ღობიარებისამცხე-ჯავახეთის დიდებულთა საგვარეულო XIII-XIV საუკუნეებში ჯავახეთის ერისთავთ-ერისთავები. გვარ-წოდება — ღობიარები მიიღო თორელების საგვარეულოს ერთ-ერთმა განშტოებამ, რომელიც სამამულოდ (სამემკვიდრეოდ) დაეუფლა სოფელ ღობიეთს (შემორჩენილია ნასოფლარი ღობიარები მესხეთის რუსთავის ახლოს, ახალციხიდან 15-20 კილომეტრზე). იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპების ტიშენდორფისეულ ნუსხაში შეტანილია ერისთავთ-ერისთავ გამრეკელ ღობიარის (მოღვაწეობდა, როგორც ჩანს, XIII საუკუნის მეორე ნახევარში) მოსახსენიებელი აღაპი. ამავე ძეგლში შემოტანილია მურვან ღობერის (იგივე ღობიარი) აღაპი (XIV ს.).

ღობიარები მოხსენიებულნი არიან აგრეთვე კორიდეთის ბერძნული სახარების ქართულ მინაწერში XIII ს. მიწურულისა, რომლის ცნობითაც მათ ჰქონდათ შუღლი და ბრძოლა კორიდეთის მფლობელებთან (ჯაყელთა ერთ-ერთი საგვარეულო განშტოება) და ამ ბრძოლის დროს გადაუწვავთ კორიდეთი. XIV ს. ღობიარებმა დაკარგეს ერისთავთ-ერისთავობა და დაექვემდებარნენ სამცხის მთავრებს — ჯაყელებს. XIV-XV სს მათ დაკარგეს მამულიც, რომელსაც დაეუფლნენ სამცხის თავადები — დიასამიძეები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 596.
  • მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის 11-17 სს, თბილისი 1962