ვატიკანის ბიბლიოთეკა
ვატიკანის ბიბლიოთეკა (ლათ. Bibliotheca Apostolica Vaticana) – ბიბლიოთეკა ვატიკანში. ფლობს შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის ხელნაწერების უმდიდრეს კოლექციას. ბიბლიოთეკა დაარსებულია XV საუკუნეში, რომის პაპ ნიკოლოზ V-ის მიერ. ამჟამად მისი ფონდი მოითვლის 1 600 000 დაბეჭდილ წიგნს, 150 000 მანუსკრიპტს, 8 300 ინკუნაბულას, 100 000 მეტ გრავიურას და გეოგრაფიულ რუკას, 300 000 მონეტასა და მედალს.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: