კუბენსკი (რუს. Кубенское озеро) — ტბა რუსეთში, ვოლოგდის ოლქში. 1917 წლიდან გადაიქცა წყალსაცავად. ფართობი 648 კმ². სიღრმე 3,5 მეტრი, სიგრძე 60 კილომეტრი, სიგანე 15 კილომეტრი. მდებარეობს 109 მეტრ სიმაღლეზე. ნაპირები დაბალი აქვს. შერეული საზრდოობისაა. დონეების რყევა 1,5 მეტრამდეა. იცის ძლიერი ღელვა. იყინება ოქტომბერ-ნოემბერში, ყინულძვრა აპრილის ბოლოსა და მაისშია. ტბიდან გამოდის მდინარე სუხონა, შედის ვოლგა ჩრდილო დვინის წყლის გზის სისტემაში. ტბაში განვითარებულია თევზჭერა.

კუბენსკის ტბა
Кубенское озеро
კუბენსკის ტბა
კუბენსკის ტბა
კოორდინატები: 59°38′25″ ჩ. გ. 39°26′49″ ა. გ. / 59.64028° ჩ. გ. 39.44694° ა. გ. / 59.64028; 39.44694
მდებარეობა ვოლოგდის ოლქი
სიმაღლე ზღვის დონიდან 109 
სიგრძე 60 კმ
ფართობი 648 კმ²
კუბენსკის ტბა — რუსეთი
კუბენსკის ტბა

ლიტერატურა

რედაქტირება