ჩიმენლი (მურღული)
ჩიმენლი (თურქ. Çimenli; ქართ. კორიდეთი) — სოფელი თურქეთში, ართვინის პროვინციის მურღულის რაიონში. მდებარეობს მდინარე მურღულის (ჭოროხის შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, მურღულიდან დაშორებულია 5 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ჩიმენლი | |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ართვინის პროვინცია |
რაიონი | მურღული |
კოორდინატები | 41°17′26″ ჩ. გ. 41°35′41″ ა. გ. / 41.2907111° ჩ. გ. 41.5949500° ა. გ. |
ადრეული სახელები | კორიდეთი |
მოსახლეობა | 70 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
ისტორია
რედაქტირებაკორიდეთის მფლობელები იყვნენ სამცხის ფეოდალები, ჯაყელთა ერთ-ერთი საგვარეულო განშტოება. მათ მამულების გამო ჰქონდათ ბრძოლა ღობიარებთან, რომლებმაც გადაწვეს კორიდეთი. სოფელში მოქმედებდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი. მასში X საუკუნიდან დაცული იყო IX საუკუნის სახარება, რომელიც კორიდეთის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. კორიდეთში ის XV საუკუნემდე ინახებოდა, ხოლო შემდეგ სვანეთში, კალაში გადაიტანეს.[1]
1893 წელს კორიდეთი სხვა სოფლებთან ერთად (ადურჩა, დურჩა, ბუჯური, კაბარჯეთი, ოსმალი) შედიოდა ართვინის ოკრუგის ძანსულის სასოფლო საზოგადოებაში. კორიდეთში ცხოვრობდა ქართველების 9 კომლი.[2]
მოსახლეობა
რედაქტირებასოფლის მოსახლეობა წლების მიხედვით | |
---|---|
2010 | 70 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ყაუხჩიშვილი, ს., კორიდეთის ოთხთავის ბერძნული მინაწერები // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 1-16.
- ↑ ჯანაშვილი მ., „კორიდეთის ოთხთავის ქართული წარწერები“ // ძველი საქართველო, ტ. I, ტფილისი: საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, 1909. — გვ. 74-87.