ავრილ ლავინი
ავრილ რამონა ლავინი (ინგლ. Avril Ramona Lavigne, დ. 27 სექტემბერი, 1984) — კანადელი მომღერალი, მუსიკოსი და სიმღერების ავტორი. მისი კარიერა დაიწყო 12 წლის ასაკში. ავრილმა საკუთარი ძალებით შეისწავლა გიტარაზე დაკვრა. 16 წლის ასაკში, მომავალ წარმატებაზე ოცნებისას, გადასახლდა ნიუ-იორკში. ლეიბლი Arista მისი მონაცემებით მხოლოდ მაშინ დაინტერესდა, როდესაც ლავინი იმედგაცრუებული კანადაში დაბრუნებას აპირებდა. მასთან გაფორმდა სამწლიანი კონტრაქტი.
ავრილ ლავინი | |
---|---|
ავრილ ლავინის გამოსვლა ბრაზილიაში, 2014. | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ავრილ რამონა ლავინი |
დაბ. თარიღი |
27 სექტემბერი, 1984 ბელვილი, ონტარიო, კანადა |
დაბ. ადგილი | ნაპანი, ონტარიო, კანადა |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-როკი, პაუერ პოპი, პოპ პანკი |
საქმიანობა | მომღერალი-სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, მოდის დიზაინერი, ფილანტროპი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო, დასარტყმელი საკრავები |
აქტიური | 1998–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Arista, RCA |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Squier Signature Telecaster | |
ხელმოწერა | |
საიტი | |
ავრილ ლავინი ვიკისაწყობში |
1 წლის შემდეგ გამოვიდა ავრილის სადებიუტო ალბომი Let Go (2002). მისი გაყიდვების ტირაჟმა 8 000 000-ს მიაღწია. 17 წლის ასაკში ავრილი ჩარტების სათავეში მოექცა. 8 კვირის განმავლობაში მისი სიმღერა Complicated ჩარტების პირველ ათეულებში იმყოფებოდა. 2 კვირის განმავლობაში ავრილმა შექმნა 12 სიმღერა, რითაც ყველა გააოცა. ეს კომპოზიციები მოხვდა მის შემდეგ სტუდიურ ალბომში Under My Skin. მისი გამოცემა დაემთხვა ავრილის ცხოვრებაში რთულ ეტაპს, როდესაც იგი იმედგაცრუებული იყო უიღბლო სიყვარულის გამო.
21 წლის ასაკში მან იქორწინა ჯგუფის Sum 41 სოლისტ დერეკ უიბლისთან, რომელსაც 2009 წელს გაშორდა. უიბლი იყო ავრილის მესამე სტუდიური ალბომის The Best Damn Thing თანაპროდიუსერი. ლავინის მეოთხე ალბომი, Goodbye Lullaby, 2011 წლის მარტში გამოვიდა. 2010 წელს ფილმის ალისა საოცრებათა ქვეყანაში საუნდტრეკში მოხვდა ავრილის სიმღერა Alice.
ამჟამად ლავინი არა მხოლოდ მუსიკოსია. იგი არის ტანსაცმლის ხაზის Abbey Dawn ავტორი, გამოშვებული აქვს სუნამოები Black Star და Forbidden Rose. 2009 წელს ავრილის ინიციატივით ნიუ-იორკში მოეწყო მოდის კვირეული.
2010 წლის თებერვალში ავრილმა გაიცნო ბროდი ჯენერი, რომელსაც ამჟამად ხვდება.
დისკოგრაფია
რედაქტირება- Let Go (2002)
- Under My Skin (2004)
- The Best Damn Thing (2007)
- Goodbye Lullaby (2011)
- Avril Lavigne (2013)
- Head Above Water (2019)
- Love Sux (2022)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება