ლაბრა (ლაბრის თემი)
სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ლაბრა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე თოუმიშის ნაპირზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 80 მ, ოჩამჩირიდან 14 კმ, ტამიშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 6 კმ.[1] სახელწოდება ქართულია, სვანურად „დაბნელების ადგილს“ ნიშნავს. გადატანითი მნიშვნელობით – უბედურების ადგილს, მზის დაბნელების ადგილს. წყაროებში დამოწმებულია XIX საუკუნის 30-იან წლებიდან (ა. ნორდმანი).[2] 1923-1924 წლებში კოდორის მაზრაში შეიქმნა ლაბრის სასოფლო საბჭო.[3] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 96.
- ↑ ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 122.
- ↑ ბ. ხორავა, ნ. ჭანტურია, აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1921-1991 წლებში, თბილისი: უნივერსალი, 2019. — გვ. 26, ISBN 978-9941-26-675-1.
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-05-07.