კორვინის ბიბლიოთეკა
კორვინის ბიბლიოთეკა (ლათ. Bibliotheca Corviniana) — რენესანსული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ბიბლიოთეკა, რომელიც დაახლოებით 1470-იან წლებში უნგრეთის მეფემ მატიაშ ჰუნიადიმ დააარსა. რენესანსის ეპოქის ბიბლიოთეკებს შორის კორვინის ბიბლიოთეკა სიდიდით მეორე იყო, იგი სიდიდით მხოლოდ ვატიკანის ბიბლიოთეკას ჩამორჩებოდა[1]. იგი დაახლოებით 2500 ტომს მოიცავდა[2]. ბიბლიოთეკა აერთიანებდა, როგორც ანტიკურ ისე შუასაუკუნეების ნაშრომებს, ასევე ჰუმანიტარულ და იმ დროის თანამედრო ავტორების ნაშრომებს. მასში დაცული იყო წიგნები მედიცინის, ასტრონომიის, გეორგრაფიის, პოეზიის, ისტორიისა და სხვა განხრების შესახებ, მათ შორის დომინირებდა საერო წიგნები[3]. წიგნების უმეტესობა გაფორმებული და ილუსტრირებული იყო იტალიელი მხატვრებისა და მინიატურისტების მიერ. დამაარსებლის გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკის ქონების ნაწილი გაყიდეს, წიგნების გარკვეული რაოდენობა კი უნგრეთის საზღვრებს გარეთ გაიტანეს. 1526 წელს ოსმალების უნგრეთში შემოსევისას, თურქებმა ბუდას ციხესიმაგრის აღების შემდეგ ბიბლიოთეკის ქონება და არქივები სტამბოლში გადაიტანეს. წიგნების ნაწილი ოსმალეთში მოღვაწე ელჩებს საჩუქრად გადასცეს, დარჩენილი ნაწილი კი მთელ მსოფლიოში გაიფანტა.
მატიაშ ჰუნიადი უნგრეტის მეფე და ბიბლიოთეკის დამაარსებელი | |
ქვეყანა | უნგრეთის სამეფო |
---|---|
სფერო | ბერძნული და ლათინური ხელნაწერები |
დაარსდა | 1470-იანი წლები |
მდებარეობა | ბუდას ციხესიმაგრე |
მოცულობა | დაახ. 2500 კოდექსი |
საიტი | Corvina.oszk.hu |
ბიბლიოთეკის დაარსება
რედაქტირებამატიაშს წიგნებისადმი ინტერესი მისმა მენტორმა ცნობილმა ბიბლიოფილმა და ესტერგომის არქიეპისკოპოსმა იანოს ვიტეზიმ გაუღვივა[4]. უცნობია ბიბლიოთეკის დაარსების ზუსტი თარიღი. სავარაუდოდ მეფე მატიაშმა ბიბლიოთეკა 1470-იან წლებში დააარსა, დაახლოებით მისი მეორე ქორწინების დასაწყისში, როდესაც მან ნეაპოლის მეფის ფერდინანდ I-ის ქალიშვილზე ბეატრისაზე იქორწინა. დედოფალმა უნგრეთის სასახლეში ადრერენესანსული კულტურა შემოიტანა, რამაც მატიაშის სიმპატიები იტალიისა და ჰუმანიზმის მიმართ გაზარდა.
ერთ-ერთი ვერსიით სამეფო კოლექციაში წიგნების გარკვეული რაოდენობა იანოს ვიტეზისა და იანოს პანონიუსის ქონების კონფისკაციის შემდეგ მოხვდა. შესაძლოა წიგნების ნაწილი ბეატრისა არაგონელსაც ეკუთვნოდა. თუმცა, ბიბლიოთეკის დაარსების მთავარი მიზეზი იყო მატიაშის პირადი კავშირები იტალიელ ჰუმანისტებთან, ასევე უნგრეთის სამეფოს მჭიდრო კავშირი იტალიასთან, რომელიც იმ დროს ევროპის როგორც კულტურული ისე სავაჭრო ცენტრი იყო[2].
მეფე ფულს არ იშურებდა წიგნების შესაძენად, ასევე მათ გადასაწერად. წიგნებს უმეტესად ფლორენციაში ბუკინისტების დახმარებით უკვეთავდნენ, რომელთაც ილუსტრირებას ცნობილი ფლორეინციელი მინიატურისტები უკეთებდნენ. ბიბლიოთეკის შევსება ხანგრძლივ და ძვირადღირებულ სამუშაოებს მოითხოვდა. ბიბლიოთეკას უაღრესად განათლებული ჰუმანისტები მარციო გალეოტო და ტადეო უგოლეტი ხელმძღვანელობდნენ[3].
მეფე მატიაში ცდილობდა მისი სასახლე ალპების ჩრდილოეთით ყველაზე ბრწყინავი და განათლებული ყოფილიყო. ბიბლიოთეკა საყვარელ სამუშაო ადგილად იქცა, როგორც მეფე მატიაშისთვის, ისე სასახლის სხვა მაცხოვრებელთათვის. აქ ეწყობოდა დებატები და სიმპოზიუმები, რომლებშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა დარგის მეცნიერები[3]. ბიბლიოთეკა მალევე იქცა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის უდიდეს ინტელექტუალურ ცენტრად, რომელიც სიდიდით მხოლოდ ვატიკანის ბიბლიოთეკას ჩამორჩებოდა. სხვადასხვა შეფასებებისა და ვერსიების მიხედვით, ბიბლიოთეკაში დაახლოებით 2500 კოდექსი ინახებოდა, რაც იმ დროისთვის უზარმაზარ კოლექციას წარმოადგენდა.
მემკვიდრეობა დღეს
რედაქტირებადღეისათვის იდენტიფიცირებულია ბიბლიოთეკის მხოლოდ 216 კოდექსი[5]. ამჟამად მათი უმეტესი ნაწილი უნგრეთში ინახება: სეჩენის სახელობის ერობნული ბიბლიოთეკა, ბუდას ციხესიმაგრე – 36 წინგი, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა – 14 წინგი. საერთო ჯამში უნგრეთში ინახება 54 კოდექსი[6]. ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება 39 ტომი[6]. დიდი კოლექციაა განთავსებული იტალიაში ლაურენციანის ბიბლიოთეკაში – 32 ტომი, ასევე მოდენაში ესტეს ბიბლიოთეკაში – 15 ტომი[6]. 8 ეგზემპლიარი ინახება გერმანიაში ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში, 9 ეგზემპლიარია დაცული ვოლფენბიუტელში, ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკაში[6]. 7 ტომი ინახება საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში[6]. დანარჩენი ტომები განაწილებულია შეერთებულ შტატებში, დიდი ბრიტანეთში, ბელგიასა დათურქეთში.[6].
ლიტერატურა
რედაქტირებაკორვინის ბიბლიოთეკა ვიკისაწყობში |
- http://www.corvina.oszk.hu/studies/csapodi_eng.htm დაარქივებული 2011-09-28 საიტზე Wayback Machine.
- Csapodi Csaba, Csapodiné Gárdonyi Klára: Bibliotheca Corviniana. Budapest, 1976. — 320 с. Színes illusztrációkkal. ISBN 963-207-291-X
- Marcus Tanner: The Raven King. Matthias Corvinus and the Fate of His Lost Library. Yale University Press, 2008—265 с. ISBN 978-0-300-12034-9
- История культуры стран Западной Европы в эпоху Возрождения: Учеб. для вузов / Л. М. Брагина, О. И. Вальяш, В. М. Володарский и др.; Под ред. Л. М. Брагиной. — М.: Высш. шк., 2001. — 479 с. ISBN 5-06-003216-7
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კორვინის ბიბლიოთეკა (ოფიციალური გვერდი)
- ახალი გამოკვლევა კორვინის ბიბლიოთის შესახებ
- კორვინის ბიბლიოთის ყველა ციფრული ტომის ბმული
- საერთაშორისო ციფრული ბიბლიოთეკა - კორვინის ბიბლიოთეკა
- კარბოს კოდექსი უნგრეთის მეცნიერების აკადემიის ბიბლიოთეკისა და ინფორმაციის ცენტრიდან
- SOLTÉSZ ZOLTÁNNÉA MÁTYÁS-GRADUALE Budapest, 1980.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Renaissance-Bibliothek des Königs Mathias Corvinus (გერმანული)
- ↑ 2.0 2.1 Csapodi Csaba: History of the Bibliotheca Corviniana დაარქივებული 2011-09-28 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ 3.0 3.1 3.2 История культуры стран Западной Европы в эпоху Возрождения. Под ред. Л. М. Брагиной. (რუსული)
- ↑ Мировая цифровая библиотека: Коллекция Библиотека Корвиниана (რუსული)
- ↑ Memory of the World The Bibliotheca Corviniana Collection (ინგლისური)
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 A hiteles corvinák listája. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-18. ციტირების თარიღი: 2016-03-24.