კუშჩის ორმოსამარხი

კუშჩის ორმოსამარხიორმოსამარხი, მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშჩში. გაითხარა 1939 წელს (ხელმძღვანელი ბორის კუფტინი), რომელშიც აღმოჩნდა ძვ. წ. VII საუკუნის ნივთები (ბრინჯაოს მასიური კვერთხისთავი, ორფრთიანი ყუნწიანი ისრისპირები და სხვ.) მ. შ. სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ტიპის რკინის მსხვილი ორკაპა კოტით. 1947 წელს იქვე გაითხარა ქვაყუთი და ქვებშემოწყობილი 4 ორმოსამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა ადრინდელი ანტიკური ხანისათვის დამახასიათებელი მასალა (თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და ვერცხლის სასაფეთქლე რგოლები, ბრინჯაოს და რკინის ზურგშეზნექილი სამაჯურები, ვერცხლის ფარაკიანი ბეჭედი, ფერადი ქვებისა და მინის მძივები...) ქვაყუთში (ძვ. წ. IV საუკუნის I ნახევარი) სხვა ნივთებთან ერთად ნაპოვნია შავი მინის ცილინდრული უნიკალური სანელსაცხებლე, აგრეთვე მოყვითალო ანგობით დაფარული და წითელი წერნაქით მოხატული 2 თიხის დოქი, რომლებიც საქართველოში აღმოჩენილი ადრინდელი ანტიკური ხანის უძველესი მოხატული ჭურჭლებია.

ლიტერატურა

რედაქტირება