კრედიტინფო საქართველო

„კრედიტინფო საქართველო“ — საკრედიტო ინფორმაციის ბიურო, რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკრედიტო ინფორმაციის გენერირება/მართვა, საკრედიტო ანგარიშების/რეპორტების წარმოება-გაცემა, ასევე ინფორმაციული ხელშეწყობა საფინანსო ინსტიტუტებისადმი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საფინანსო მომსახურების გაცემისას. კომპანია დაფუძნდა 2005 წლის თებერვალში, რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოების სახით.

კრედიტინფო საქართველო
ტიპი სააქციო საზოგადოება
დარგი საბანკო-საფინანსო
დაფუძნდა 2005
სათავო ოფისი თბილისი, საქართველო
პროდუქცია საკრედიტო ინფორმაცია

2002 წელს დაფუძნდა ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იყო ბიზნეს-ინფორმაციის ტექნოლოგიების მოძიება/დანერგვა შემდგომში საკრედიტო ბიუროს ფუნქციონირების დასაწყებად. ორგანიზაციას ეწოდა „ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო“; ლათ. აბრივიატურა - NCIB. (დამფუძნებლები: შპს. „ჯორჯია და ჯორჯია“ და ა. კუკავა).

2004 წელს მოხერხდა საქმიანი კონტაქტის დამყარება ისლანდიურ კომპანიასთან Creditinfo Group hf (ყოფილი Lānstraust International), კერძოდ მის ხელმძღვანელთან რაინერ გრეტარსონთან. მოგვიანებით, Creditinfo Group როგორც ბრენდი, მისივე სწრაფად პროგრესირებადი პროგრამული ტექნოლოგიებით, ს.ს. „კრედიტინფო საქართველოს“ წამყვანი დანფუძნებელი პარტნიორი გახდა.

საქართველოში საკრედიტო ბიუროს ჩამოყალიბების საქმეში უნდა აღინიშნოს საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების პოზიტიური როლი. სწორედ მათი რეკომენდაციებით საკრედიტო ბიუროების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 1998 წელს დაიწყო.

2002 წლის ივნისში მსოფლიო ბანკის მისიამ წარადგინა ერთგვარი ანგარიში, სადაც დეტალურად იყო განხილული ქართული საფინანსო სექტორის მდგომარეობა, მისი განვითარების სპეციფიკა და ტენდენციები. მისიის დასკვნით, ქართული საბანკო სექტორი, რომელიც იმ დროისათვის წარმოდგენილი იყო 26 ბანკით, განვითარების საკმაოდ დაბალ საფეხურზე იმყოფებოდა. შეზღუდული იყო საბანკო პროდუქტების მრავალფეროვნება, დაბალი იყო ბანკებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხი. აღინიშნა ის გარემოებაც, რომ ამ სექტორის მდგრადობა და ასევე გამჭვირვალეობის ზრდა, შეუძლებელი იქნებოდა გამართულად ფუნქციონირებადი საკრედიტო ბიუროს გარეშე. 2000-2003 წლების განმავლობაში, არაკეთილსინდისიერი გადამხდელების გამო, საქართველოს საბანკო სექტორის მიერ მიღებული ზარალი 109 მილიონ ლარს შედგენდა, რაც იმ დროს ბაზარზე მოქმედი მსხვილი ბანკის აქტივების ტოლი იყო. ამ მისიის რეკომენდაციით უნდა შექმნილიყო გარკვეული „მსესხებელთა რეესტრი“, სადაც განთავსდებოდა საფინანასო ინფორმაცია და მოხდებოდა ამ ინფორმაციის გაცვლა საფინანასო ინსტიტუტებს შორის. მათი რეკომენდაციით ამ პროცესზე ზედამხედველობა უნდა გაეწია ქვეყნის ეროვნულ ბანკს, შესაბამისი ახალი რეგულაციების მეშვეობით.

2002 წლის სექტემბერ-ოქტომბერში USAID-ის ხელშეწყობით ჩატარდა ტრეინინგი რომელშიც 4 ქართული ბანკის (თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, თბილუნივერსალ ბანკი) და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ტრეინიგის მიზანი მიზანი იყო შექმნილიყო ე. წ. „საპროექტო კომიტეტი“, რომელიც მოამზადებდა ნიადაგს და შექმნიდა წინაპირობას საკრედიტო ბიუროს დაარსებისათვის საქართველოში. ტრეინინგს უძღვებოდა ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი (Laarry Ulrich, LDU Enterpises LLC), რომელმაც განუმარტა ტრეინინგის მონაწილეებს საკრედიტო ბიუროს დადებითი როლი საფინანსო სექტორის განვითარებაში, ასევე, ბიუროს ფუნქციონირების თავისებურებანი. თუმცა, გაწეულმა სამუშაომ კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო რიგი დამაბრკოლებელი ფაქტორების გამო, მაგალითად: - კომერციული ბანკების შესახებ კანონის თანახმად, ბანკს კლიენტის შესახებ ინფორმაციის გაცემა მხოლოდ მისი თანხმობის ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეეძლო. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ არაკეთილსინდისიერი ან გადახდისუუნარო მსესხებელი მისი საკრედიტო ისტორიის გავრცელების წინააღმდეგი იქნებოდა, ბანკი მის შესახებ ინფორმაციას ბიუროს ვერ გადასცემდა. ამავდროულად, კომერციულ ბანკებს შორის არსებული მძაფრი კონკურენციის გამო, ბევრ მათგანს საერთოდ არ სურდა გამოეყო შესაბამისი ადმინისტრაციული რესურსი, გაეცვალა საფინანსო ინფორმაცია და მით უმეტეს ინფორმაცია „კარგი მსესხებლების“ შესახებ. ბუნდოვანი იყო მომავალი საკრედიტო ბიუროს პროგრამული უზრუნველყოფის და მასთან დაკავშირებული ფინანსური დანახარჯების საკითხებიც.

ამის შემდეგ, 2004 წელს ორგანიზაცია USAID/GEGI Project (Global Economic Governance Initiative)-ის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საკრედიტო ბიუროს დაფუძნებისათვის საჭირო ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად. ამ სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ ბანკების, ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham in Georgia), ბანკების ასოციაციის, არასამთავრობო სექტორის წარმომდგენლები, ასევე, წარმომადგენლები NCIB-დან (ა. კუკავა, კ. კობახიძე). ჯგუფის ძირითადი მიზანი იყო საკრედიტო ბიუროს ბიზნეს გეგმის პრინციპების ჩამოყალიბება, არსებული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის საკითხების განხილვა, როგორც ზოგადად საბანკო ინფორმაციის, ასევე პერსონალურ მონაცემთა მიღება/დამუშავების და გაცემის თვალსაზრისით. ასევე, მარეგულირებელი ორგანოს, ან რეგულაციების შემოღების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა და სხვა. პროდუქტიული მუშაობის შედეგად შესრულდა ყველა ის სამუშაო, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული სამუშაო გეგმით. ეს ღონისძიება შეფასდა როგორც წარმატებული და ერთ-ერთი საბოლოო მცდელობა საკონსულტაციო/ტექნიკური მხარდაჭერისა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოში საკრედიტო ბიუროს დაარსების მიმართულებით, რაც, სულ რამდენიმე თვეში წარმატებით დაგვირგვინდა კიდეც პირველი საკრედიტო ბიუროს, „კრედიტინფო საქართველოს“ დაფუძნებით.

ჯგუფის მუშაობაში და ზოგადად ბიუროს ჩამოყალიბების საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს უცხოელმა კონსულტატებმაც (Rojer Nye, Everet Wohler, Paul Hamlin, Dan Berkshire).

საკრედიტო რეიტინგების ექსპერტის როჯერ ნაის (Rojer Nye) მეშვეობით მოხდა NCIB-ის ხელმძღვანელობის დაკავშირება ისლანდიურ კომპანიასთან Creditinfo Group. როჯერ ნაიმ, რომელიც ისეთ ცნობილ კომპანიებში მუშაობდა როგორიც არის Moody's, თავის დროზე (2001-2003) დიდი დახმარება გაუწია ისლანდიურ „კრედიტინფო ჯგუფს“ ახალი ბაზრების ათვისების სტრატეგიის შემუშავებაში. (მალტა, კვიპროსი, რუმინეთი, ლიეტუვა და სხვ).

ამ პერიოდისთვის ქართული კომპანია NCIB უკვე წარმოადგენდა პროგრესირებად, პერსპექტიულ კომპანიას, გამოკვეთილი ბიზნეს პროფილით. მიღწეული იყო შეთანხმება ინფორმაციის მოწოდების თაობაზე როგორც რამდენიმე ქართულ ბანკთან, ასევე სასამართლოებთან, საგადასახადო დეპარტამენტთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან და ა.შ. აქტიურად ხორციელდებოდა თანამშრომლობა საერთაშორისო ბიზნეს ოპერატორებთან (Dun and Bradstreet, IGK Service SIA, Coface International), ქართული კომპანიების ბიზნეს პროფილის ამსახველი ინფორმაციის მიწოდების და საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში განთავსების მიზნით.

აღნიშნული პერიოდისათვის (2000-2004 წწ.) საქართველოში საკრედიტო ბიუროს ჩამოყალიბების მცდელობა სხვა ბიზნეს ჯგუფებსაც ჰქონდათ. მაგალითად, 2000 წლის ოქტომბერში ევრაზიის ფონდიდან გაცემული გრანტის საფუძველზე, რომელიც გაიცა არასამთავრობო ორგანიზაციაზე და რომლის პრიორიტეტიც საქართველოში ქალთა დასაქმების ხელშეწყობა იყო, დაარსდა ორგანიზაცია რომელიც მიზნად ისახავდა ბანკებს შორის ინფორმაციის გაცვლას. ამ ორგანიზაციას ხელშეკრულებებიც ჰქონდა გაფორმებული რამდენიმე ბანკთან, თუმცა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საკითხი ვერ გადაჭრა.

2002 წელს "საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკმა" (MBG) და ორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაიწყეს ინფორმაციის გაცვლა ე.წ. "ცუდ გადამხდელებზე". ინფორმაციის გაცვლა ხდებოდა ფაქსის და ელექტრონილი ფოსტის მეშვეობით. თუმცა ამ წამოწყებამ ვერ ჰპოვა დაინტერესება ბაზრის სხვა მსხვილი მოთამაშეების მხიდან.

2003 წლისთვის „თიბისი ბანკის“ საგარეო ურთიერთობების დეპარტემენტის მიერ მომზადებულ იქნა საკრედიტო ბიუროს დეტალური ბიზნესგეგმა და მიმდინარეობდა პარტნიორის მოძიება სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მიზნით.

ბიუროს დაარსების მიმართულებით გარკვეული მცდელობები ჰქონდა საქართველოს ბანკების ასოციაციასაც, მაგრამ პარტნიორის მოძიება რომელსაც გააჩნდა ამ ბიზნესის მართვის გამოცდილება და შეეძლო ამ პროექტის ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, ძალზედ ჭიანურდებოდა.

მიიღეს რა გადაწყვეტილება მიეღოთ მონაწილეობა NCIB -სთან ერთად საქართველოში საკრედიტო ბიუროს დაფუძნების პროცესში, Creditinfo-ს წარმომადგენლებმა სწრაფად განახორციელეს ადგილობრივი საფინანსო ბაზრის შესწავლა. ამავდროულად, მართავდნენ პრეზენტაციებს (Siggi Agustsson, Reynir Gretarsson) თავიანთი პროდუქტების აღწერის და პოპულარიზაციის მიზნით ქართული ბანკების ხელმძღვანელობასთან. ამ ინტენსიური შეხვედრების შემდგომ გამოიკვეთა პირველი ქართული საკრედიტო ბიუროს დამფუძნებელთა ვინაობა (Creditinfo Group, თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, NCIB), განისაზღვრა მათი როგორც თავდაპირველი წილობრივი მონაწილეობა, ასევე შემდგომ წლებში აქციათა გადანაწილების მექანიზმები ოპციების სახით. შემუშავდა კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ასევე ინფორმაციის გაცვლის/გადაცემის მექანიზმები და სხვა ტექნიკური დეტალები.

2005 წლის თებერვალში დარეგისტრირდა პირველი ქართული საკრედიტო ბიურო სს „კრედიტინფო საქართველო“. აირჩა სამეთვალყურეო საბჭო, მოხდა გენერალური დირექტორის შერჩევა (ალექსანდრე გომიაშვილი).

2005 წლის ივლისის დასაწყისიდან ექსპლუატაციაში გაეშვა „კრედიტინფოს“ ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც თავდაპირველად მოიცავდა ინფორმაციას მხოლოდ ვადაგადაცილებული და გადაუხდელი ვალების შესახებ. ამ პროდუქტით სარგებლობა ინტენსიურად დაიწყეს ქართული საფინანსო ბაზრის მონაწილეებმა.

2005 წლის სექტემბერში სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით განხორციელდა ახალ აქციათა ემისია და „ბანკი რესპუბლიკა“ სს „კრედიტინფო საქართველოს“ აქციონერი გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ "კრედიტინფო საქართველო" იყო პირველი საკრედიტო ბიურო არა მარტო საქართველოში, ასევე ერთ-ერთი პირველი პოსტსაბჭოთა სივრცეში ყაზახეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, შემდგეგ კი რუსეთის და უკრაინის საკრედიტო ბიურებთან ერთად, რომლებიც ასევე 2004-2005 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად სომხეთში, უკრაინასა და ყირგიზეთში საკრედიტო ბიუროს ფუნქციების შესრულება ცენტრალურმა ბანკებმა სცადეს. თუმცა ამ მოდელმა ვერც ერთ ამ ქვეყანაში ვერ გაამართლა.

2010-2013 წლებში, მას შემდეგ რაც უკვე გამართულად ფუნქციონირებდა „კრედიტინფო საქართველო“, კვლავ იყო მცდელობები ალტერნატიული საკრედიტო ბიუროს ჩამოყალიბებისა საქართველოში. კერძოდ, უკრაინული საბანკო გიგანტის „პრივატბანკის“ ქართულმა წარმომადგენლობამ დააფუძნა საკრედიტო ბიურო და ინტენსიურად აწარმოებდა მოლაპარაკებას ქართულ ბანკებთან და მსხვილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან. განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ "კრედიტინფოსთან" შედარებით მათი საფასო პოლიტიკა უფრო მოქნილი და იაფი იქნებოდა. 3 წლიანი მუშაობის შემდეგ, გააანალიზეს რა ის გარემოება, რომ მათი სერვისი ვერ გაუწევდა კონკურენციას "კრედიტინფოს" პროდუქტებსა და სერვისებს, ამ კომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტა.

ანალოგიური მცდელობა ჰქონდა საერთაშორისო საფინანსო/აუდიტორულ კომპანიას Grant Thornton. საკრედიტო ბიუროს შექმნის მიზნით ეს კომპანიაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს ქართულ ბანკებთან. "კრედიტინფოსთან" შედარებით ერთ-ერთ უპირატესობად კი უფრო მძლავრ, მოდერნიზებულ ტექნოლოგიურ/პროგრამულ უზრუნველყოფას ასახელებდნენ. თუმცა, არც ამ მცდელობას შემდგომი განვითარება არ მოჰყოლია.

სს „კრედიტინფო საქართველოს“ სერვისები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ კომპანიებისათვის, ვინც აწარმოებს ფულადი თანხების, სხვადასხვა ტიპის მომსახურების ან საქონლის კრედიტში/კონსიგნაციით გაცემისას.

ორგანიზაციის მისიაა ერთის მხრივ ბიზნესისათვის დახმარება კრედიტის მართვაში, მეორეს მხრივ კონკურენტული გარემოს შექმნა, რაც მომხმარებლისთვის მაღალი დონისა და ფინანსურად ხელსაყრელი სერვისების შეთავაზების საწინდარია.

აქციონერები

რედაქტირება

„კრედიტინფო საქართველოს“ აქციონერები არიან:

კორპორატიული მართვა

რედაქტირება

სს „კრედიტინფო საქართველოს“ მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა საერთო კრება. საერთო კრებაზე, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, წარმოდგენილნი არიან აქციონერ ორგანიზაციათა წარმომადგენლები. საერთო კრება განიხილავს და ამტკიცებს ბიუჯეტს, ასევე ახდენს ყოველწლიური ფინანსური შედეგების შეფასებას, მოგების განაწილებას და სხვა. კომპანიის საქმიანობის ზოგად კოორდინაციას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მიმდინარე საქმიანობას წარმართავს კომპანიის გენ. დირექტორი.

პროდუქტები, სერვისები

რედაქტირება

სს „კრედიტინფო საქართველოს“ ძირითადი ფუნქციაა ბიზნეს-ოპერატორებს მიაწოდოს უტყუარი საკრედიტო/საფინანსო ინფორმაცია იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე. ეს ინფორმაცია თავმოყრილია ჩვენს ძირითად პროდუქტში, რომელსაც ეწოდება „საკრედიტო რეპორტი“.

საკრედიტო რეპორტის გარდა მომხმარებელს შეუძლია სხვა სერვისებით სარგებლობაც, კერძოდ:

  • მონიტორინგი
  • ჩემი კრედიტინფო
  • კრედიტ სქორინგი
  • საგადასახადო რეპორტი
  • ადმინისტრაციული ჯარიმების რეპორტი
  • ბენჩმარკინგი
  • საოპერაციო რისკების მონაცემთა ბაზა
  • ხელფასის/შემოსავლის შემოწმება

„კრედიტინფო საქართველოს“ მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი და სერვისი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას (95/46/EC) პერსონალური ინფორმაციის გაცემა-დამუშავების შესახებ.

მონაცემთა ბაზა

რედაქტირება

„კრედიტინფოს“ მონაცემთა ბაზა ეს თავის მხრივ უნიკალური მონაცემთა ბაზაა და კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე იგი მუდმივად განახლებადი და მზარდია. ამ ბაზის ტექნიკური პარამეტრები აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს, მაღალია მონაცემთა დაცვისა და კონფედენციალურობის ხარისხი. ეს გარემოება დადასტურებულია მაღალკვალიფიციური საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ, რომლებმაც ჩაატარეს სპეციალური ანალიზი ბაზის დაცულობასთან, უსაფრთხოების ნორმებთან, ტექნიკური მომსახურეობის კვალიფიციურობასთან დაკავშირებით. მონაცემთა ბაზის ტექნოლოგიური უზრუნველყოფა/მხარდაჭერა სრულიად აკმაყოფილეებს ISO/IEC 27001 სტანდარტებს.

„კრედიტინფოს“ მონაცემთა ბაზა, რომელიც ტერიტორიულად ევროპის ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანაში მდებარეობს, არის კომპანიის ძვირადღირებული აქტივი და უმთავრესი მონაპავარი, რომელიც წლების განმავლობაში იზრდებოდა და იხვეწებოდა.

მონაცემთა ბაზაში განთავსებულია მილიონობით ჩანაწერი, საიდანაც ძებნადია ათეულ ათასობით კომპანია და მილიონობით ფიზიკური პირი. მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია 24/7.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება