ბერთა (წალკის მუნიციპალიტეტი)

(გადამისამართდა გვერდიდან ოლიანგი)

ბერთა (2010 წლის 16 ნოემბრამდე„ოლიანგი“[2] ან გოლიანქი[3], ისტ. სახელწ. — მაჩვთა) — სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ბერთა).

სოფელი
ბერთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°36′45″ ჩ. გ. 43°52′29″ ა. გ. / 41.6126083° ჩ. გ. 43.8749444° ა. გ. / 41.6126083; 43.8749444
ადრეული სახელები ოლიანგი
ცენტრის სიმაღლე 1550
მოსახლეობა 152[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 89,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ბერთა (წალკის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბერთა (წალკის მუნიციპალიტეტი)
ბერთა (წალკის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
ბერთა (წალკის მუნიციპალიტეტი)
ბერთა (წალკის მუნიციპალიტეტი) — წალკის მუნიციპალიტეტი
ბერთა (წალკის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს წალკის ქვაბულში. ზღვის დონიდან 1550 მ, წალკიდან 26 კმ.

სოფელს წარსულში, როგორც ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) რუკიდან ჩანს, მაჩვთა ერქვა. თურქეთიდან XIX საუკუნის I ნახევარში გადმოხვეწილმა და აქ დასახლებულმა ბერძნებმა შეარქვეს გოლიანქი (ნიშნავს ტბის, გუბის ეკლესიას). შედიოდა კუშჩის სასოფლო საბჭოში. 2010 წელს ეწოდა ბერთა.

სოფელში შემონახულია შუა საუკუნეების ეკლესია. თლილი ქვით შემოზღუდული გუბურის ნაწილი ეკლესიის ქვეშაა მოქცეული; მიწიდან ამოსული ნაკადული ეკლესიის ქვეშ გროვდება, შემდეგ გადმოდის ღია ნაწილში (გუბურა სავსეა კალმახებით, რის გამოც ეკლესიას „კალმახის საყდარსაც“ უწოდებენ). გუბურაზე დადგმული, გეგმით მართკუთხა, თლილი ქვით ნაშენი ეკლესია ფორმის მიხედვით ადრინდელი ქრისტიანული ხანის ძეგლებს ჰგავს. თრიალეთის მოსახლეობის რწმენით, კალმახი წმინდა თევზად ითვლება, მას დიდი მოწიწებით ეპყრობიან, სჯერათ ავადმყოფებზე მისი სასწაულებრივი ზემოქმედებისა და ხშირად მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ. ამჟამად აქ მამათა მონასტერია. ეკლესიიდან დაახლ. 200 მ-ზე, მეორე კალმახიანი გუბურაცაა, მის ირგვლივ ძველი ნაგებობის ნანგრევებია.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 405
2014   152 83 69

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 504.
  • ჩიქოვანი თ., თრიალეთი, თბ., 1976;
  • Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в.4, Тфл., 1913
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N925, 2010 წლის 16 ნოემბერი
  3. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 84.
  4. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2011-05-12.