კონჩედარია (ჩინ.: 孔雀河, ფინინი: Kǒngquè hé) — მდინარე დასავლეთ ჩინეთში. გამოედინება ბაგრაშკიოლის ტბიდან, ზემო წელზე კვეთს ტიან-შანის აღმოსავლეთ განშტოებებს, მიედინება ტარიმის ღრმულის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს. სიგრძე 550 კმ, აუზის ფართობი (ბაგრაშკიოლის წყალშემკრების ჩათვლით) 184,4 ათ. კმ². ჩამონადენი წლის განმავლობაში თანაბარია, მთებიდან გამოსვლისას წყლის საშუალო ხარჯია 36 მ³/წმ. ვაკეზე კარმოქმნილი აქვს რთული სისტემა კალაპოტებისა, რომლებიც შეერთებულია ტოტებით; აქ მდინარის მიმართულება ხშირად იცვლება. იმ წლებში, როდესაც კონჩედარია ლობნორის ტბაში ჩაედინება, ტბა წყლით ივსება, ხოლო მაშინ, როდესაც თავის წყალს მთლიანად მდინარე ტარიმს გადასცემს, ლობნორი შრება.[1] იკვებება შერეულად — წვიმის, თოვლის გრუნტის წყლებით.[2]

კონჩედარია

კონჩედარია ქალაქ კორლაში
ეტიმოლოგია უიღურული ენიდან — „ფარშავანგის მდინარე“
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეულები სინძიანი
სათავე ბაგრაშკიოლი
41°49′36″ ჩ. გ. 86°44′38″ ა. გ. / 41.82667° ჩ. გ. 86.74389° ა. გ. / 41.82667; 86.74389
შესართავი 40°36′01″ ჩ. გ. 90°08′41″ ა. გ. / 40.60028° ჩ. გ. 90.14472° ა. გ. / 40.60028; 90.14472
სიგრძე 550 კმ
აუზის ფართობი 184,4 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 36 მ³/წმ
კონჩედარია — ჩინეთი
კონჩედარია
კონჩედარია
— სათავე, — შესართავი
კონჩედარია ვიკისაწყობში
  1. Кончедарья // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 13 — М., 1973.
  2. Кончедарья // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 181.