კოსოვოს ძეგლები
კოსოვოს ძეგლები მოიცავს ყველა ძეგლს, რომელიც მდებარეობს კოსოვოში. კოსოვოს აქვს მულტიკულტურული და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც საწყისს ბრინჯაოს ხანის პერიოდიდან იღებს, რომელსაც მოგვიანებით მოსდევს ილირიული, რომაული, ბიზანტიური/სერბული მართმადიდებლური და ოსმალეთის პერიოდები. კოსოვოში ძეგლების უმრავლესობა ადგილობრივი ხელოსნების მიერაა აშენებული, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა იმპერიის გავლენის ქვეშ.[1][2][3] დღემდე შემორჩენილი ძეგლების უმრავლესობა არის ბიზანტიური/სერბულ მართმადიდებლური და ოსმალური სტილის, რომლებსაც გააჩნიათ ისტორიული, არქიტექტურული, კულტურული და მხატვრული ღირებულებები მსოფლიოს ფასდაუდებელი მემკვიდრეობისთვის. კოსოვოს ძეგლები უნიკალური მემკვიდრეობაა, რომლის ავთენტური სახის შენარჩუნებაზე საზოგადოებამ ერთად უნდა იზრუნოს, რათა უცვლელი სახით გადასცეს ახალ თაობებს.[2][4] კოსოვოს არქიტექტურული იერსახე ძირძველი სტილით გამოირჩევა, რის გამოც ისინი ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ, კონსტრუქციულ ნაგებობებად როგორც ბალკანეთში,[2] ასევე მთელს მსოფლიოში. კოსოვოს გააჩნდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ვინაიდან მისი ტერიტორიის გავლით კულტურის, მემკვიდრეობის, ისტორიისა და ხელოვნების განვითარებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ბუნებრივი სატრანსპორტო გზები გადიოდა.[3] გასულ საუკუნეში, 1998-1999 წლებში მიმდინარე ომის დროს, 500-ზე მეტი ძეგლი იქნა დაზიანებული ან სრულად განადგურებული მტრის ძალების მიერ.[1][2][3] იუნესკომ კოსოვოს ძეგლების კლასიფიცირება მოახდინა როგორც: სერბულ-ბიზანტიური ძეგლები, ოსმალეთის ხანის ისლამური ძეგლები და ხალხური არქიტექტურა.[5][6]
შუა საუკუნეების ძეგლები
რედაქტირებამეექვსე საუკუნეში, იუსტინიანე I-მა, რომელიც წარმოშობით დარდანელი იყო, ჰუნების შემოსევის შემდეგ დარდანია მოაქცია ბიზანტიის კონტროლის ქვეშ და რეგიონში ფართო სამშენებლო პროცესში ჩაერთო. 839 წლიდან მეცამეტე საუკუნის დასაწყისამე რეგიონს ბულგარეთი აკონტროლებდა,თუმცა ამ გარკვეულ ეტაპებზე, ბიზანტიას ჰქონდა შესაძლებლობა კოსოვოში თავიანთი მმართველობა აღედგინა. მეცამეტე საუკუნის დასაწყისიდან 1855 წლამდე კოსოვო სერბეთის იმპერიის ნაწილი იყო, რომლის მმარათველი ძალა ნემანიჩის დინასტია იყო. სწორედ ამ პერიოდშ აშენდა შუა საუკუნეების ქრისტიანული ძეგლების უდიდესი ნაწილი.
მონასტრები
რედაქტირებაგრაჩანიცის მონასტერი (სერბ. Манастир Грачаница, ალბან. Manastiri i Graçanicës) — სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერი კოსოვოში.[7][8][9] დაარსდა 1321 წელს, სერბეთის მეფე სტეფან უროშ II მილუტინის მიერ.[10][11][12] 1990 წელს, მონასტერი გაფორმდა როგორც განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მონუმენტი, რომელსაც სერბეთის სახელმწიფო იცავს.[13] 2006 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში სახელით „კოსოვოს შუა საუკუნეების მონუმენტები“.[14] გრაჩანიცის მონასტერი მეფე მილუტინის ბოლო მონუმენტური შემოქმედებაა. მდებარეობს სოფელ გრაჩანიცაში,[15] სერბულ ანკლავში, რომელიც პრიშტინადან 5 კმ-ში მდებარეობს. მონასტერი XIII საუკუნეში აშენდა ძველი, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ადგილას, რომელიც VI საუკუნის ადრეულ ქრისტიანულ სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა.[16][17][18][19] სამლოცველოს სამხრეთ კედელზე, არსებობს მეფის წარწერა, რომელიც შემდეგნაირად იკითხება: „გრაჩანიცაში მე ვნახე დანგრეული, დამპალი ნანგრევები წმინდა ქალწულის ტაძრისა, რომელიც ლიპლიანის საეპისკოპოსო იყო, ამიტომ ის მიწიდან აღვადგინე და შევამკე ფრესკებითა და ჩუქურთმებით შიგნიდან და გარედან". ძველი მონასტრის კომპლექსიდან მხოლოდ ეკლესიაა შემორჩენილი.
წმინდა მთავარანგელოზთა მონასტერი სერბული მართმადიდებლური მონასტერია, რომელიც სერბეთის იმპერატორის სტეფან დუშანის მიერ აიგო 1343 და 1352 წლებში და მდებარეობს პრიზენში მდინარე ბისტრიცას მახლობლად. მისი აშენების დროისათვის შენობაში იყო მონასტერი და ორი პატარა ეკლესია.[3] მის მნიშვნელოვან მემკვიდრეობას სტეფანე უროშ IV დუშანისა დაბალაშა I-ის საფლავები. წმინდა მთავარანგელოზთა მონასტერი 1948 წელს, სერბეთის რესპუბლიკის მიერ გამოცხადდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.[20] დღეს ის არის კოსოვოს დაცულ ძეგლთა სიაში. [13]მონასტრის არქიტექტურული და არქეოლოგიური მნიშვნელობის გამო ფოტოების გადაღება აკრძალულია.[21][22]
ბანისკას მონასტერი არის სერბული, მართმადიდებლური მონასტერი, რომელიც სერბეთის მეფემ სტეფან უროშ II მილუტინმა დააარსა 1313-1317 წლებში და მდებარეობს მიტროვიცას მუნიციპალიტეტის სოფელ ბუნისკაში. ბანისკას მონასტერი აშენდა ადრინდელი საკრალური პალეოქრისტიანული ეკლესიის საძირკველზე, რომელსაც ალბანელი ქრისტიანები იყენებდნენ.[21][23] არქიტექტურასა და ქანდაკების ნაშთებზე აშკარად შეიმჩნევა დასავლური გავლენა.[21] მის დიზაინზე გავლენა იქონია ადრიატიკის სანაპიროს რომაულმა არქიტექტურამ.[24] 1948 წელს, როდესაც კოსოვო იუგოსლავიის შემადგენლობაში იმყოფებოდა, მონასტერი გამოცხადდა განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურის ძეგლად.[25] დღეს ის ასევე შედის კოსოვოს დაცულ ძეგლთა სიაში.[13]
პეჩის საპატრიარქო მონასტერი (სერბ. Пећка патријаршија) — სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერი ქალაქ პეჩის სიახლოვეს. კომპლექსი წარმოადგენს სერბეთის არქიეპისკობოსებისა და პატრიატქების მავზოლეუმს.
1990 წელს, მონასტერი გაფორმდა როგორც განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მონუმენტი, რომელსაც სერბეთის სახელმწიფო იცავს. 2006 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მონასტრის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოა, რომ წმინდა სავას სიცოცხლეში ეს ტერიტორია ჯიჩის მონასტრის შემადგენლობაში შედიოდა. მოგვიანებით, არქიეპისკოპოსმა არსენი I–მა ააშენა თორმეტი მოციქულის ეკლესია, რადგან მას სურდა, რომ სერბეთის ეკლესიის მეთაურის რეზიდენცია უფრო უსაფრთხო ადგილას და ამავე დროს ქვეყნის ცენტრში ყოფილიყო. სულ მალე, 1250 წელს მან ეკლესიის დეკორირება ბრძანა. 1320 წელს, არქიეპისკოპოსმა ნიკოდიმ I–მა ეკლესიის ჩრდილოეთით სხვა, წმინდა დიმიტრის ეკლესია ააშენა. ათი წლის შემდეგ, 1330 წელს, არქიეპისკოპოსმა დანილო II–მ თავდაპირველი – ღვთისმშობლის ოდიგიტრიის ეკლესიის სამხრეთით, მესამე, წმინდა ნიკოლოზის პატარა ეკლესია ააშენა. 1345 წელს, არქიეპისკოპოს იოანაკიეს II–მ წმინდა დიმიტრის ეკლესია ფრესკებით შეამკობინა. იმპერატორმა დუშან ძლიერმა (1331-1355) პეჩის არქისაეპისკოპოსოს საპატრიარქო სტატუსი მიანიჭა. XIV საუკუნეში, თორმეტი მოციქულის ეკლესიაა მცირედით გადააკეთეს, ოდნავ მოგვიანებით კი ფრესკებით შეამკეს. XII-XV საუკუნეებშ და XVII საუკუნეში, სერბეთის პატრიარქები და პეჩის არქიეპისკოპოსები პეჩის მონასტრის ეკლესიებში იკრძალებოდნენ. 2006 წელს, სამონასტრო კომპლექსს რესტავრაცია ჩაუტარდა.
ვისოკი დეჩანის მონასტერი სერბეთის მართმადიდებლური ეკლესიის მთავარი მონასტერია კოსოვოში, რომელიც მდებარეობს ქალაქ პეჩასთან ახლოს. ის დაარსდა 1327 წელს სერბეთის მეფე სტეფან უროშ III-მ. ამის შესახებ ცნობები 1330 წლით დათარიღებულ მატიანეში გვხვდება. მომდევნო წელს მეფე გარდაიცვალა და მონასტერში დაკრძალეს, მშენებლობა კი ისმა ვაჟმა სტეფან უროშ IV-მ განაგრძო. სამუშაოები დასრულდა 1335 წელს. სამუშაობეს უძღვებოდა ფრანცისკანელი ბერი ვიტუსი ქალაქ კოტორიდან. ეკლესია გამოირჩევა შთამბეჭდავი ზომითა, ასევე სტრუქტურის რომანული და ადრეული გოთიკური დაგეგმარებით. კარგად შემონახული ფრესკების გვერდით, ინტერიერში მდებარეობს XIV საუკუნის პატარა ქვის „ტაძარი", იღუმენის ტახტი და დეკორირებული ხის სარკოფაგი, რომელშიც მონასტრის დამფუძნებელი, მეფე სტეფანე განისვენებს.
1990 წელს, ვისოკი-დეჩანის მონასტერი გაფორმდა როგორც განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მონუმენტი, რომელსაც სერბეთის სახელმწიფო იცავს. 2004 წლიდან, ასევე შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. იუნესკო მის ფრესკებს შემდეგნაირად ახასიათებს: „ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნიმუში პალეოგენური რენესანსისა ბიზანტიურ მხატვრობაში". 2006 წელს, ეთნიკური ალბანელების მხრიდან პოტენციური თავდასხმის გამო, მონასტერმა საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაინაცვლა. ამჟამად დაცულია გაეროს კოსოვოს ძალების მიერ.
2007 წლის 30 მარტს, მონასტრის სიახლოვეს აფეთქება მოხდა, რასაც ადასტურებენ სერბული და საერთაშორისო წყაროები. მონასტრის წინამძღვარი ამ ფაქტს ალბანელ ტერორისტებს მიაწერს.
ეკლესიები
რედაქტირებალევიშკის ღვთისმშობლის ეკლესია სერბეთის მართმადოდებლური ეკლესიაა, რომელიც აიგო XII საუკუნეში, ქალაქ პრიზრენში.[21][22] ოსმალეთის იმპერიის დროს, ის მეჩეთად იყო გადაკეთებული, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში, კვლავ მართლმადიდებლური ეკლესია გახდა. ლევიშკის ღვთისმშობლის ეკლესია მეთორმეტე საუკუნეში სერბეთის მეფე სტეფან ნემანიამ ააშენა, ძველი, IX საუკუნის ეკლესიის ადგილას, რომელიც საეპისკოპოსოც ბიზანტიის იპმერატორ ბასილი II-ის 1018 წლის სიგელში იხსენიება. 1999 წლის ივნისიდან, ეკლესიას კოსოვოს ძალები იცავენ . მიუხედავად ამისა, 2004 წლის კოსოვოს არეულობისას, იგი ალბანელმა ყაჩაღებმა გადაწვეს. სერბეთის მთავრობამ ეკლესიის დაზიანების შესაფასებლად ექსპერტთა ჯგუფი მიიწვია, მაგრამ არ გადადგმულა არანაირი კონკრეტული ნაბიჯები. ამჟამად ეკლესია მუდმივი ძარცვის საგანია.
1990 წელს, ლევიშკის ეკლესია გაფორმდა როგორც განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მონუმენტი, რომელსაც სერბეთის სახელმწიფო იცავს. 2006 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
წმინდა გიორგის ეკლესია წარმოადგენს პატარა არიდული ეკლესია რომლის ბარელზეც სარდაფია განთავსებული და მდებარეობს ქალაქ პრიზენის ცენტრში.[21][26] ტაძარი აშენდა XIV-XVI საუკუნეებში.[21][26] მიეკუთვნება გვიან ბიზანტიურ სტილს[21][26] და გამოირჩევა მდიდარი კედლის ფერწერით, რის გამოც განსაკუთრებული ისტორიული და მხატვვრული ღირებულებები გააჩნია. წმინდა გიორგის ეკლესია დაცულია კანონით.[21][26]
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია - აშენდა 1340-იანი წლების დასაწყისში ქალაქ პრიზენში. შენობა მცირე ზომისაა და მისი საკმაოდ კარგად და პროპორცულად კოორდინირებული ზომებით ადგილობრივი არქიტექტურული სტილის ერთ-ერთი ნაწილია.[21] მას ბოლო ათწლეულების განმავლობაში აქტიურად უტარდება რეაბილიტაცია, ვინაიდან წმინდა ნიკოლოზის ეკლესია კოსოვოს საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.[21]
წმინდა პეტრეს ბაზილიკური ეკლესია მდებარეობს სამთო კოლონია სტარი თრგ-ში, ტრეპჩას მაღაროს მახლობლად, კოსოვკა მიტროვიცადან 9 კილომეტრში. XIV სტარი თრგ იყო თურქეთის კოლონიის დასახლება,რის გამოც მას თურქულ ტრეფჩად მოიხსენიებენ.[6] ეკლესია აიგო XIII საუკუნეში და აქტიურად გამოიყენებოდა XVI საუკუნემდე. წმინდა პეტრეს ბაზილიკააშენდა საქსონი მაღაროელებისა და კათოლიკე ვაჭრებისთვის ქალაქ ტრეპჩაში,[6] რის გამოც იგი ცნობილია, როგორც ლათინური, კათოლიკური და საქსონური ეკლესია, რომელიც წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას და აგებულია გოთური არქიტექტურული სტილითა და სამშენებლო ტექნიკით.[6] ეკლესიისგან დღეს შემორჩენილია მხოლოდ მისი საძირკველი და აღმოსავლეთის აფსიდის ერთი კედელი, რომელზედაც ჩანს ბიზანტიური ფრესკები.[6] წმინდა პეტრეს ბაზლიკა წაარმოადგენს საჯარო საკუთრებას და დაცულია 1958 წლიდან.[13]
მეჩეთები
რედაქტირებაპირინაზის მეჩეთი- აშენდა მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალეთის ვეზირის პირი ნაზირის მიერ.[27] ლეგენდის თანახმად ითვლება, რომ „ლაზარის ქვა“, რომელიც მეჩეთის ბაღშია გამოიყენეს 1389 წელს კოსოვოს ბრძოლის დროს პრინც ლაზარის მოსაკვეთად, რომელიც გადასვენებამდე, სულთნის ნებართვით იმავე მეჩეთში დაკრძალეს შემდეგ კი რავანიცას მონასტერში გადაასვენეს.[28] ფატიჰის მეჩეთი (ასევე ცნობილი როგორც დიდი მეჩეთი) მდებარეობს პრიშტინის უძველეს ნაწილში, საჰათ კულას (საათის კოშკის) გვერდით. იგი მეჰმედ II ფატიჰმა ააშენა 1461 წელს. მეჩეთს აქვს სამკუთხედიის ფორმის შემოწირულობის მქონე ეზო და არაბესკები, რომლებიც მეჩეთის კედლებსა და ჭერს ამშვენებს. სინან ფაშასს მეჩეთი მდებარეობს ნენქალაჯაში, მდინარე ბისტრიცას მარჯვენა მხარეს. იგი აშენდა მე-17 საუკუნის დასაწყისში და მისი უზარმაზარი გუმბათი ჰარმონიულად არის მორგებული შენობის კვადრატულ ფორმას. რაც შეეხება ინტერიერს, ის შესრულებულია ძლიერ ღია ფერებში და ამშვენებს გეომეტრიული ფიგურების სიჭარბე. იგი ითვლება კოსოვოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მეჩეთად.
ფატიჰის მეჩეთი (ასევე ცნობილი როგორც დიდი მეჩეთი) - მდებარეობს პრიშტინის უძველეს ნაწილში , საჰათ კულას (საათის კოშკის) გვერდით.[28] იგი აშენდა 1461 წელს მეჰმედ II ფატიჰის მიერ. მას სამკუთხედის ფორმის ეზო აქვს და შიგნიდან კედლებსა და ჭერს ამშვენებს ყვავილოვანი დეკორაციები და არაბესკები.
სინან ფაშას მეჩეთი- მდებარეობს ნენქალაჯაში, მდინარე ბისტრიცას მარჯვენა მხარეს. იგი აშენდა მე-17 საუკუნის დასაწყისში. მისი უზარმაზარი გუმბათი ჰარმონიულად არის მორგებული შენობის კვადრატულ მასაში, ხოლო მისი ინტერიერი შეღებილია ძლიერ ღია ფერებში, შემკული გეომეტრიული დიზაინით. ითვლება კოსოვოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მეჩეთად კოსოვოში.
ჰადუმის მეჩეთი - ააგო ჰადუმ სილეჯმან ეფენდიმ XVI საუკუნის მეორე ნახევარში. ის მიეკუთვნება კლასიკური ოსმალური ეპოქის ხელოვნების ნიმუშს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას მის სტრუქტურაში აქვს ჩართული მრავალი ტრადიციული მახასიათებელი. მას მხოლოდ ერთი გუმბათი გააჩნია და მის ინტერიერში ბევრი ყვავილოვანი ნახატია. ეს არის არაბესკების/ბაროკოს სტილის შენობების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. ჰადუმის მეჩეთი სითბოს სთავაზობს ქალაქს და გჯაკოვაში იგი ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეჩეთად. მისი ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი,არის ის რომ გუმბათი დგას კონსტრუქციული ელემენტების ტრომპის ზემოთ, რაც ისლამური არქიტექტურისთვის უმნიშვნელოვანესი მაგალითია.
გაზი ალი ბეის მეჩეთი - აშენდა 1444 წელს. 1999 წლის ბოლო ომის პერიოდში მისი [მინარე] იუგოსლავიის ყუმბარამ გაანადგურა. 2002 წელს მეჩეთს რესტავრაცია ჩაუტარდა და მინარეთი აღადგინეს, თუმცა სამწუხაროდ, პირვანდელი სახე დაკარგა. გარდა ამისა, მეჩეთისა და მისი შემოგარენის ავთენტურობა დაზიანდა შესასვლელთან კარელისა და ეზოდან რამდენიმე საფლავის ქვის ამოღებით.
ჩარშიას/ბაზარის მეჩეთი - აშენდა 1761 წელს ოსმალეთის შემოსევის დროს. ძველ ნახატებზე დაყრდნობით იგი ოთხკუთხა ნაგებობა იყო, გადახურული ოთხკუთხა სახურავით. ზედა სართულს შესასვლელის მარცხნივ და მარჯვნივ მოთავსებული ცალმხრივი კიბეები აღწევდა. გალერეა კი ქალებისათვის გამოიყენებოდა. მეჩეთი იუგოსლავიის სამხედროებმა 1999 წელს გადაწვეს. ომის შემდეგ კი იგი აღადგინეს.
ბაჯრაკლის მეჩეთი - პეჩის უძველეს ნაწილში, უფრო კონკრეტულად, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი აშენდა ოსმალეთის მმართველობის პერიოდში, როდესაც პეჩი შედიოდა მეტოჰია სანჯაკში. მეჩეთის მხატვრობა და დეკორაციები ძირითადად ქვის გამოყენებითაა შესრულებული. ბაჯრაკლის მეჩეთს აქვს მნიშვნელოვანი ისტორიული და მხატვრული ღირებულება.
ლაპის მეჩეთი - მდებარეობს პოდუევოს გზატკეცილის მახლობლად, პრიშტინის ქალაქის ცენტრიდან მოშორებით. მე-15 საუკუნით თარიღდება. მისი სალოცავი ოთახი ექვსი მეტრის სიმაღლეზეა და ის ასევე შედგება დარბაზისგან. 1999 წელს იგი იუგოსლავიის ძალებმა ომის შემდეგ გაანადგურეს. ლაპის მეჩეთი კოსოვოს ძეგლების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს და არამარტო.
კურშუმლის მეჩეთი - საკრალური ნაგებობა, რომელიც აშენდა მე-16 საუკუნეში პეჩში. მისი თავდაპირველი კონსტრუქცია გუმბათით იყო გადახურული , მაგრამ ამ დროის განმავლობაში იგი შეიცვალა საფარში. ჰაჯათი ასევე არ არის ორიგინალური ფორმით შემონახული. ხანძრის განადგურებამდე მეჩეთს ოთხი წყლიანი სახურავი ჰქონდა. დღესდღეობით მას მხოლოდ მისი ნაშთები აქვს. მის ეზოში აღმოჩენილია ძალიან მნიშვნელოვანი საფლავები და კვალი.
წითელი მეჩეთი - საკრალური ნაგებობა, რომელიც აშენდა მე-17 საუკუნეში პეჩის კაპეშნიცაში, შედგება სალოცავი სივრცისგან, პორტიკისა და მინარეთისგან. მეჩეთი განსაკუთრებულია, რადგან მიჰრაბი კედლიდან ჩანს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მოკრძალებული თვისებით გამოირჩევა. მას აქვს ისტორიული და მხატვრული ღირებულებები.
ჰამამები
რედაქტირებადიდი ჰამამი მე-15 საუკუნით თარიღდება. ის იყო ფატიჰის მეჩეთის ნაწილი და გამოიყენებოდა როგორც თურქული აბანო , როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. ლეგენდის თანახმად, სულთან მეჰმედ ფატიჰმა უბრძანა ყველა მსახურს დღეში ერთხელ მაინც მიეღო აბაზანა. ახლა მას სახელმწიფო იცავს. 1994 წელს გაჩენილი ხანძრის შემდეგ აბანო ძლიერად დაზიანდა და დღეს ნაგებობისგან მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი.
მეჰმედ ფაშას ჰამამი - საათის კოშკის გამო მისი დროის სხვა აბანოებისგან გამოირჩევა. იგი აშენდა ქვის ნაგებობაზე 1498 წელს. დღეს ის უმოქმედოა, რის გამოც პრიზენის არქეოლოგიურ მუზეუმად გადაიქცა. დაახლოებით 1972-75 წლებში ჰამამი აღადგინეს და შემდეგ კვლავ მუზეუმად გამოცხადდა, რის შემდეგაც კედელი, რომელიც მამაყაცებსა და ქალებს ჰყოფდა მონგრეულ იქნა.
ძველი ქალაქის ჰამამი - ააშენა თურქმა შემომწირველმა გაზი ალი ბეიმ, რომელმაც ასევე ააგო ჰამამი ვუჩიტრნში ( ალბანურად Vushtrri ), მე-17 საუკუნეში. ჰამამი მდებარეობს კოსოვსკა მიტროვიცას ძველი ქალაქის ცენტრის ბირთვში, სხვა მნიშვნელოვან ძეგლებთა შორის, როგორებიცაა ძველი მეჩეთი, მედრესა, ძველი ბაზარი, ჰანი და საათის კოშკი. თავდაპირველი დანიშნულების შესაბამისად იგი გამოიყენებოდა მხოლოდ 1953 წლამდე, როგორც მამაკაცთა საზოგადოებრივი აბანო. 1958 წლიდან კი კანონით დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდა. 1959 წლიდან ჰამამი გამოიყენება კოსოვკა მიტროვიცას „არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მუზეუმად“, სადაც გამოფენილია ადგილობრივი ტანსაცმელი, ლითონის ჭურჭელი და სხვა იარაღები. ჰამამი შედგება ცხელი, თბილი და ცივი წყლის სამი დამახასიათებელი ურთიერთდაკავშირებული ნაწილისგან. ცივ მონაკვეთს აქვს მართკუთხა ფორმა, რომლის შუაში მოთავსებულია ექვსკუთხა მარმარილოს შადრევანი, ხოლო მოპირკეთებულია თეთრი მარმარილოს კვადრატული ფილებით. [შესასვლელი დარბაზის შემდეგ არის თბილი წყლის განყოფილება, რომელიც გამოიყენება გაშიშვლებისთვის და ცხელ ნაწილში გაწმენდის რიტუალის მოსამზადებლად. ეს სივრცე შეიცავს 4 სააბაზანო კუბიკს (ჰალვეტი) და 4 გვერდით კუბიკს. ცხელი მონაკვეთის კედლები ნაშენია ქვით და სისქე 85 სმ-ია. მისი ცხრა გუმბათი (რვა პატარა და დიდი ცენტრალური) დაფარულია კრამიტით და ტყვიის რკინის ფურცლებით.
გაზი ალი ბეის ჰამამი - დაცული ძეგლი რომელიც აშენდა გაზი ალი ბეის მიერ მე-15 და მე-17 საუკუნეებში კაცთა წმენდის რიტუალებისთვის. ეს არის ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებრივი აბანო ბალკანეთში . შენობაში ჯერაც შემორჩა თავისი ორიგინალური აშენებული ჩარჩო. მისი ფასადები ნაშენია თლილი ქვებით, დანარჩენი ნაწილები კი რუსტიკული ქვებით. მთავარი აგურის გუმბათი დაფარული იყო ექვსკუთხა ხის სახურავით, რომელიც დღეს წითელი კრამიტით არის შეცვლილი. მას აქვს წრის ფორმის პატარა ხვრელები, რომლებიც გამოიყენებოდა ინსოლაციისთვის. დანარჩენი სამი გუმბათი უფრო მცირეა. ჰამამი შედგება სამი საერთო განყოფილებისგან, როგორიცაა შესასვლელი ცენტრალური დარბაზი, გასაშლელი განყოფილება და გამწმენდი განყოფილება ერთმანეთის წინ ორი საბანაო კუბიკით. დღესდღეობით ჰამამი დაზიანებულია.
ჰაჯი ბეუს ჰამამი აშენდა 1462 - 1485 წლებში, როგორც ჰასან ბეის კომპლექსის ნაწილი, რომელიც გახლდათ იპეკის სანჯაკის ლიდერი. მისი თავდაპირველი ფუნქცია დღესაც შენარჩუნებული აღარ არის. ჰამამი თავდაპირველად აშენდა ქვის და აგურის მონაცვლეობის სტილში, როგორც მამაკაცის ჰამამი, მაგრამ მოგვიანებით გადაწყდა, რომ დაემატებინათ ქალების განყოფილებაც. დღესდღეობით გამოიყენება დურგლების სახელოსნოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ათასწლეულის შენობა კოსოვოსთვის და არამარტო.
მავზოლეუმები
რედაქტირებასულთან მიურატის საფლავი - მავზოლეუმი , რომელიც შეიცავს ისლამურ-კოსოვარული ბაროკოს ელემენტებს, მდებარეობს მაზგიტში, ზუსტად იმ ადგილას, სადაც სულთან მურატი მოკლეს. იმ ფორმით შენება, რომელიც დღეს შენობას აქვს, მე-19 საუკუნის ბოლოს იქნა დასრულებული .
ჰაჯი ბაბას მავზოლეუმი - თარიღდება მე -17 საუკუნით და მდებარეობს ქალაქის თეკეს, სეჯდი ბეჯის მეჩეთისა და ქალაქის შადრევანის გვერდით. მავზოლეუმის სახელი მომდინარეობს იქიდან , რომ ამ ადგილას ჰაჯი ბაბა არის დაკრძალული.
შეჰ ბესიმის მავზოლეუმი მდებარეობს ლუკინაჟში, პრიზენში. იგი დააარსა შეჰ ბექამ იმ დროისათვის მნიშვნელოვანი პირების სასაფლაოების გადასარჩენად. მავზოლეუმის დღედ აღინიშნება 04-5 მაისი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official presentation of the Patriarchate of Peć დაარქივებული 2014-03-02 საიტზე Wayback Machine.
- Official site of Serbian Orthodox Diocese of Raška and Prizren - old დაარქივებული 2017-09-17 საიტზე Wayback Machine.
- New official site of Serbian Orthodox Diocese of Raška and Prizren
- Official site of the Serbian Orthodox Church დაარქივებული 2011-02-24 საიტზე Wayback Machine.
- Serbian Unity Congress
- Map - Area under jurisdiction of Patriarchate of Peć in the 17th century დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- Evaluation by the World Heritage Committee
- Dečani Monastery on www.kosovo.net დაარქივებული 2020-10-02 საიტზე Wayback Machine.
- Pictures and history of cathedral დაარქივებული 2015-03-06 საიტზე Wayback Machine.
- Frescoes დაარქივებული 2010-06-13 საიტზე Wayback Machine.
- Pictures დაარქივებული 2011-05-16 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 1.0 1.1 Limani, Jeta (2007). tower of Mazrekaj family in Dranoc - A Management Plan For A Sustainable Cultural Tourism Development. Kosovo. [მუდმივი მკვდარი ბმული]
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Doli, Flamur (2009). Arkitektura Vernakulare e Kosovës (sk). Prishtine: Association for the preservation of architectonic heritage.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Drançolli, Fejaz (2004). Destruction of Albanian tower (sk). Prishtinë: Biblioteka Kombëtare dhe Universitare e Kosovës.
- ↑ Ismajli, Rexhep (2011). Kosova Vështrim Monografik (sk). Prishtinë: Akademia e Shkencave dhe Arteve të Kosovës.
- ↑ United Nations Educational, Scientific and Cultural Organization (2004). Cultural Heritage in South-East Europe: KOSOVO. Kosovo: UNESCO.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 IRPP & SAAH (2009). Prioritized intervention list.. Kosovo: Regional Programme for Cultural and Natural Heritage in South-Eastern Europe.
- ↑ OSCE. (2015)Gračanica / Graçanicë. ციტირების თარიღი: 1 October 2015
- ↑ Encyclopædia Britannica. Kosovo. ციტირების თარიღი: 1 October 2015
- ↑ Duijzings, Gerlachlus (2000) Religion and the Politics of Identity in Kosovo, გვ. 66. ISBN 9781850653929.
- ↑ University club for UNESCO Serbia. Srednjovekovni spomenici na Kosovu i Metohiji. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 1 October 2015
- ↑ Ćurčić, Slobodan (1988) Gračanica: istorija i arhitektura. ISBN 9788607003594.
- ↑ Browning, Robert (1992). The Byzantine Empire. CUA Press, გვ. 285. ISBN 9780813207544. „gracanica 1321.“
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 MKRS. LISTA E TRASHËGIMISË KULTURORE PËR MBROJTJE TË PËRKOHSHME sk. Republika e Kosovës. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 24 February 2013
- ↑ თარგი:CHS-SANU
- ↑ Jeffreys, Elizabeth (2008). The Oxford Handbook of Byzantine Studies. Oxford, England: Oxford University Press, გვ. 362. ISBN 9780199252466.
- ↑ Nomination dossier compiled by the republic institute for the protection of the cultural monuments (2002). Decani monastery: Nomination of the cultural monument for inclusion on the world heritage list. Belgrade.
- ↑ KM.
- ↑ Drancolli, Jahja (2000). Feja ne Kosove gjate mesjetes (Dardania Sacra 2) (sk). Prishtine, გვ. 110.
- ↑ Drançolli, Jahja (2011). „Monumentet e Kultit Katolik Gjatë Mesjetës në Kosovë“. Revista Drini.
- ↑ თარგი:CHS-SANU
- ↑ 21.00 21.01 21.02 21.03 21.04 21.05 21.06 21.07 21.08 21.09 Drançolli, Fejaz (2005). Monuments in Kosovo. Kosovo: Institute for Protection of Monuments of Kosovo.
- ↑ 22.0 22.1 In your pocket sk. In your pocket Ltd. (1995–2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 23 February 2013
- ↑ CHWB, MESP & ISP (2011). Integrated Conservation: Challenges, opportunities and integration experiences of cultural and natural heritage into spatial and urban planning in Kosovo. Pristina: CHwB Kosovo Office.
- ↑ Warrander, Gail (2011). Kosovo. Bradt Travel Guides, გვ. 278. ISBN 9781841623313.
- ↑ თარგი:CHS-SANU
- ↑ 26.0 26.1 26.2 26.3 Reconstruction Implementation Commission for Serbian Orthodox Religious Sites in Kosovo. ციტირების თარიღი: 23 February 2013
- ↑ IKS ESI (2006). Nje e ardhme per te kaluaren e Prishtines. Prishtine.
- ↑ 28.0 28.1 Pristina in your pocket (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 24 February 2013