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული. მღერის ესპანურ, პორტუგალიურ, ინგლისურ, ფრანგულ, კატალონიურ ენებზე და ასევე სხვა მომღერლებთან ერთად, რომელთა შორის არიან: მადონა, ელენ სეგარა, ფილ კოლინზი, მაიკლ ჯექსონი, შარლ აზნავური, კაილი მინოუგი, მიგელ ბოსე, ივეტ სანგალო, გლორია ესტეფანი, ალეხანდრო სანცი, რეი ჩარლზი, ჯოშ გრობანი, ჯეიმზ ბლანტი, ხუან გაბრიელი და სხვა.

კარიერის დასაწყისში იგი ძირითადად მღეროდა თინეიჯერების პრობლემებსა და სასიყვარულო ისტორიებზე, ხოლო 1998 წლიდან, ალბომით „My Answer“, მან დაიწყო საკუთარი თავის ჩამოყალიბება, როგორც უფრო მოწიფულმა მომღერალმა. კრიტიკოსები აქებენ მის უბრალოებას და ძლიერ, დამახასიათებელ ხმას.

პაუზინის რეპერტუარი ეფუძნება იტალიურ მელოდიას, რომელიც ვითარდებოდა მუსიკალურ სტილში მთელი მისი კარიერის განმავლობაში ლათინური მუსიკის, პოპ როკის, სვინგის და საცეკვაო პოპის გავლენით.

მისი კარიერა დაიწყო 1993 წელს, გაიმარჯვა სან-რემოს ფესტივალზე ახალი წინადადებების განყოფილებაში სიმღერით „La solitudine“.[2] ამავე წლის მაისში გამოუშვა თავისი პირველი ალბომი, სახელწოდებით „Laura Pausini“.[3] 1994 წელს ის კვლავ გამოვიდა სანრემოს ფესტივალზე და მოიპოვა მესამე ადგილი სიმღერით „Strani amori“.[4] 26 თებერვალს გამოუშვა თავისი მეორე ალბომი — „Laura“, რომელიც შეიცავს სიმღერას სან-რემოდან. შედეგად 1994 წელს გახდა მომღერალი ყველაზე მეტი გაყიდვებით. ფესტივალის ჩანაწერები აღწევს საერთაშორისო ბაზარს ევროპის მრავალ ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ლათინურ ამერიკაში, ხდება ყველაზე ცნობილი იტალიელი მომღერალი. ზაფხულში იგი მონაწილეობს „Festivalbar 1994“-ში სიმღერით „Gente“. იღებს ევროპის ჯილდოს, როგორც იტალიელი მომღერალი, რომელსაც ყველაზე მეტი გაყიდვები ჰქონდა მსოფლიოში და გამოდის ევროპის ტურნეზე 1994 წელს. 1994 წლის 22 ნოემბერს მან გამოსცა „Laura Pausini“ — მისი პირველი ალბომი ესპანურად. ის პირველი ორი იტალიური ალბომის ანთოლოგიაა.[5]

FIMI-ს და Rai-ს შეფასებით, მომღერალმა მსოფლიოში გაყიდვებით გადააჭარბა 70 მილიონ ჩანაწერს და მოიგო 226 პლატინის დისკი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და აღიარება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო დონეზე.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

პაუზინიმ 1995 წელს დატოვა მშობლიური ქალაქი და მილანში გადავიდა თავის პარტნიორთანმ ალფრედო სერუტისთან (უმცრ.) ერთად, რომელიც ამავე დროს მისი მენეჯერი და პროდიუსერიც იყო.[6] მათი ურთიერთობა 2002 დასრულდა. ამის შემდეგ, 2005 წლამდე ლაურა ახალ მენეჯერს, გაბრიელე პარიზის ხვდებოდა.

2005 წლიდან პაუზინი იტალიელ გიტარისტს, კომპოზიტორს, მუსიკოსს და პროდიუსერს — პაოლო კარტას ხვდება. მათ 2013 წელს გოგონა შეეძინათ.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება