კუშჩი (წალკის მუნიციპალიტეტი)
კუშჩი (ყოფილი გველფარეხა) — სოფელი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ქციის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1540 მ, წალკიდან 24 კმ.
სოფელი | |
---|---|
კუშჩი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წალკის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°36′42″ ჩ. გ. 43°53′51″ ა. გ. / 41.61167° ჩ. გ. 43.89750° ა. გ. |
ადრეული სახელები | გველფარეხა |
ცენტრის სიმაღლე | 1540 მ |
მოსახლეობა | 532[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაკუშჩი უწოდეს XIX საუკუნის 30-იან წლებში სოფელში დასახლებულმა ბერძნებმა. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მერძევეობა და მეკარტოფილეობა. კუშჩის სასოფლო საბჭო მოიცავდა სოფლებს კუშჩი, ბურნაშეთი, ოზნი, ოლიანგი ყიზილქილისა, ჯინისი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 532 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014[1] | 532 | 252 | 280 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 91.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.