ბისტრიცა (სირეტის შენაკადი)
ბისტრიცა (რუმ. Bistriţa) — მდინარე რუმინეთში, მდინარე სირეტის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს აღმოსავლეთ კარპატებში, როდნის მასივზე, ზღვის დონიდან 1649 მ სიმაღლეზე. სიგრძე 272 კმ, აუზის ფართობი 7900 კმ². მიედინება მთიან ადგილებში, სადაც ხეობების ფართო მონაკვეთები ენაცვლება ხევებს. წყალდიდობა გაზაფხულ-ზაფხულშია. აგებულია კაშხლები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან დაახლოებით 55 მ³/წმ.
ბისტრიცა | |
---|---|
ბისტრიცა | |
სათავე |
როდნა 47°40′10″ ჩ. გ. 24°53′05″ ა. გ. / 47.66944° ჩ. გ. 24.88472° ა. გ. |
შესართავი | 46°29′32″ ჩ. გ. 26°58′07″ ა. გ. / 46.49222° ჩ. გ. 26.96861° ა. გ. |
სიგრძე | 272 კმ |
აუზის ფართობი | 7900 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ბისტრიცა ვიკისაწყობში |