ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლაკია (რუს. лак) — უძველესი ეთნიკური რეგიონი დაღესტანში. მისი ისტორიული დედაქალაქია ყუმუხი, რომელიც გახლავთ რეგიონის ერთ-ერთი უძველესი კულტურული და რელიგიური ცენტრი. ლაკიას ეთნიკური ენაა ლაკური.

ლაკიას ტერიტორია

სპარსეთის იმპერია ძვ.წ V საუკუნეში

რედაქტირება
 
ლაკების დროშა

ისლამის ენციკლოპედიის მიხედვით, ლაკების წინაპრებს ძველი ბერძნები უწოდებდნენ: „Ligyes-ს (Λίγυες), Legaes-ს (Λήγας) და Leges -ს (Λήγες)".[1] ჰეროდოტე თავის ისტორიებში მოიხსენიებს მათ, როგორც კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ტომს. მათ მეთაური იყო აქემენიდების უფლისწული გობრიასი, რომელიც მონაწილეობა მისი ნახევარძმის ქსერქსეს ბრძოლებში საბერძნეთში ძვ.წ. 480 წელს.[2]

სპარსეთის შემოსევები V-VI სს

რედაქტირება

VI საუკუნეში, ხანგრძლივი ომის შემდეგ, სასანიანთა იმპერიამ აიღო აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასია. 552 წელს ხაზარები შეიჭრნენ კავკასიაში და დაიკავეს დაღესტნის ჩრდილოეთი ვაკეები. სპარსეთის მმართველმა შაჰმა ხოსრო I ანუშირვანმა დაიწყო დერბენტის ციხის მშენებლობა, რათა დაეცვა თავისი ქონება მომთაბარეების მოსალოდნელი შემოსევებისგან. ხოსრო I-მა დანიშნა ადგილობრივი მმართველი ყუმუხში.[3]

არაბთა შემოსევები VII-VIII სს

რედაქტირება

VII-VIII საუკუნეებში არაბი დამპყრობლები განუწყვეტლივ ცდილობდნენ ფეხის მოკიდებას დაღესტანში, რათა შეენარჩუნებინათ პოლიტიკური ჰეგემონია ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში. ხანგრძლივი ომის დასასრულს (730-740 წწ.) არაბთა ჯარებმა აიღეს მთიანი დაღესტანი. არაბთა შემოსევების დროს და შემდგომ პერიოდში დაღესტანში არსებობდა ისეთი სამთავროები, როგორიცაა ტაბასარანი, დარგინი, ლაკი და ავარი.[4][5][6]

შამხალათთა მმართველობა VIII-XVII სს

რედაქტირება

VIII საუკუნის შუა ხანებში ყუმუხი შეუერთდა არაბთა ხალიფატს. არაბებმა ყუმუხში ააშენეს მეჩეთი და დანიშნეს თავიანთი მმართველი „შამხალი“.[7][8] 1239 წელს მონღოლ-თათრებმა აიღეს ყუმუხი. XIII საუკუნეში ყუმუხის მმართველებმა მიიღეს ისლამი. 1396 წელს თემურლენგმა გამართა ომი ყაზი-ყუმუხის მმართველთან. XV საუკუნეში რეგიონში გაიზარდა მმართველების, ანუ შამხლების პოლიტიკური გავლენა. შემდეგ 1642 წელს შამხალათი დამოუკიდებელ სამთავროებად დაიშალა.

სახანოების მმართველობა XVII-XIX სს

რედაქტირება

1642 წელს შეიქმნა გაზიკუმუხის სახანო, რომელსაც მართავდა უზენაესი საბჭო. ის შედგებოდა ვაზირების, მთავარი ყადების, მეომრებისა და მმართველისგან. ყაზი-ყუმუხის მმართველები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ შირვანსა და დაღესტანში ანტი ირანულ მოძრაობაში. 1725 წელს სურხაი-ხან მე გახდა შირვანისა და ყაზი-ყუმუხის ხანი. 1734-1741 წლებში ყაზი-ყუმუხში სამჯერ შეიჭრა სპარსეთი. 1738 წელს მურთაზალი-ხანმა დაამარცხა სპარსელები დარიაში, შემდეგ კი 1741 წელს ანდალალში. მოგვიანებით სახანო იბრძოდა რუსეთთან და 1820 წელს რუსეთმა აიღო ყაზი-ყუმუხი.

1877 წლის აჯანყება

რედაქტირება

1877 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებისთანავე, თურქეთის მხარდაჭერით ჩეჩნებმა, ინგუშებმა და დაღესტნელებმა მოაწყვეს აჯანყება. ლაკებმა აიღეს მთავარი ციხე-სიმაგრე ყაზი-ყუმუხში და აღადგინეს სახანო. მმართველად აირჩიეს აგლარ-ხანის ვაჟი ჯაფარ-ბეკი. მისი მეთაურობით მცირე ჯარებმა ალყა შემოარტყეს რუსეთის ციხეებს გუნიბსა და ლევაშში, მაგრამ მძიმე ბრძოლების შემდეგ უკან დაიხიეს.[9] რუსეთის მიერ ცუდახარის, ყაზი-ყუმუხისა და სოგრატლის დაბრუნებისა და აჯანყების „წამქეზებელთა“ სიკვდილით დასჯის შემდეგ, ბევრი გადაასახლეს რუსეთის იმპერიის შორეულ პროვინციებში. ზოგიერთმა ტყვემ მოახერხა გაქცევა ირანში, ინგლისსა და ოსმალეთის იმპერიაში.[10]

მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება

1944 წლის ზაფხულში ლაკების ნაწილი იძულებით გადაასახლეს და დაანგრიეს მათი სახლები. ასევე იძულებით გადაასახლეს ეთნიკური ავარები და კუმიკები.[11][12]

მეორე მსოფლიო ომის დროს წითელ არმიაში მრავალი ლაკი იბრძოდა და მათგან ხუთს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება - გაჯ ბუგანოვი, რამაზან კუზნეცოვი, ცახაი მაკაევი, რიზვან სულეიმანოვი და იაკოვ სულეიმანოვი. ემიგრანტი ჯარისკაცი გასან-გუსაინ კამალოვი გახდა იტალიის ეროვნული გმირი, ხოლო გუსაინ კუშაევი საფრანგეთის. საერთო ჯამში, ომის დროს გენერლის სამხედრო წოდებას მიიღო რვა ლაკმა: მიხაილ ხალილოვი, აჰმედ სულეიმანოვი, სალიხ ხალილოვი, ვიაჩესლავ ხალილოვი, ისა პირმაგომედოვი, ეფენდი მაგომედოვი, ლევ კუნბუტაევი და იმანალი შტანჩაევი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თარგი:Cite encyclopaedia
  2. Herodotos, VII.72.
  3. Gadzhimuradov, М. Т.; Magomedov, L. P. (2007) История Дагестана (ru). Makhachkala: IP Ovchinnikov, გვ. 47. ISBN 978-5-90401-737-8. 
  4. Aliev, B. G. (1957). Очерки истории Дагестана (ru). Makhachkala: Dagestanskoye knizhnoye izd-vo, გვ. 45, 51, 76. ; Gasanov, M. R. (2008) Дагестан и народы Кавказа в V—XV веках (ru). Makhachkala: Dagestanskoye knizhnoye izd-vo, გვ. 47. 
  5. Halifa ibn Hayyat records that Marwan attacked and conquered Gumik and Khunzakh. See: Beilis, V. M. (1998). Сообщения Халифы ибн Хаййата ал-Усфури об арабо-хазарских войнах в VII — первой половине VIII в. (ru), გვ. 43. 
  6. Marshaev, R.; Butaev, B. (1992) История лакцев (ru). Makhachkala. 
  7. Derbent-nameh writes: "After Abu Muslim fortified Derbent in the best way, he went with the army to Kumuk. The Beks of Kumuk waged battles, bloody fights, but in the end the Kumuk beks were defeated, and many infidels died. When Kumuk was taken, those who became Muslims were left with their property while those who refused to convert to Islam were slaughtered and plundered. At the highest point of the city [Kumuk] a Juma mosque was constructed. In a few blocks mosques were made. The ruler of Kumuk became the sepahsalar of Abu Muslim — the grandson of Abdallah, the son of Abdalmuttalib from the tribe of Quraysh" (Kaz: "appointed for them a ruler and commander [named] Shakhbal, the son of Abdullah, son of Abbas"). See: Shikhsaidov, A. R. (1969). Ислам в средневековом Дагестане (VII—XV вв.) (ru). Makhachkala, გვ. 97—98. 
  8. A. K. Bakikhanov records: "In 115 (734) Hisham appointed his brother Abu Muslim to undertake the management of Armenia, Azerbaijan, and Shirvan and gave him 24,000 Syrians and Arabs so that he could put the affairs of Dagestan in order. It can be assumed that this Abu Muslim is the very Maslama whom we discussed earlier. Probably copyists distorted his name or Abu Muslim — is his kunya, the nickname given by Arabs to honorable persons. Be that as it may, Abu Muslim arrived in Derbent to rebuild the walls and ramparts of the fortress ... Arranging thus the affairs of Derbend, Abu Muslim then went to Kumuk. After several battles the emirs and the residents of that region begged for mercy and accepted Islam. The main mosque and other buildings constructed in Kumuk by him are still there today. He left there a ruler, Shakhbal ibn Abdallah ibn Qasim Ibn Abdallah Ibn Abbas (uncle of the Prophet Muhammad), and appointed with him a qadi to teach the people the rites of the new faith". Abu Muslim "ordered [Shakhbal, Maisum, Utsmi] to make defence with united forces in the event of a Khazar invasion and to prevent the Khazar traders from approaching Derbent .. Following these instructions of Abu Muslim, caliph Hisham himself arrived in Derbent". See: Bakikhanov, A. K.. Гюлистан и Ирам: Период второй 644-1258 г. (ru). 
  9. „Из истории восстания 1877 года“ [Of the history of the uprising of 1877]. Литературный Дагестан [Literary Dagestan] (რუსული) (2): 81. 1990.
  10. Bulatova, A. G. (2000). Лакцы (XIX — нач. XX вв.). Историко-этнографические очерки (ru). Makhachkala. 
  11. ГУ ЦГА РД. Ф. р-168. Оп. 35. Д. 21. Л. 189, 191.
  12. Kurbanov, M. R.; Kurbanov, Zh. M. (2001) Дагестан: депортация и репрессии (ru). Makhachkala: Dagestanskoe knizhnoe izdatelʹstvo. ISBN 978-5-29700-583-9. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაკიის_ისტორია“-დან