ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პრივატბანკი (უკრ. ПриватБанк) – უკრაინის უდიდესი ბანკი კლიენტების რაოდენობით, აქტივებით, საკრედიტო მარაგით [1] და სახელმწიფოს ბიუჯეტში გადასახადების გადახდით[2].

პრივატბანკი
უკრ. ПАТ КБ «ПриватБанк»
შეიქმნა 1992
ტიპი ბანკი, state-owned enterprise და ბიზნესი
ენა უკრაინული
მდივანი ალექსანდრე დუბილეტი
დამფუძნებელი (-ები) Ihor Kolomoyskyi, Serhiy Tihipko და Gennadiy Bogolyubov
ქვეყანა უკრაინა
https://www.privatbank.ua/
პრივატბანკი სათავო ოფისი, დნეპროპეტროვსკი, უკრაინა

პრივატბანკის შტაბ-ბინა, უკრაინის მრავალი სხვა უდიდეს ბანკებთან განსხვავებით, მდებარეობს დნეპროპეტროვსკში, და არა კიევში. გარდა ამისა, პრივატბანკი არის ერთადერთი უკრაინის უდიდეს ბანკებთა შორის, 100% უკრაინის კაპიტალით. საწესდებო კაპიტალი 8,860 მლრდ გრივნა (2011 წლის 1 იანვარს), საკუთარი კაპიტალი 11,880 მლრდ გრივნა (2011 წლის 1 იანვარს), წმინდა მოგება 1,370 მლრდ გრივნა (2010 წელში). ბანკის სისტემაში 30 ათასზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. დევიზი პრივატბანკი - თქვენი საყრდენი წერტილია!

კამპანია GfK Ukraine-ს მიერ ჩატარებული საბანკო მომსახურების ბაზრის გამოკვლევის შედეგებით, პრივატბანკის მომსახურებით სარგებლობს ყოველი მესამე (33,2%) გამოკითხული ბანკის კლიენტი, ამასთან ერთად ყოველი მეოთხე მომსახურების ფართო სპექტრით სარგებლობს და თვლის პრივატბანკს თავის ძირითად ბანკად.

2011 წლის 1 თებერვალს პრივატბანკი ემსახურებოდა უკრაინის 2,4 მლნ პენსიონერს, 3,4 მლნ ადამიანი იღებს ხელფასს პრივატბანკის ბარათებით, 1 მლნ სტუდენტი იღებს სტიპენდიას პრივატბანკში. უკრაინაში ბანკის ინფრასტრუქტურა შეადგენს 6 975 ბანკომატს [3], 2 228 თვითმომსახურების ტერმინალს [4], 35 486 POS-ტერმინალს, 3 202 ფილიალს და ოფისს სახელმწიფოს ქალაქებში და რაიონებში [5]. საშუალოდ, დღე-ღამის განმავლობაში პრივატბანკი 1,5 მლნ ადამიანს ემსახურება[5]. პრივატბანკის საერთაშორისო საბანკო ქსელი შეიცავს ასეთ ბანკ-პარტნიორებს, როგორც მოსკომპრივატბანკს (რუსეთის ფედერაცია), AS PrivatBank-ს (ლატვია), AS PrivatBank-ს (პორტუგალია) და ტაოპრივატბანკს (საქართველო). გარდა ამისა, პრივატბანკს აქვს თავისი ფილიალები და წარმომადგენლობები მსოფლიოს 12 ქვეყანაში, იტალიის, კვიპროსის, დიდი ბრიტანეთის და ჩინეთის ჩათვლით [6].

პრივატბანკის ისტორია

რედაქტირება

პრივატბანკი - არის ერთ-ერთი პირველი კერძო კომერციული ბანკი, უკრაინაში შექმნილებიდან. პრივატბანკის დაარსების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო ბანკის დამფუნძებელთა კრებაზე 1992 წლის 7 თებერვალს. უკვე 1992 წლის 19 მარტს ბანკმა გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია.

პრივატბანკი იწყებოდა ერთი ოფისიდან და რამდენიმე კომპიუტერიდან. მმართველობის პირველი თავმჯდომარე - სერგეი ტიგიპკო იყო. სწორედ ამ დნეპროპეტროვსკი ბანკმა პირველმა უკრაინაში დაიწყო პლასტიკური ბარათების დანერგვა და ბანკომატების დაყენება. აგრეთვე პრივატბანკი არის პირველი საფინანსო დაწესებულება უკრაინაში, რომელმაც საერთაშორისო რეიტინგი მიიღო.

1996 წელში ხდება საერთაშორისო გადასახდელის სისტემის VISА international ნამდვილ წევრად და იწყებს პლასტიკური ბარათების მასობრივ ემისიას.

უკვე შემდგომ, 1997 წელში, პირველი უკრაინის ბანკებიდან იღებს სარეიტინგო დასკვნას საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოდან "Тhomson BankWatch" და ხდება გადასახდელის სისტემის Еuгорау ნამდვილ წევრად.

1998 წელში ბანკი იღებს სარეიტინგო დასკვნას საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოდან Fitch IBCA. 1998 წლის ნოემბერში, ტენდერის შედეგებით, ბანკი არჩეული იყო როგორც მომსახურე ბანკი, რომელიც რწმუნებით იყო აღჭურვილი განახორციელოს ფულადი თანხის გაცემა შვეიცარიის დახმარების ფონდიდან ჰოლოკოსტის მსხვერპლებს.

1999 წელში პრივატბანკი კვიპროსში ხსნის საერთაშორისო საბანკო განყოფილებას (International Banking Unit), პრივატბანკის ფილიალი ქალაქ ნიქოზიაში ხდება საზღვარგარეთ უკრაინის ბანკის პირველ ფილიალად.

2000 წელში ბანკი შეყვანილია ბანკების რიცხვში, რომლებიც რწმუნებით იყვნენ აღჭურვილი განახორციელონ კომპენსაციების გაცემები უკრაინის მოქალაქეებს, დაზარალებულებს ნაცისტური დევნებისგან მეორე მსოფლიო ომის დროს. გარდა ამისა, 2000 წელში პრივატბანკს შეეცვალა საკუთრების ფორმა - 6 ივლისს პრივატბანკის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ბანკის რეორგანიზაციის შესახებ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან დახურულ სააქციო საზოგადოებაში. ამის გამო, 2000 წლის 4 სექტემბერს დარეგისტრირებული იყო დახურული სააქციო საზოგადოების კომერციული ბანკის „პრივატბანკ“-ის პირველი წესდება.

მნიშვნელოვან მოვლენად უკრაინის საბანკო სისტემისთვის იყო 2001 წელში „პრივატ24“ პროექტის ამოქმედება, რომელმაც შესაძლებლობა თავისი ანგარიშების მართვისა დროის რეალურ რეჟიმში, რეგულარული გადახდების განხორციელების, ფულადი თანხების გადაგზავნის და სხვა შესაძლებლობები მისცა კლიენტების ფართო აუდიტორიას.

2002 წლის თებერვალში პრივატბანკის მიერ ემიტირებული იქნა მემილიონე პლასტიკური ბარათი. აპრილში პრივატბანკის წარმომადგენელი არჩეულია VISA СЕМЕА დირექტორების საბჭოში.

შემდგომ, 2003 წელში, პრივატბანკი ცნეს საუკეთესო ბანკად Western Union-ის კლიენტების მომსახურების ხარისხის საკითხებში. იმავე წელს ბანკი იღებს "STP Excellence Award” Deutsche Bank-იდან, რომელიც ადასტურებს მაღალ პროფესიონალიზმს საერთაშორისო ფულადი გადასახადების განხორციელებისას. პრივატბანკი გახდა უკრაინის პირველი ბანკი, რომელმაც ევროპის ბაზარზე მოათავსა აშშ-ს 100 მლნ დოლარის ევროობლიგაციები. გარდა ამისა, პრივატბანკმა პირველმა უკრაინაში მიიღო რეიტინგი Standart&Poor’s "В-". საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch მიანიჭა პრივატბანკის „ევრობონდებს“ საბოლოო გრძელვადიანი რეიტინგი "В-".

2009 წლის 30 აპრილს აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით ბანკის საქმიანობა მოყვანილი იყო უკრაინის კანონის „სააქციო საზოგადოებების შესახებ“ შესაბამისად, შეიტანილი იქნენ სათანადო ცვლილებები ბანკის წესდებაში, შეიცვალა სააქციო საზოგადოების ტიპი დახურულიდან საჯაროზე, და ბანკის სახელწოდება შეიცვალა საჯარო სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი „პრივატბანკ“-ზე. მოცემული ცვლილებები ძალაში არიან 2009 წლის 21 ივლისიდან (უკრაინის ეროვნული ბანკის ლიცენზია № 22, გაცემული 29.07.2009 წელს)[7].

2010 წელში, 2009 წელთან შედარებით, პრივატბანკმა გაზარდა წმინდა მოგება 30%-ით — 1,370 მლრდ გრივნამდე[8]. ბანკის აქტივები მითითებული პერიოდის განმავლობაში გაიზარდენ 32 %-ით, და 2011 წლის 1 იანვრისთვის შეადგინეს 113,437 მლრდ გრივნა, კლიენტების კრედიტები და დავალიანებები - 36 %-ით, 101,855 მლრდ გრივნამდე, ვალდებულებები - 34 %-ით, 101,557 მლრდ გრივნამდე, საწესდებო კაპიტალი - 13 %-ით, 8,860 მლრდ გრივნამდე, საკუთარი კაპიტალი - 16%-ით — 11,880 მლრდ გრივნამდე[9].

პრივატბანკის ტოპ-მენეჯმენტი და სათვალთვალო საბჭო

რედაქტირება

პრივატბანკის ტოპ-მენეჯმენტი

რედაქტირება
  • დუბილეტ ალექსანდრე ვალერის ძე - პრივატბანკის გამგეობის თავმჯდომარე (ამ თანამდებობაზეა 1997 წლიდან)
  • პიკუშ იური პეტრეს ძე - პრივატბანკის გამგეობის თავმჯდომარის გენერალური მოადგილე (2004 წლიდან)
  • დავიდოვ ნიკოლოზ ვლადიმერის ძე - გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - მოსკომპრივატბანკის გამგეობის თავმჯდომარე.
  • ვოლკოვ ნიკიტა ანატოლის ძე - ბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - მიმართულება „საინფორმაციო ტექნოლოგიების“ ხელმძღვანელი (2004 წლიდან)
  • ნოვიკოვ თემურ იურის ძე - ბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2004 წლიდან)
  • იაცენკო ვლადიმერ ანატოლის ძე - ბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - კორპორატიული კლიენტების საერთოსისტემური ბიზნესის ხელმძღვანელი (2004 წლიდან)
  • ვიტიაზ ალექსანდრე პავლეს ძე - პრივატბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ელექტრონული ბიზნესის ცენტრის ხელმძღვანელი (2002 წლიდან)
  • გოროხოვსკი ოლეგ ვლადიმერის ძე - ბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - მიმართულება „საკრედიტო ბარათები“-ს ხელმძღვანელი (2004 წლიდან)
  • გურევა ტატიანა მიხეილის ასული - გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე - კლიენტების მომსახურების ბიზნესის ხელმძღვანელი (2000 წლიდან)
  • ზავოროტნი ვლადიმერ გრიგორის ძე - ბანკის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე - კიევის მთავარი რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი (1997 წლიდან)
  • კანდაუროვ იური ვასილის ძე - ბანკის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე - ინდივიდუალური კლიენტების მომსახურების ბიზნესის ხელმძღვანელი (2002 წლიდან)
  • კრიჟანოვსკი სტანისლავ ვიკენტის ძე - ბანკის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე - მიმართულება „უშიშროების სამსახურის“ ხელმძღვანელი (2009 წლიდან)
  • ჩმონა ლიუბოვ ივანეს ასული - ბანკის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე - სამრეწველო და კორპორატიული VIP-კლიენტების დაბიუჯეტების ბიზნესის ხელმძღვანელი (2002 წლიდან)
  • შმალჩენკო ლიუდმილა ალექსანდრეს ასული - ბანკის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე - ხაზინის ხელმძღვანელი (2005 წლიდან)

პრივატბანკის სათვალთვალო საბჭო

რედაქტირება
  • სათვალთვალო საბჭოს თავმჯდომარე - ბოგოლიუბოვ გენადი ბორისის ძე
  • სათვალთვალო საბჭოს წევრი - კოლომოისკი იგორ ვალერის ძე
  • სათვალთვალო საბჭოს წევრი - მარტინოვ ალექსეი გეორგის ძე

პრივატბანკის აქციონერები

რედაქტირება

სსს კბ „პრივატბანკის“ აქციები განაწილებული არიან სხვადასხვა წილებით 21 ფიზიკურ პირთა (99,794% აქციების საერთო რაოდენობიდან) და 5 იურიდიულ პირთა (0,206%) შორის. ამასთან ერთად 98 %-ზე მეტი აქცია ორი აქციონერის საკუთრებაშია: ბოგოლიუბოვ გენადის (23 773 384 აქცია ან 49,027% საერთო რაოდენობიდან) და კოლომოისკი იგორის (23 834 849 აქცია ან 49,154%)

პრივატბანკის ინოვაციები

რედაქტირება

ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ბანკის ყოველდღიურ მუშაობაში - ერთ-ერთი ინსტრუმენტია ლიდერის პოზიციის გასამაგრებლად უკრაინის საფინანსო ბაზარზე. ამისათვის პრივატბანკის თანამშრომლები გამოიყენებენ როგორც საყოველთაოდ მიღებულ ტექნოლოგიებს, როგორიც არიან Skype, Google Docs და Google Wave, ასევე საკუთარ ექსკლუზიურ დამუშავებებს - საბუთების ბრუნვის ელექტრონული სისტემა პრივატდოკ.

პრივატბანკი გახდა პირველი ბანკი უკრაინაში, რომელმაც შესთავაზა თავის კლიენტებს ინტერნეტ-ბანკინგის შესაძლებლობების გამოყენების მარტივი ხერხი. 2011 წლის 20 იანვრისათვის მდგომარეობით ინტერნეტ-ბანკის „პრივატ24“ დარეგისტრირებულ მომხმარებლად 773 890 ადამიანი ითვლება.[10]

2011 წლის 1 თებერვლისათვის მდგომარეობით პრივატ24-ის გარდა ყველაზე ხშირად გამოიყენება აგრეთვე სისტემა Mobilebanking (მისი დახმარებით მომხმარებელს შეუძლია მართვა გაუწიოს თავის საბანკო საბარათო ანგარიშებს, აწარმოოს ფულადი გადასახადები მობილური ტელეფონით ბანკის სერვერზე SMS-ს, რომელშიც კოდი იქნება აღნიშნული, გაგზავნით), LiqPAY (პრივატბანკის სპეციალისტების მიერ შექმნილი ონლაინ-გადასახადების პლატფორმა LiqPay, რომელიც აერთიანებს Visa Money Transfer-ის ტექნოლოგიას და ინტერნეტის და მობილური არხების უპირატესობებს), ტექნოლოგია 3-D Securе (ბანკის მიერ 2010 წელში გაშვებული ტექნოლოგია თაღლითობიდან დაცვას ითვალისწინებს).

გარდა ამისა, ბანკის განყოფილებებში დანერგილია ელექტრონული ხურდის უნიკალური ტექნოლოგია „მონეტების გარეშე“, რომელიც საშუალებას იძლევა კლიენტს ხურდა გადაურიცხოს მონეტებით კი არა, და ელექტრონული ფულით მისი მობილური ტელეფონის ანგარიშზე ან ელექტრონული ვაუჩერის სახით.

სოციალური პროექტები

რედაქტირება

ბანკის განყოფილებებში ტარდება კონკურსები პენსინერებისთვის და ბავშვებისთვის. 2008 წელს შეიქმნა „ბავშვთა ბანკი“ - იუნიორბანკი[11]. იქ ბავშვებს და მოზარდებს საბანკო საქმეს ასწავლიან. 2010 წელს, პროექტის „გააკეთეთ სიამოვნებით!“[12] ფარგლებში, ბანკის განყოფილებებში მოაწყვეს საგამოფენო გალერეები პენსიონერთა შემოქმედებითი ნამუშევრებისათვის. პროექტის "Skype: გამარჯვების დღე" წყალობით ვეტერანებმა სხვადასხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან შეძლეს თავიანთი მეგობრების მოძებნა და მათთან ურთიერთობა. პროექტი ნომინირებული იყო საერთაშორისო კონკურსზე European Excellence Awards 2010.

2010 წელში, საქველმოქმედო აქციების ჩასატარებლად, პრივატბანკში შეიქმნა ცალკეული პროექტი - «დახმარება მარტივია!», მიმართული შეწირულების შეგროვებაზე ბავშთა სახლებისათვის დასახმარებლად[13].

გარდა ამისა, პრივატბანკი აძლევს თავის საბანკომატო ინფრასტრუქტურას ქველმოქმედების მიზნებისათვის თანხის უკომისიოდ შესაგროვებლად. კერძოდ, 2011 წლის იანვარში პრივატბანკმა 24 საათის განმავლობაში მოაწყო თანხების უკომისიოდ შეგროვება აეროპორტ „დომოდედოვოში“ (მოსკოვი, რფ) აფეთქებიდან დაზარალებულებისთვის დასახმარებლად (მხოლოდ უკრაინაში შეაგროვეს 105 ათას გრივნაზე მეტი)[14], 2010 წლის ოქტომბერში ოჯახებისათვის, რომლებიც დაიღუპენ სსშ გამო მარგანეცში (დნეპროპეტროვსკის ოლქი, უკრაინა; შეგროვებულია 101 ათასი გრივნა)[15], 2010 წლის მარტში მოსკოვის მეტროში აფეთქებიდან დაზარალებულებისთვის დასახმარებლად (11 ათასი გრივნა) და 2008 წლის ივნის-ივლისში დასავლეთ უკრაინაში წყალდიდობიდან დაზარალებულებისთვის დასახმარებლად (530 ათასი გრივნა).

2011 წელს პრივატბანკი აპირებს სოციალური პროექტის „პრივატბანკი ნარკოტიკების წინააღმდეგ!“ გაშვებას.

ბანკის ჯილდოები

რედაქტირება
  • 1999—2002 — ავტორიტეტული ჟურნალის "Euromoney" შეფასებით, პრივატბანკი აღიარებული იყო როგორც უკრაინის საუკეთესო ბანკი სამამულო ბაზარზე (”Awards for excellence”-ის რეიტინგი).
  • 1999 — ჟურნალი "Global Finance"-ის შეფასებით, პრივატბანკი აღიარებული იყო როგორც უკრაინის საუკეთესო ბანკი განვითარებად ბაზრებზე.
  • 1999, 2003—2004 — World`s Bank Best Awards-ის ჯილდო, „უკრაინის საუკეთესო ბანკი“.
  • 2000, 2002 и 2010 — პრივატბანკი „უკრაინის საუკეთესო ბანკია“ ავტორიტეტული ინგლისური ჟურნალის "The Banker" ვერსიით (”Bank of the year”-ს რეიტინგი).
  • 2001-2009 — ჟურნალი "Global" ზედიზედ რვა წელი აღიარებდა პრივატბანკს როგორც საუკეთესო ბანკს "World’s Best Foreign Exchange"-ის რეიტინგში [16].
  • 2003 — პრივატბანკი აღიარებულია როგორც საუკეთესო ბანკი 2003 წელში Western Union-ის კლიენტების მომსახურების ხარისხის საკითხებში.
  • 2003 — პრივატბანკი - საუკეთესოა უკრაინაში „World’s Best Bank 2003" (ჟურნალ "Global Finance"-ის რეიტინგი)[17]).
  • 2004 — პრივატბანკი აღიარებულია როგორც „2004 წლის საუკეთესო ბანკი“ (ჟურნალი " Global Finance"-ის ბაზარ Forex-ის ოპერატორების გლობალური რეიტინგი).
  • 2005 — Best Emerging Marker Banks-ის რეიტინგი, წოდება „უკრაინის საუკეთესო ბანკი“.
  • 2007 — ჯილდოთი „მომსახურების პუნქტების ქსელის ყველაზე ინტენსიურ განვითარებისათვის“ (Certificate Excellence Awarded to PrivatBank for the fastest network development) აღნიშნა პრივატბანკი კამპანიამ MoneyGram Payment Systems, Inc. (აშშ).
  • 2009 — «Best local bank in Ukraine», ჟურნალმა "EMEA Finance" პრივატბანკი უკრაინის საუკეთესო ბანკად აღიარა «Best local bank 2009»-ის რეიტინგში.
  • 2010 — წლის შედეგებით ჟურნალმა "The Banker" აღიარა პრივატბანკის ტექნოლოგია „ელექტრონული ხურდა“ საუკეთესოდ ნომინაციაში «Best Innovation in Cash and Treasury Technology» რეიტინგში «Innovation in Banking Technology Awards».[18]
  • 2010 — მსოფლიო პროექტის "The World’s Most Reputable Companies" ფარგლებში პრივატბანკმა დაადასტურა უკრაინის საბანკო სისტემის აბსოლუტური ლიდერის სტატუსი კლიენტების ნდობის საკითხებში [19].
  1. პრივატბანკს იმედი აქვს 1 მლრდ გრივნით გაზარდოს საკრედიტო პორტფელი - საიტი "МинФин" („ფინსამ“)
  2. За налоги, которые заплатил ПриватБанк, можно купить Одноклассники.ru — ИА "УНИАН"
  3. პრივატბანკის ბანკომატების სია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-16. ციტირების თარიღი: 2021-04-25.
  4. პრივატბანკის თვითმომსახურების ტერმინალების სია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-13. ციტირების თარიღი: 2021-04-25.
  5. „დღის განმავლობაში პრივატბანკი მთელ ხარკოვს მოემსახურება“ - ახალი ამბავი საიტზე "Банки Украины" („უკრაინის ბანკები“)
  6. მონაცემები გახმოვანებული არიან პრივატბანკის მმართველობის თავმჯდომარის მიერ "ИнвестГазета“-ს („ინვესტგაზეთის“) ინტერვიუში (№49, 13 დეკემბერი 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-22. ციტირების თარიღი: 2011-03-10.
  7. პრივატბანკის მოკლე ისტორია მის ოფიციალურ საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-10. ციტირების თარიღი: 2011-03-10.
  8. (ინგლისური)Every fifth Ukrainian bank operated at a loss in 2010, KyivPost, 9.02.2011
  9. 2010 წლის განმავლობაში პრივატბანკმა გამოიმუშავა ყველაზე მეტი - თითქმის 1,4 მლრდ გრივნა - ИА "Украинские новости" (სს „უკრაინის ახალი ამბები“, 28.01.2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 08.11.2012. ციტირების თარიღი: 10.03.2011.
  10. პირველი ნაბიჯები პრივატ24-ში - საიტი "Банки и платежные системы в интернете" („ბანკები და გადასახდელის სისტემები ინტერნეტში“). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-19. ციტირების თარიღი: 2011-03-10.
  11. იუნიორბანკის საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-16. ციტირების თარიღი: 2011-03-10.
  12. პრივატბანკის პრეს-რელიზი პროექტის „გააკეთეთ სიამოვნებით!“ სტარტის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-19. ციტირების თარიღი: 2011-03-10.
  13. Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2011-03-10.
  14. კიდევ 2350 უკრაინელმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გადაურიცხა ფული „დომოდედოვოში“ აფეთქებიდან დაზარალებულებს - ИА "Интерфакс-Украина" (სს „ინტერფაქსი-უკრაინა“). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-04. ციტირების თარიღი: 2011-03-10.
  15. მარგანეცში სსშ-ის მსხვერპლებს დახმარება შეიძლება პრივატბანკის ნებისმიერ ბანკომატში -- საიტი Банки Украины (უკრაინის ბანკები)
  16. (ინგლისური)Ukraine Country Report დაარქივებული 2010-08-16 საიტზე Wayback Machine.
  17. (ინგლისური)Site
  18. მონეტების გარეშე“ Liqpay აღიარებულია 2010 წლის საუკეთესო საბანკო ინოვაციათ - საიტი "Электронные платежные системы Украины" („უკრაინის ელექტრონული გადასახდელის სისტემები“). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-04. ციტირების თარიღი: 2011-03-10.
  19. (ინგლისური)Reputation Award in Ukraine 2010, “The most respected companies of Ukraine”, December 7, 2010 დაარქივებული აგვისტო 4, 2012, საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პრივატბანკი“-დან